![ზიპლაინი კუს ტბაზე](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/205576803-801640843823661-922033-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დავით აღმაშენებლის გამზირი თბილისის ერთ-ერთი საინტერესო, მრავალფეროვანი და პოპულარული ქუჩაა. მას ხშირად სტუმრობენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. XIX-XX საუკუნის არქიტექტურა ძალიან მომხიბვლელს ხდის ამ ქუჩას. აქ შეგიძლიათ ესტუმროთ თეატრებს, მუზეუმებს, მრავალფეროვან რესტორნებსა და ბარებს. აღმაშენებელზე შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე არაქართული სამზარეულოს დაგემოვნება, აქვეა სწრაფი კვების რესტორანი - მაკდონალდსიც. ქუჩაზე ბევრი მაღაზიაცაა და “შოპინგის” მოყვარულთათვისაც მიმზიდველი ადგილია. აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს მუსიკისა და დრამის თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ასევე ვახტანგ ჭაბუკიანის, გურამ რჩეულიშვილისა და აკაკი ვასაძის სახლ-მუზეუმები და კინოს ისტორიის მუზეუმი. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ XIX საუკუნის წმ. ღვთისმშობლის (ე.წ თადოიანცის) სომხური ეკლესია. აღმაშენებლის 93 ნომერში ისტორიული, XX საუკუნის ულამაზესი მხატვრობით შემკული, სადარბაზოს დათვალიერება შეგიძლიათ. თბილ ამინდში კი ამწვანებული არტოს ბაღი შესანიშნავია დასვენებისა და განტვირთვისთვის.
დავით აღმაშენებლის გამზირის ტერიტორიაზე XVIII საუკუნეში კუკიის ტყე იყო. კეთილმოწყობილ ტერიტორიად ის XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან იქცა. 1817 წლიდან კუკიის ჩრდილოეთ ნაწილში გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს „ახალი კუკიის“ ფორმირებაში და სათავე დაუდეს ახალი რაიონის მშენებლობას. 1844-1854 წლებში, როდესაც თბილისს კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი მართავდა, სოფელი კუკია თბილისის ნაწილად იქცა. აღმაშენებლის გამზირის მშენებლობაც ამ პერიოდშიც დაიწყო. თავიდან ქუჩას კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის პატივსაცემად მიხეილის გამზირი ერქვა. მიხეილის რაიონში 32 ქუჩა გაიყვანეს, დარგეს ჭადრები და ტროტუარი დააგეს. 1918 წელს მას პლეხანოვის გამზირი დაერქვა რუსი მარქსისტის გიორგი პლეხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 1990 წელს კი დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა. 2010 წლის იანვარში აღმაშენებლის გამზირზე სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო, აღადგინეს შენობები, ასევე დამონტაჟდა თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები და ქუჩის განათება. 2011 წლის ნოემბერში კი გამზირი საზეიმოდ გაიხსნა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვათბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის სიგრძე რამდენია?
მოგესალმებით. დავით აღმაშენებლის გამზირის სიგრძე დასაწყისიდან დასასრულამდე შეადგენს 2.2 კილომეტრს.