
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში. მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. იგი საქართველოში ყველაზე დიდი ტაძარია.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. 1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი „წმინდა სამების საკათედრო ტაძრის“ პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა.
ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
ტიპოლოგიურად წმინდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან — დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან. ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლავები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად კათედრალის ერთიანი მთავარი მოცულობას წარმოადგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9.50 მეტრია. გუმბათის ყელს გარშემოსავლელი ბაქანი შემოუყვება. წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დასავლეთ ფასადზე სამი, სამნავიანი შვერილია, რომელთა პროპორციები მასიურს ქმნის ტაძრის საერთო მოცულობას.
წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადი ასევე საკმაოდ რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი. ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ, აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდი, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებული ჯვარია გამოსახული. ოთხივე ფასადი მრავალფეროვანი ჩუქურთმის მწკრივითა და თაღებითაა შემკული.
იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება — მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრი სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა, ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. (ამას ემატება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია.
სამების ტაძარი თბილისის აუცილებლად სანახავი ადგილების სიაშია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვარომელ საათზე დიაწყება 27 აგვისტოს საღამოს ლოცვა
20 სექტემბერს რომელ საათზე იწყება ლოცვა
გთახოვთ გამაგებინოთ შეძლებისდაგვარად სწრაფად 20 სექტემბერს რომელ საათზე იწყება ლოცვა
გამარჯობა, 20 სექტემბერს ლოცვა დაიწყება საღამოს 6 საათზე, რადგან 21 სექტემბერი არის დღესასწაული. სადაგ დღეებში ლოცვა იწყება საღამოს 5 საათზე.