დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ანჩისხატი ტაძარი, Temple, Храм ანჩისხატი ტაძარი, Temple, Храм Храм Анчисхати ანჩისხატი ტაძარი, Temple, Храм ანჩისხატი ტაძარი, Temple, Храм

ანჩისხატის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ანჩისხატის ტაძარი თბილისის ძველ უბანში, იოანე შავთელის ქუჩაზე მდებარეობს. იგი VI საუკუნით დათარიღებული სამნავიანი ბაზილიკაა და თბილისის ყველაზე ძველი საეკლესიო ნაგებობაა. ღვთისმშობლის შობის ტაძრის დღევანდელი სახელწოდება 1664 წელს სამხრეთ საქართველოდან – ანჩის მონასტრიდან აქ ჩამოსვენებულ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს უკავშირდება. ანჩის მაცხოვრის ხატი, ქართული ჭედურობის შესანიშნავი ნიმუშია, ის ბექა ოპიზრის მოჭედილია და ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. აქვე ხდებოდა ქართველი უფლისწულების აღზრდაც. XVII საუკუნეში სამცხიდან აქ ჩამოსული მღვდლის, პეტრე მოსხის, შთამომავლებმა მწიგნობრების – ალექსი-მესხიშვილების დინასტიას ჩაუყარეს საფუძველი. 1755 წელს კი ერეკლე II-ის ხელშეწყობით ეკლესიასთან დაარსდა საერო სკოლა და სასულიერო სემინარია. სემინარიაში საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიასთან ერთად გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, არითმეტიკასა და ქართულ ენას ასწავლიდნენ. ტაძარი მრავალჯერ დაზიანდა და აღადგინეს, მან ჩვენამდე გადაკეთებული სახით მოაღწია. ანჩისხატი თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლია.


არქიტექტურა

ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ტაძრის გეგმა წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, რომელიც შიგნით, ბურჯების ორი წყვილით იყოფა სამ ნაწილად. ეკლესია ნაგებია ტუფის თლილი ქვით. რესტავრაციისას შევსებული ნაწილი (კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი) აგურისაა. შუა ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება და გვერდითა ნავებთან შედარებით მაღალია და ორჯერ უფრო განიერი. აფსიდის ორივე მხარეს პასტოფორიუმებია განლაგებული. შესასვლელი სამია - სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე შესასვლელი არქიტრავულია. ჩრდილოეთისა და დასავლეთის შესასვლელების თავზე ნალისებრი მოხაზულობის ღია ლუნეტებია. ნალისებრი მოხაზულობით არის დასრულებული აღმოსავლეთ ფასადის სამი და დასავლეთ ფასადის ყველა სარკმელიც. ტაძრის შემკულობა დამახინჯებულია გვიანი პერიოდის რესტავრაციისას. თუმცა დეკორაციის მოტივი კარგად ჩანს. აღსანიშნავია დასავლეთ ფასადის წყობაში ჩასმული „ჯვრის ამაღლების“ ფრაგმენტული, ძლიერად დაზიანებული რელიეფი. მასზე შერჩენილია ბოლნური ჯვრისა და ანგელოზის გამოსახულებები. რელიეფს მნიშვნელობას მატებს მასზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერაც, რომელზეც იკითხება: „უფალო, მეფესა დაჩის შეეწიე“. ტაძრის აფსიდში შემორჩენილია XVII ს-ის ფრესკების ნაშთი.
ტაძრის დასავლეთით გვიანი ფეოდალური ხანის სამრეკლოა, რომელიც კარიბჭესაც წარმოადგენს. სამრეკლო ნაგებია აგურით. იგი კუბური მოცულობაა, რომლის ცენტრშიც, კვადრატულ მოჩარჩოებაში ჩასმული გასასვლელის შეისრული თაღია. შესასვლელის ორსავე მხარეს ორ სართულად დეკორატიული ნიშებია მოთავსებული. გასასვლელში ეკლესიის ეზოში ჩასასვლელი ფართო კიბეა, რომლის გვერდებზე სამრეკლოს კედლებში მცველთა მცირე სადგომებია შექმნილი. გასასვლელის თაღის ზემოთ ერთი საცხოვრებელი ოთახია. მეორე სართულზე მცირე ზომის სათავსებია. ნაგებობას აგვირგვინებს ფანჩატური, რომელსაც ქვის სვეტები აქვს ორიგინალური სვეტისთავებით. 


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ანჩისხატი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!