დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
02 სექტემბერი, 2018

თბილისობა

თბილისობა ყოველწლიური დღესასწაულია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ის საქართველოში უკვე 44-ჯერ ჩატარდა. ეს არის ტრადიციული კულტურული ზეიმი, შემოდგომის ფესტივალი, რომელიც აღინიშნება ოქტომბერში აქ იმართება არაერთი სპორტული აქტივობა, ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა-გაყიდვა. მთავარი ღონისძიება, როგორც წესი ისტორიულ ცენტრში, ძველ თბილისში იმართება და რიყის პარკთან ერთად მოიცავს ევროპის მოედანს, აღმაშენებლის გამზირამდე. რიყის პარკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყურძნის დაწურვაშიც შეგეძლებათ მონაწილეობის მიღება. თბილისობის დღესასწაული 1079 წელს აღინიშნა. ეს იყო სიმბოლო უხვმოსავლიანობისა, ბარაქისა, ნაყოფიერებისა. აგრეთვე, კარგად წარმოაჩენს ქართველი ხალხის ხასიათს: მასპინძლობის საოცარი კულტურა, გულუხვობა და ხელგაშლილობა.

რას ნახავთ ფესტივალზე?

საინტერესოა ისიც, რომ ფესტივალზე შეგიძლიათ ნახოთ არა მხოლოდ საქართველოს, აგრეთვე სხვა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ტრადიციები, კულინარია და ა.შ. აქ დიდი სავაჭრო გამოფენა ეწყობა. აგრეთვე იმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტული გადაეცემა სხვადასხვა ცნობილ ადამიანს. როგორც უკვე აღვნიშნე, ეპიცენტრი ამ ყველაფრისა არის ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიები, რომლის ქუჩებში წააწყდებით ქუჩის მოხეტიალეებს, ძველებურ კოსტიუმებში გამოწყობილთ. ეს არის დღეობა, სადაც თქვენ აუცილებლად იგრძნობთ იმ განსაკუთრებულ გარემოს, “ძველსა და ტკბილ” ტიფლისს რომ ახასიათებდა. თქვენ აუცილებლდ შენიშნავთ ხის აივნებიდანკეკლუცად მომზირალ კნეინებსა, მათ სანახავად ავლილ-ჩავლილ კავალრებს, ცხენშებმული ღია ეტლებით.

რა ხდება მტკვარზე?

მტკვარზე ხომ ნამდვილი თბილისური გარემოა : ირგვლივ ტივებზე ამაყად და ლაღად სხედან ყარაჩოღელები, კინტოები და მღერიან მთელი სულით და გულით, ისე, როგორც ძველად. აქ თქვენ მათთან ერთად შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ღვინო და მწვადი, რომლის სურნელიც მთელს თბილისს საამო ბურუსში ხვევს. მათ შემხედვარეს თავი სულ სხვა ეპოქაში გეგონებათ, იმ ეპოქაში, რომელმაც თბილისს თავისი თვითმყოფადობა მიანიჭა.


ეს არ არის მხოლოდ შემოდგომის ფესტივალი, ეს არის უდიდესი სიყვარული ტრადიციებისა, პატივისცემა იმ წინაპრებისა, რომლებმაც თბილისი ასე საყვარელ ადგილად აქციეს არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მოსახლეობისთვის. “ღვინობისთვე“ არის პერიოდი, რომელშიც თბილისის წარსული ერწყმის აწმყოს, როდესაც სიცოცხლე ახალი ძალით იფეთქებს საქართველოს გულში. თბილისი ყოველთვის “კულტურათა თავშეყრის” ადგილი იყო, სადაც თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა კულტურები და ტრადიციები. თბილისის ეს მახასიათებელი განსაკუთრებით კარგად სწორედ თბილისობის დღესასწაულზეა თვალსაჩინო, განსაკუთრებით აბანოთუბანში, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებს შექმნილი აქვთ ეროვნული კუთხეები და თავიანთ ტრადიციებს უსვამენ ხაზს. ასე რომ თქვენ აქ შეგიძლიათ გაეცნოთ არა მხოლოდ თბილისის სტილს, არამედ სხვადასხვა კულტურებსაც, დაათვალიეროთ ან შეიძინოთ არაერთი უნიკალური, ხელნაკეთი ნივთი, სუვენირი, ან ტკბილეული...

აქ ნახავთ სხვა ტიპის გასართობებსაც, ერთ-ერთი გამორჩეული მათ შორის არის მანქანების გამოფენა. აქ მანქანების მოყვარულები ნახავთ როგორც ანტიკურ, უძველეს მოდელებს, ასევე უახლეს, თანამედროვე მანქანებსაც. წამყვანი ავტო კომპანიები, როგორცაა მერსედესი, რენაულტი, მიცუბიში, ტოიოტა და სხვა ამაყად წარადგენენ თავიან მოდელებს. სურვილისა და საშუალების მიხედვით, შეგეძლებათ შეისყიდოთ კიდეც. მათ გვერძე კი არანაკლები სიამაყით დგანან ვეტერანი მანქანები- საბჭოთა დროის გადმონაშთები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მეტ აღტაცებას იწვევენ მნახველში. აქვეა აგრეთვე ხელნაკეთი მანქანები, აწყობილი სხვადასხვა მარკის სხვადასხვა ნაწილისგან. ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია!

მოკლედ, ეს ფესტივალი არ უნდა გამოტოვოთ.
მსურველებმა შეგიძლიათ მანქანა გააჩეროთ ავლაბრის მეტროს ტერიტორიაზე, რადგან სხვა ცენტრალური ქუჩები გადაკეთილი იქნება.


კიდევ რის ნახვა შეგიძლიათ ფესტივალზე?

  • შეგიძლიათ ესტუმროთ კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზას", სადაც გაიმართება დაჯილდოება "ოქროს თვალი".
  • ან შეგიძლიათ წახვიდეთ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, ან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც გაიმართება მოდის ჩვენებები.
  • ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა “მოძრაობის თეატრის” ცოცხალი სპექტაკლები აბანოთ უბანში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
თეგები: #ღონისძიება
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები
არტ-გენ ფესტივალი
საინტერესო ადგილები, ინფორმაცია, შოპინგი, კულტურა, ისტორია

არტ-გენ ფესტივალი

თარიღი: ივლისის ბოლო
1 Comments