დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

გურიის უდაბნოს მამათა მონასტერი

5 (1)
გურიის უდაბნოს მამათა მონასტერი

გურიის უდაბნოს მამათა მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

გურიის უდაბნოს მამათა მონასტერი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგანახლებასთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ნაგებობა ნახევრად კლდეში ნაკვეთი, მცირე ზომის იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესიაა. აქვე გვხვდება რამდენიმე გამოქვაბული და XIX საუკუნის ეკლესია, რომელიც ახლო წარსულშია აღდგენილი. უდაბნოს კლდეში ნაკვეთი ეკლესია ზუსტად დათარიღებული არ არის, მეცნიერთა ნაწილი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, ნაწილი IX-X საუკუნეებს მიაკუთვნებს. ტაძრის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი, აგებული კი მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებია. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი, ღია ფერის კვადრებით. გურიის უდაბნოს მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო. აქ იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები. მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა. აქ ინახებოდა “უდაბნოს მრავალთავის” სახელით ცნობილი IX საუკუნის ხელნაწერი, რომელიც XVI საუკუნეში ჩამოიტანა ნიკოლოზ ჯუმათელმა კლარჯეთის მონასტრების მოლოცვის შემდეგ. უდაბნოს მონასტერი გურიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კულტურული ძეგლია, რომელსაც დიდი ადგილი ეჭირა ამ მხარის რელიგიურ ცხოვრებასა და საგანმანათლებლო საქმიანობაში.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები გურიაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გურიის უდაბნოს მამათა მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!