
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ევროპის მოედანი რიყის სამრეთ ნაწილში, მეტეხისა და ღვინის აღმართებს, ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და მეტეხის ხიდს შორის მდებარეობს. მოედანზე ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ქართული კონიაკის წარმოების დამფუძნებლის - დავით სარაჯიშვილის ძეგლი დგას. ევროპის მოედანთან მდებარეობს თბილისის ისეთი პოპულარული ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა: მეტეხის ტაძარი და დარეჯანის სასახლე. აქ ძველი თბილისის სახასიათო არქიტექტურასა და ისტორიულ, ულამაზესი მხატვრობით გამორჩეულ სადარბაზოსაც მოინახულებთ. აქვეა თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში - მშვიდობის ხიდი და რიყის პარკი, სადაც დასვენებას, გართობასა და ნარიყალაზე საბაგიროთი ასვლასაც შეძლებთ. თუკი მეტეხის ხიდს გადაივლით მეიდანზე მოხვდებით და აბანოთუბნის, ცისფერი მეჩეთისა და ძველი თბილისის სხვა ღირსშესანიშნაობების მონახულების საშუალება გექნებათ. ახლოს არის ასევე თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სადაც არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, უმდიდრესი ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშებია დაცული. ევროპის მოედნის გარშემო მრავლადაა კაფე-ბარები, რესტორნები და სასტუმროებიც, სადაც სასიამოვნოდ გაატერბთ დროს და დააგემოვნებთ ქართულ სამზარეულოს. თბილისის შესანიშნავი ხედები, ფერადი ხალიჩები თუ მოჩუქურთმებული აივნები ძალიან მიმზიდველს ხდის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას, ამიტომაც აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. ევროპის მოედანსა და მასთან მდებარე პატარა მოკირწყლულ ქუჩებს ხშირად სტუმრობენ როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები ფოტოების გადასაღებად, ახალი საინტერესო ადგილების აღმოსაჩენად, ან უბრალოდ სახეტიალოდ.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა