დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

კოჯრის ციხე (ქოროღლის ციხე)

4.7 (3)
კოჯრის ციხე კოჯრის ციხე

კოჯრის ციხე (ქოროღლის ციხე)ს შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

კოჯრის ციხე (ქოროღლის ციხე) მდებარეობს თბილისში, დაბა კოჯრის სამხრეთით 2 კმ–ზე, აზეულას მთაზე. კოჯრის ციხიდან დიდი სივრცეები და ულამაზესი ხედები იშლება. ეს შესანიშნავი ადგილია პიკნიკისთვის, განტვირთვისთვის, ბუნებაში მშვიდი დასვენებისთვის. თუკი ძალიან დაკავებული ხართ და დრო დიდი პრობლემაა თქვენთვის, კოჯრის ტყე და შემაღლებულზე მდგომი ციხე თქვენი მეგობარი და თავშესაფარი გახდება და მოულოდნელი შთაბეჭდილებებითაც აგავსებთ.


ისტორია

კოჯრის ციხე XV საუკუნემდე აგარათა ციხის სახელით მოიხსენიებოდა. ცნობილია, რომ ტაბახმელას, წავკისს, შინდისს და კოჯორს ძველად აგარაები ერქვა. ამ აგარაებზე გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზა და სწორედ ამ გზათა გასაყარში აშენდა აგარათა ციხე. ამ ციხეს ზოგჯერ ქოროღლის ციხის სახელწოდებითაც იხსენიებენ. ეს სახელწოდება XVIII საუკუნიდან დამკვიდრდა. XVIII საუკუნის ცნობილი გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი კოჯრის ციხეს აზეულას უწოდებს.
კოჯრის ციხე ვულკანური წარმოშობის მაღალი მთის წვერზეა დაშენებული, რის გამოც იგი მტრისთვის რთულად მისადგომი იყო.
ამ ციხე-სიმაგრეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ფეოდალური საქართველოსათვის. დიდი თურქობისასაგარათა ციხე მტრის ხელში გადავიდა. 1118 წელს იგი დავით აღმაშენებელმა აიღო ერთი დღის ბრძოლით და 1123 წელს ივანე ორბელს უწყალობა.
1177
წელს აგარათა ციხეში აწყობდნენ შეთქმულებას დემნა ბატონიშვილი და ივანე ორბელი. იმავე წელს გიორგი მეფემ ეს ციხე 25 დღიანი ალყის შემდეგ აიღო და აგარათა ციხე გიორგი მეფისა და თამარ მეფის მფლობელობაში გადავიდა.
კოჯორი
ძველთაგანვე ითვლებოდა ქართველ მეფეთა სავანედ. XIII-XVII საუკუნეებს შორის კოჯორში ზაფხულობით მეფეთა დგომის ტრადიცია დიდი ხნით შეწყვეტილა და მხოლოდ XVII საუკუნეში როსტომ მეფეს განუახლებია.
1795 წლის სექტემბერში, საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს სპარსელ დამპყრობლებს კოჯრის ციხის მისადგომებთან.
აქ გაიმართა ბრძოლები ქართველ იუნკრებსა და რუსეთის XI არმიას შორის. დაღუპულთა გვამები თბილისში ჩაასვენეს და დიდი საკრებულო ტაძრის გალავანთან დაკრძალეს, მაგრამ ბევრი იუნკერი იქვე დაუმარხავთ. დღეს ამ ადგილას იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალია აღმართული.


არქიტექტურა

სამწუხაროდ, კოჯრის ციხის გენერალური გეგმა არ არსებობს. იგი ბევრჯერ განუახლებიათ. შემორჩენილია გალავნისა და მის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოლოებში მდგარი ორი კოშკის ნანგრევები. ციხესიმაგრე ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. მისი უძველესი ფენა არა უგვიანეს XI საუკუნის II ნახევრი, ხოლო დღემდე მოღწეული კედლის ფრაგმენტები XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება.


როგორ მივიდეთ

კოჯრის ციხესთან შესაძლებელია მანქანით მისვლა. ბოლო მონაკვეთი გრუნტის გზაა. ციხესთან ახლოს მოხვედრა ასევე შესაძლებელია კოჯრის ავტობუსით. ავტობუსით წასვლის შემთხვევაში დაახლოებით 1,5 კმ გექნებათ ფეხით გასავლელი.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ციხესიმაგრე #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
3 შეფასება
4.7
ირინე ლომაძე

არაჩვეულებრივი სიმშვიდეა, შესანიშნავი ხედები და დაცულია სისუფთავე ❤️

Nick Belyakov

Вид на бесконечные горы

Николай Чешко

Красивое место, но есть огромные вопросы по безопасности. Не каждый попадет на самый верх.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კოჯრის ციხე (ქოროღლის ციხე)

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!