
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კურორტი ჯავა ცხინვალის რეგიონში, ჯავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, მდინარეების დიდი ლიახვის, ყვირილის და ჯეჯორის ხეობებში. ჯავა ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ. იგი ბალნეო-კლიმატური კურორტია, რომლის მთავარი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი - ძაუ. მთებსა და ტყეებში ჩაფლული ეს ულამაზესი კურორტი შესანიშნავია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის. გარდა ბუნების მშვენიერებისა კურორტ ჯავის ტერიტორიაზე საინტერესო კულტურული ძეგლებიც გვხვდება. აქ აღმოჩენილია ქვის ხანის გამოქვაბულ-საცხოვრისები, ნახავთ აგრეთვე შუასაუკუნეების რამდენიმე კოშკსა და ეკლესიათა ნაშთებს. დაბა ჯავა ჯავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. თავად ჯავის რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნასახლარები და სამაროვნები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადიოდა ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც სამხრეთ კავკასიას როკის გვირაბით ჩრდილოეთთან აკავშირებს. ჯავის რაიონი გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. მთები, ტყეები, ულამაზესი ტბები და ჩანჩქერები, შუასაუკუნოვანი ტაძრები და ციხე-კოშკები მიმზიდველ გარემოს ქმნის მოგზაურთათვის. ჯავის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია სოფლებს - ბითეთსა და სარიტათს შორის მდებარე ერწოს ტბა, რომელიც ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს, როგორც გაზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომის ფერადოვნებისას.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა