დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ღვინის აღმართი (სირაჯხანა)

ღვინის აღმართი (სირაჯხანა) Wine Rise Sirajkhana

ღვინის აღმართი (სირაჯხანა)ს შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ღვინის აღმართი (სირაჯხანა) თბილისის ერთ-ერთი ძველი ქუჩაა. აღმართი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მეტეხის ხიდთან იწყება. ამ პატარა, ქვებით მოკირწყლულ ქუჩას დიდი ისტორია აქვს და სილამაზითაც გამოირჩევა. ღვინის აღმართიდან მეტეხის ეკლესიისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის შესანიშნავი ხედებით დატკბებით. აქვეა განვითარებული შუასაუკუნეების დარეჯან დედოფლის სასახლეც, რომელიც ლამაზი და საინტერესო არქიტექტურით მეტ მომხიბვლელობას სძენს ამ ადგილს. ღვინის აღმართის პირველ ნომერში ისტორიული სადარბაზო მდებარეობს, სადაც XX საუკუნის თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობაა შემორჩენილი. სადარბაზოს კედლებზე გამოსახულია ამურები და ანგელოზები, გამოყენებულია ოქროს იმიტირებული საღებავები. ქუჩაზე ასევე არის კარაოკე ბარი, კაფე და რესტორანი, სადაც დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ.
ღვინის აღმართზე ღვინითა და არყით მოვაჭრეთა დუქნების რიგები იყო განლაგებული. ადრე განარჩევდნენ პატარა და დიდ სირაჯხანას. პატარა სირაჯხანა თათრის მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა. შემდგომში ეს ქუჩა შუაბაზრის (დღევანდელი ლესელიძის ქუჩა) რეკონსტრუქციისას გაქრა და ამ ადგილზე ახლა სკვერია. დიდი სირაჯხანა კი მტკვრის მარცხენა ნაპირზე გრძელ მოხვეულ აღმართს გასდევდა, რომელიც მეტეხის ხიდთან იწყებოდა და ავლაბრის გალავნის ქვემოთ კლდის ძირს მიუყვებოდა. აქ განლაგებული დუქნები და სარდაფები მარაგდებოდა კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით. აქვე იყო ძველი თბილისის უმთავრესი ღვინის ბაზარი და ქალაქის ბოჰემური ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ტერიტორია

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ღვინის აღმართი (სირაჯხანა)

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!