დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
Turtle lake კუს ტბა  Черепашье озеро Turtle lake კუს ტბა  Черепашье озеро Turtle lake კუს ტბა  Черепашье озеро Turtle lake კუს ტბა  Черепашье озеро Turtle lake კუს ტბა  Черепашье озеро Turtle lake კუს ტბა  Черепашье озеро Turtle lake კუს ტბა  Черепашье озеро

კუს ტბის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

კუს ტბა (ქორქის ტბა) — ტბა ქალაქ თბილისში. მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, მთაწმინდის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 686 მეტრ სიმაღლეზე, თბილისის ცენტრიდან 10 კილომეტრ მანძილზე.

ვაკის პარკი უერთდება კუს ტბის მწვანე მასივს და შემდგომში ტბის გამწვანებული ტერიტორია ერთიანდება მთაწმინდის პარკთან ერთად ერთობლივ მწვანე მასივში. კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელიც საქართველოს მინიატიურული მოდელია.

კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ზაფხულის დადგომასთან ერთად ტბაზე საბანაო სეზონი იწყება, შესაძლებელია ნავით სეირნობაც. პლაჟთან ღია საზაფხულო კაფე-ბარებთან ერთად კუს ტბის ტერიტორიაზე მოქმედებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელშიც შედის მინი-ფეხბურთის სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი, სანაოსნო და პროფესიული საკონცერტო სცენა პონტონით, სადაც სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

კუს ტბის საბაგირო გზა, რომელიც კუს ტბის მიდამოებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებდა, XX საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა და 2009 წლამდე ფუნქციონირებდა. 2016 წელს გაიხსნა კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა. კუს ტბის ახალ საბაგირო გზაზე გაეშვა ორი გონდოლა. ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთშია შესაძლებელი. თითო გონდოლა იტევს 10-12 ადამიანს, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელია. გონდოლები და სადგურები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

კუს ტბა თბილისელთათვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.

თეგები: #ბუნება #ტბა #წყალი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კუს ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!