![ზიპლაინი კუს ტბაზე](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/205576803-801640843823661-922033-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დარეჯანის სასახლე (საჩინო) თბილისში, ურბნისის ქუჩაზე მდებარეობს. იგი აგებულია 1776 წელს ერეკლე II-ის მეუღლის, დარეჯან დედოფლისთვის. ძეგლი ნაწილობრივ გადაკეთებულია XIX ს-ში. იგი დაშენებულია ქალაქის გალავნის ბურჯზე. XVIII ს 70-იან წლებში დედოფალ დარეჯანს, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე და წმიდა ირაკლისა და წმიდა დარიას სახელობის კარის ეკლესია აუგია. მომდევნო პერიოდში ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრად გადაკეთდა. მონასტერს „დარიის მონასტერს“, სასახლეს კი „საჩინოს“ უწოდებენ. დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, სასახლე და ეკლესია ეგზარქოსმა თეოფილაქტემ შეიძინა და აქ სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები მოაწყო. კომუნისტური რეჟიმის დროს მონასტერმა ფუნქციონირება შეწყვიტა. XX საუკუნის 70-იან წლებში აქ 26 კომისრების რაიონული მუზეუმი მოთავსებულა. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ. შემდეგ აქ ერთი მსახიობის თეატრი დაარსდა და 90-ან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა. 1991 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა. ეკლესია და სასახლე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად ერთიან არქიტექტორულ კომპლექსს წარმოადგენდა, რომელიც ქვის გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული. სასახლის კოშკის ქვედა ნაწილი ნაგებია ნატეხი ქვით, წყობაში ფენებად დატანებულია კვადრატული აგური. ყურადღებას იპყრობს ლამაზი, დეკორატიული აივანი რომელიც კოშკის ზედა ნაწილს შემოუყვება და მხატვრულობას სძენს ძეგლს. აივნიდან ქალაქის შესანიშნავი ხედი იშლება.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა