დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

ნარიყალას ციხესიმაგრე

Narikala Fortress, Tbilisi, Georgia Крепость Нарикала ძველი თბილისი,  Old Tbilisi, Abanotubani Абанотубани Narikala Fortress, ნარიყალას ციხესიმაგრე Крепость Нарикала

ნარიყალას ციხესიმაგრის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარეშე თავის თვითმყოფადობას ვერ შეინარჩუნებდა, ძველი თბილისის სიამაყე ნამდვილად იმსახურებს ამ ყურადღებას. ნარიყალას ციხესიმაგრე თითქმის თბილისის ყველა მხრიდან ჩანს, განსაკუთრებით მშვენიერია ღამით. ის გადაჰყურებს მტკვარს, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს გარემოს. ის მოქცეულია თბილისის ორ უმნიშვნელოვანესს ადგილს: გოგირდის აბანოებსა (ძველ თბილისში, აბანოთუბანში,) და ბოტანიკური ბაღს შორის.

ზოგიერთ წყაროში ნარიყალას ციხესიმაგრეს “შურის ციხეს” უწოდებენ. თავად ციხესიმაგრის კედლები სხვადასხვა პერიოდით თარიღდება, რომელთაგან უძველესია მეოთხე საუკუნე, როდესაც ის წარმოადგენდა სპარსთა შიდა ციხეს. კედლები, რომლებსაც მნახველი დღეს აწყდება, თარიღდება მერვე საუკუნით, როდესაც აქ მოთავსებული იყო არაბი ამირას სასახლე. ქართულ წყაროებში ამ ადგილს ხშირად მოიხსენიებდნენ აგრეთვე “დედა ციხესიმაგრედ‘. ნარიყალა მნახველს სთავაზობს განსაკუთრებულ პანორამას ქალაქისა, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერ ნახავთ. ეს ადგილი წარმოადგენს თბილისის თავდაცვის ბრწყინვალე ნიმუშს. აქ ასასვლელი ორი გზა არსებობს, ორივე მათგანი წარმოუდგენლად ლამაზ თავგადასავალს გთავაზობთ: პირველ რიგში, შეგიძლიათ აქ ახვიდეთ ფეხით მეიდანიდან, განსაკუთრებით თუ თბილი საღამოა, ხოლო მეორე გზაა საბაგირო, რომელიც მდებარეობს რიყის პარკში, სადაც არაერთი გასართობით შეგიძლიათ თავის შექცევა, როგორებიცაა: მეგა ჭადრაკი, მოცეკვავე და მომღერალი შადრევნები, ლაბირინთები და წყნარი, მყუდრო კუთხეები...

მოკლედ, საბაგირო აქიდან აგიყვანთ პირდაპირ ნარიყალას ციხესიმაგრესთან. თუ ფეხით ახვალთ, შესვლა უფასო იქნება, ხოლო თუ ამჯობინებთ საბაგიროთი დაათვალიეროთ თბილისი, ეს სიამოვნება დაგიჯდებათ სულ რაღაც 2,5 ლარი. საბაგირო 8 ადგილიანია და მგზავრებს შეუძლიათ სრულიად დატკბნენ გარემოთი, მით უმეტეს რომ საბაგიროს იატაკიც კი მინის აქვს. რიყიდან ნარიყალამდე მანძილი არის 686 მეტრი, რაც ნიშნავს რომ საბაგიროთი მგზავრობა გაგრძელდება მხოლოდ 2 წუთი და 10 წამი. ნარიყალაზე ასვლისთანავე შეგხვდებათ აქსესუარების მინი-გამოფენაც, სადაც შეგიძლიათ სამახსოვროდ ნივთიც წააყოლოთ.

ციხესიმაგრის შესასვლელთან შეგიძლიათ გაყვეთ მინიშნებებს, ბილიკს დასავლეთისკენ, და მიხვალთ ქართლის დედასთან. ეს არის სიმბოლო, რომელიც კარგად ასახავს პირველ რიგში, ქართველი ქალის, და შემდგომ, ზოგადად ქართველი ადამიანის ბუნებას. ერთ ხელში ღვინით სავსე თასით, ხოლო მეორეთი ხმალამოწვდილი ერთდროულად მნახველს ავსებს მომიწების, აღფრთოვანებისა და შიშის ემოციებით. აქვეა გასასვლელი ბოტანიკურ ბაღშიც, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ 4,500 სხვადასხვა ჯიშის ულამაზესი მცენარით.(გაშენებულია დაახლოებით 161 ჰექტარზე).

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია წმ.ნიკოლოზის ტაძარი, რომელიც შიგნიდან მთლიანად მოხატულია როგორც ბიბლიური, ასევე საქართველოს ისტორიის ამსახველი ფრესკებით.

საბოლოო ჯამში ვიტყვი, რომ თუ თქვენ არ გინახავთ ნარიყალას ციხესიმაგრე და მიმდებარე ტერიტორიები, არ გინახავთ თავად თბილისიც, ასე რომ აუცილებლად ესტუმრეთ მას.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Tatia nadiradze
Tatia nadiradze

ნარიყალადან ბოტანიკურ ბაღში გადასვლა ფასიანია?

Meri Amiranashvili
Meri Amiranashvili

დიახ

Stuart Coleman
Stuart Coleman

HI, hope you can help. I'm organising an event for a client in Tbilisi in August and I wanted to see if we could host an evening reception at the Narikala Fortress. I can't find a website or contact number to see if this possible though. Do you know how I might get in contact with someone to ask if this is possible?
Thank you. :)

Georgian Travel Guide
Georgian Travel Guide

Hi Stuart, Narikala fortress is not a private property and it's hard to find someone responsible in this case. My advice is to contact National Tourism Administration on Facebook:
https://www.facebook.com/GeorgianNationalTourismAdministration/

Stuart Coleman
Stuart Coleman

Thanks Ucha, that's really helpful!

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ნარიყალას ციხესიმაგრე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!