
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კვაისის ჯვრის ეკლესია მდებარეობს ცხინვალის რეგიონში, ჯავის მუნიციპალიტეტში, ტყით დაბურულ მაღალ მთაზე, დაბა კვაისის მახლობლად. იგი ოსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე ონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა, თუმცა ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ეკლესია თარიღდება X-XI საუკუნეებით. ნაგებობა დარბაზულია, თუმცა ამჟამად მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ტაძრის ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი კვაისას მაღაროს სასადიოლოს ასაშენებლადაა წაღებული, რომელიც ამჟამად დანგრეულია. ნატაძრალზე შემორჩენილია ქვის ფილები ორნამენტებით, სიუჟეტური რელიეფებითა და ასომთავრული წარწერებით. რელიეფურ ფილაზე, რომელზეც გამოსახულია „გაქცევა ეგვიპტეში“, მარცხენა მხარეს ასომთავრული წარწერაა ამოტვიფრული: „არსენს და მშობელთა მისთა შეუნდვეს ღმერთმა“. კვაისის ნაეკლესიარი და რელიეფები მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს წარმოადგენს, ამ პერიოდის ოსტატები მარტივი ფორმების გამოყენებით აღწევდნენ უდიდეს გამომსახველობას. კვაისის ჯვრის ეკლესია ნაგები ყოფილა წითელი ტუფით.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა