
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
სოფელი ყანჩავეთი (ყანჩაეთი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ხარულის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე ყანჩაურისხევის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე. 2008 წლიდან სოფელი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ცხინვალის რეგიონს მიეკუთვნება. იგი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია. ყანჩავეთი ძალიან ლამაზი ბუნებითა და საინტერესო ძეგლებით ტურისტულად მიმზიდველი ადგილია. სოფლის განსაკუთრებით აღსანიშნავი ძეგლი IX-XIII საუკუნეების ყანჩავეთის კაბენის მონასტერია. ყანჩავეთი უძველესი დროიდან იყო დასახლებული, აქ აღმოჩენილია ანტიკური პერიოდისა და ადრეული შუასაუკუნეების სამარხები და ნასახლარები. IX ს-ში ყანჩავეთი საერისთავოს ცენტრი იყო, მისი მფლობელები იყვნენ ერისთავთ-ერისთავები ბაკურ და იოანე ყანჩაელები. X ს-ში მან საერისთავოს ცენტრის ფუნქცია დაკარგა. XIV ს-ის დასაწყისში მეფე ვახტანგ III-მ ეს სოფელი ქსნის ერისთავ შალვა ქვენიფნეველს უწყალობა. XV ს-ში აქ ყმა-მამული სამთავისის მონასტერსაც ჰქონია. ყანჩავეთის კაბენში საძვალე ჰქონდათ ქსნის ერისთავთა განაყოფ აზნაურ რატიშვილებს. რატიშვილები ფლობდნენ ამ სოფელს XVIII ს-შიც. ყანჩავეთზე გადიოდა ქსნისა და ლეხურის ხეობების შემაერთებელი უძველესი გზა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა