
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მეიდანი თბილისის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. თუკი ძველი თბილისის დათვალიერება გაქვთ გადაწყვეტილი მეიდანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. აქ ნახავთ სახასიათო არქიტექტურას, აქვეა გოგირდის აბანოები, ცისფერი მოზაიკით შემკული მეჩეთი და ლეღვთახევის ჩანჩქერიც. მეიდნიდან კარგად მოჩანს მეტეხის ტაძარი და ნარიყალას ციხე-სიმაგრე.
ახლოს არის ასევე წმ. გიორგის სომხური საკათედრო ტაძარი, სადაც ცნობილი პოეტის - საიათნოვას საფლავია. მოედანზე ბევრი კაფე-ბარი და რესტორანია, სადაც მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. აქ არის ასევე ქართულ მოტივებზე შექმნილი ნივთების, სასმელების, ხალიჩებისა და ძველი ნივთების მაღაზიები, სადაც ბევრ განსხვავებულ და საინტერესო რამეს იპოვნით. მეიდანთან ახლოს არის თბილისის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილიც - ბოტანიკური ბაღი.
მეიდანს დიდი ისტორია აქვს. შუასაუკუნეებში თბილისი რამდენიმე მოედნისგან შედგებოდა. ერთ-ერთი მათგანი მეტეხის ხიდის სიახლოვეს მდებარეობდა და თბილისის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. მეორე მეფის სასახლეთა კომპლექსის წინ იყო, მესამე კი - გარეთუბანში. მესამე მოედანზე ასპარეზი იყო მოწყობილი. ვახუშტი ბატონიშვილი მათ მოიხსენიებდა სახელებით: „ციხის მეიდანი“, „მეფის მეიდანი“ და „მეიდანი“ ან „ასპარეზი“. ვახუშტი ბაგრატიონი მეიდანს ასპარეზს უწოდებდა. ამას ხაზს რომელიც ასპარეზის მოედანთან დაკავშირებული ქალაქის სხვა ელემენტების დასახელებაც უსვამს. მეიდანი დღემდე თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად რჩება.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა