დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
კუს ტბის საბაგირო გზა

კუს ტბის საბაგირო გზის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

კუს ტბის საბაგირო გზა ილია ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას აკავშირებს ერთმანეთთან. საბაგიროს საწყისი პუნქტი ვაკის პარკთან მდებარეობს. პარკში შესანიშნავი გარემოა მოწყობილი სასეირნოდ და განტვირთვისთვის. აქ მრავლადაა საბავშვო გასართობებიც, ამოტომაც მას ხშირად სტუმრობენ ოჯახები ბავშვებთან ერთად დროის გასატარებლად. სიმწვანე, ბილიკები, ბაღები, მტრედები და დიდი, ლამაზი შადრევანი უამრავ ადამიანს იზიდავს. საბაგიროთი თბილისის ერთ-ერთი პოპულარულ ადგილას-კუს ტბაზე შეძლებთ ასვლას და ქალაქის ხედებითაც დატკბებით. ასეთი სიმაღლიდან დანახული თბილისი ნამდვილად მშვენიერი სანახაობაა. კუს ტბას ხშირად სტუმრობენ სარბენად, სავარჯიშოდ, ბუნებაში დასვენებისთვის, საბანაოდ და გასარუჯად. ტბასთან მოწყობილია ბარებიც, აქ ასევე მოქმედებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელშიც შედის მინი-ფეხბურთის სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი, სანაოსნო და პროფესიული საკონცერტო სცენა პონტონით, სადაც სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ტბაზე ნავით გასეირნებაც შეიძლება. სიმწვანეში ჩაფლული კუს ტბა თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბუნებისა და აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის. კუს ტბასთან ახლოს მდებარეობს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმიც, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ საცხოვრებელ სახლებსა და უძველეს ძეგლებსაც დაათვალიერებთ. საბაგირო გზა XX საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა და 2009 წლამდე ფუნქციონირებდა. 2016 წელს კი კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა. საბაგირო გზაზე ორი გონდოლა მოძრაობს. ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთშია შესაძლებელი. თითო გონდოლა 10-12 ადამიანს იტევს. გონდოლები და სადგურები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

თეგები: #საბაგირო #ტრანსპორტი #ინფრასტრუქტურა #ინფრასტრუქტურული ობიექტი #მგზავრობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Nana Kacharava
Nana Kacharava

თუ მოქმედია და რომელი საათიდან რომლამდე ფუნქციონირებს?

Nika Burdiladze
Nika Burdiladze

გამარჯობა საბაგირო გახსნილია?

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კუს ტბის საბაგირო გზა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!