დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ბოტანიკური ბაღი, თბილისი ბოტანიკური ბაღი - Botanical garden Botanical garden, Tbilisi Botanical garden, Tbilisi ბოტანიკური ბაღი, თბილისი Botanical garden, Tbilisi Botanical garden, ბოტანიკური ბაღი ბოტანიკური ბაღი, Botanical garden, Tbilisi

თბილისის ბოტანიკური ბაღის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თბილისის ბოტანიკური ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღითბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევი) ხეობაში მდებარეობს. მას ჩრდილოეთის მხრიდან კეტავს სოლოლაკის ქედი, სამხრეთიდან - თაბორის მთის კლდეები, ჩრდილო-დასავლეთით ბაღი კოჯრის გზატკეცილს ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი თბილისის უძველეს უბნებს - აბანოთუბანსა და ხარფუხს. ბაღის აღმოსავლეთით ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ძველი სამეფო ბაღის ფრაგმენტებია. თბილისის ბოტანიკური ბაღი შესანიშნავი ადგილია როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის, ასევე ექსტრემით, მეკლდეურობითა და მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. აქ ნახავთ მრავალფეროვან ვარდნარს, იასამნების კოლექციას, წიწვოვანთა კოლექციას, იაპონურ ბაღს, ულამაზეს ჩანჩქერს, ხეებში ჩაფლულ ხიდებსა და შადრევნებს. ბაღში მოწყობილია დასასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები ხეივნებსა და მოყვავილე ბაღებს შორის, ბელვედერი, საიდანაც ბოტანიკური ბაღის ზედხედით დატკბებით. აქ ასევე ფუნქციონირებს კაფე, მუზეუმი და სადღესასწაულო სივრცე, სადაც ჯვრისწერის ცერემონიის მოწყობაა შესაძლებელი. ბაღში არის საბავშვო სივრცეც საქანელებითა და სხვა გასართობებით. ნარიყალას ციხე-სიმაგრიდან ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინით დაშვებაა შესაძლებელი. ბაღის ტერიტორიაზე ასევე არის საცოცი კლდეც აქტიური სპორტის მოყვარულთათვის. ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში საინტერესო ტურებსაც შემოგთავაზებენ, როგორიცაა: შემეცნებითი ტური, საბავშვო მარშრუტი, ველო მარშრუტი და ტური ელექტრომობილებით. ბოტანიკური ბაღი თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, მრავალფეროვანი მოყვავილე ბაღები, ხეივნები, ბილიკები, დუმფარებიანი აუზები, ეგზოტიკური მცენარეები, ჩანჩქერი და ლამაზი, პატარა ხიდები მიმზიდველ გარემოს ქმნის, ამიტომაც იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ მრავალი სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი გარემო იპოვნოს და საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატაროს დრო. 


ისტორია

მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული, რომლებიც საქართველოს სამეფო კარს ეკუთვნოდა. ფრანგი მოგზაურის ჟან-ბატისტ შარდენის ჩანაწერებიდან ცნობილია, რომ სამეფო ბაღს განსაკუთრებული მზრუნველობით უვლიდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი 12-ის მეუღლე, დედოფალი მარიამი. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა, 1845 წელს კი მას გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით ბოტანიკური ბაღი ეწოდა. 1896–1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932–58 წლებში კი ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია მიემატა, წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. ამჟამად ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. ბოტანიკურ ბაღში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციებია წარმოდგენილი. ბაღის კოლექცია მოცავს 3500-მდე სახეობასსახესხვაობასა და კულტივარს. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს. 

 


თეგები: #ბუნება #ბაღი #პარკი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

+995 322 721****
*****@nbgg.ge
http://nbgg.ge/
ხანგრძლივობა: 1 დღე

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 cop
+82
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

ფასები

ვიზიტორიფასი ლარში
უფროსი4 ₾
სტუდენტი1 ₾
მოსწავლე0,5 ₾
სკოლამდელი ასაკის ბავშვიუფასო
6 თვიანი აბონემენტი 2 პირზე40 ₾
1 წლიანი აბონემენტი 2 პირზე70 ₾
6 თვიანი საოჯახო აბონემენტი60 ₾
1 წლიანი საოჯახო აბონემენტი100 ₾

* აბონემენტის მფლობელი ბაღის ტერიტორიაზე დაიშვება დღის განმავლობაში ერთხელ, დროის შეუზღუდავად

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Nana Chachibaia
Nana Chachibaia

გამარჯობა, სოც დაუვველევზე მოქმედებს რამე შეღავათი?

ფახრად ნაბიევი
ფახრად ნაბიევი

შესვლისას რომელიმე ბარათით გადახდა შეიძლება?

დიანა კილაძე
დიანა კილაძე

ბარათით გადახდა შესვლისას არის?

გამარჯობათ , 4 ლარით რამდენი საათი შეიძლება ვისარგებლო?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

გამარჯობა, დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბოტანიკურ ბაღს ნომერზე: 032 272 43 06

keti re
keti re

გამარჯობა, სტუდენტებისთვის სტუდენტ ქარდით გადახდა საკმარისია რომ 1 ლარად შევძლოთ შესვლა?

Gggg Gggg
Gggg Gggg

შესვლა რა ღირს

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ბილეთების ფასი 4 ლარიდან იწყება.

ლია იკნაძე
ლია იკნაძე

ორშაბათს თუ მუშაობთ?~

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ბოტანიკური ბაღი მუშაობს ყოველდღე.

Mariaa Martsvaladze
Mariaa Martsvaladze

გამარჯობა , მინდა საქორწილო სურათების გადაღება და რამე დამატებით ფასები აქვს გარდა შესვლა რაც ღირს სტანდარტულად ?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბოტანიკურ ბაღს ნომერზე: 032 2 72 11 85.

დღეს მუშაობთ

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

დიახ, ღიაა.

Lela Janelidze
Lela Janelidze

Gamarjoba, xval mushaobt?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

დიახ მუშაობს.

Erekle Mamukashvili
Erekle Mamukashvili

გამარჯობა შაბათ-კვირას თუ მუშაობს და რომელ საათამდე

Father OHC
Father OHC

გამარჯობათ ფუნქციონირებს თუ არა ამჟამად?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, დიახ ფუნქციონირებს.

Giorgi Katsaridze
Giorgi Katsaridze

ძაღლის შემოყვანა თუ შეიძლება 5 კილომდე რომ იყოს კონკრეტულად იორკშიკული ტერიერის

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით. დეტალებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ბოტანიკურ ბაღს ტელეფონზე: 032 2 72 11 85.

Mariam Abashvili
Mariam Abashvili

საქორწილო ფოტოსესიისთვის რაიმე ოფიციალური თანხაა?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით. დეტალებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ბოტანიკურ ბაღს ტელეფონზე: 032 2 72 11 85.

Giorgi Katsaridze
Giorgi Katsaridze

ვრეკავ და სულ დაკავებას მაძლევს და ისე მგონი რომ გამოაკრათ აბრა და ეწეროს ზედ რამდენ კილოიანის შემოყვანა შეიძლება მგონი ჯობია, ან გააფრთხილოთ თქვენი თანამშრომლები მგონი ჯობია ან კიდევ გვერდი სადც გაქვთ გაკეთებული იქ განათავსოთ იმფორმაცია ჯობია. მე მგონი ადმინისტრაციის ინტერესში უნდა იყო ყველა ინფორმაცია იყოს ხელმისაწსვდომი. გეუბნებიან შეიძლებაო 5 კილომდე და მერე მოხვალ და გეუბნებიან არ შეიძლებაო კარებში. ცოტა უხერხულობას ქმნის ეგეთი მოქცევა.

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

გამარჯობა, ეს არ არის ბოტანიკური ბაღის ოფიციალური გვერდი. შეგიძლიათ მიმართოთ ბოტანიკური ბაღის ოფიციალურ წარმომადგენლობას Facebook გვერდის მეშვეობით:
https://www.facebook.com/NBGGEO/

ოთარ კვინიკაძე
ოთარ კვინიკაძე

გამარჯობათ,
მაინტერესებს თბილისის ბოტანიკურ ბაღში შევლა ნებადართულია ამჟამად თუ კორონავირუსის გამო დახურულია?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ბოტანიკური ბაღი ამჟამად ფუნქციონირებს, და შეგიძლიათ ეწვიოთ.

Monika Berdzenishvili
Monika Berdzenishvili

gamarjoba avlabridan rogor sheidzleba asvla bagshi xom ver metyvit

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ავლაბრიდან შეგიძლიათ წახვიდეთ აბანოთუბანში და იქიდან მირზა შაფის ქუჩის მხრიდან შეხვიდეთ ბოტანიკუტ ბაღში.

Elen Khachidze
Elen Khachidze

გამარჯობა, ფუნქციონირებს ახლა ბოტანიკური ბაღი? ბილეთის დაჯავშნა თუა წი ასწარ საჭირო? აბანოთუბნის მხრიდან ოპტიმალურად მოკლე გზა შეგიძლიათ მომწეროთ?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით. ბოტანიკური ბაღი ფუნქციონირებს. ბილეთის შეძენას შეძლებთ ადგილზე მისვლისას. აბანოთუბნის მხრიდან შეგიძლიათ მიხვიდეთ მირზა შაფის ქუჩიდან. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბოტანიკურ ბაღს ნომერზე: 032 2 72 11 85.

Capataci YT
Capataci YT

ბოტანიკურ ბაღში პიკნიკის გამართვის უფლებას თუ იძლევიან?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, პიკნიკთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ ბოტანიკურ ბაღს ნომერზე: 032 2 72 11 85.

კარინა ბუკია
კარინა ბუკია

salami.. icit ra mainteresebs. saidan unda mividet am botanikur bagshi romeli mxridan tu sheidzleba ro gvitxrat :D

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ბოტანიკურ ბაღში მოხვედრა შესაძლებელია როგორც ქართლის დედის მხრიდან, ასევე აბანოთუბანში მირზა შაფის ქუჩიდან.

Lia Karichashvili
Lia Karichashvili

მაინტერესებს თქვენთან თუ არის შესაძლებელი წყალმცენარეების შეძენა? თუ არა- იქნებ მიმასწავლოთ სად შეიძლება შევიძინო?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, ეს არ არის ბოტანიკური ბაღის ოფიციალური გვერდი. გთხოვთ დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ბოტანიკურ ბაღს ნომრზე : 032 2 72 11 85.

Mzia Kordzaia
Mzia Kordzaia

აღნინულ ნომერზე ვერ გიკავშირდებით,იქნებ დამეხმაროთ

George Jincharadze
George Jincharadze

გამარჯობა, მაინტერესებს ამჟამად ბაღი მუშაობს? შესვლა შეიძლება?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ამჟამად ბოტანიკური ბაღი დაკეტილია. მუშაობას განაახლებენ 2020 წლის 15 მაისიდან.

Nino Intskirveli
Nino Intskirveli

გამარჯობა.შეიძლება თუ არა თქვენთან მცენარეების შეძენა და როგორ? ძირითადად ოთახის დეკორატიული მცენარეები გვსურს. თუა შესაძლებელი თქვენს ორანჟერეაში მოვიდეთ? მადლობა...

Mari Ami
Mari Ami

გამარჯობა, ეს არ არის ბოტანიკური ბაღის ოფიციალური გვერდი. შეგიძლიათ მიმართოთ ბოტანიკური ბაღის ოფიციალურ წარმომადგენლობას Facebook გვერდის მეშვეობით:
https://www.facebook.com/NBGGEO/

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თბილისის ბოტანიკური ბაღი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 322 721****