დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Achi Monastery, St. George Church Achi Monastery, St. George Church Achi Monastery, St. George Church Achi Monastery, St. George Church აჭის ეკლესია აჭის ეკლესია აჭის ეკლესია აჭის ეკლესია აჭის ეკლესია აჭის ეკლესია

აჭის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ აჭში მდებარეობს. იგი XIII საუკუნით თარიღდება. ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები ფაქტობრივად არ მოიპოვება, ყველაზე ძველი წერილობითი წყაროები XVI საუკუნის მეორე ნახევრისაა და უმთავრესად შეწირულების ან ნასყიდობის წიგნებია. აჭის ეკლესიის მიმართ გურიის მთავრები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. 1625 წელს სვიმონ II გურიელმა იგი საწინამძღვროდ აქცია და შესწირა გლეხები ბეგარით, ტყით და წყლით. ქაიხოსრო I-მა ტაძარს უხვი შეწირულობა უბოძა და შემოქმედის მეტოქად-ჰყო. აჭის წინამძღვრობა სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს ჰქონდა მინიჭებული.


არქიტექტურა

აჭის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე შესასვლელი არქიტრავულია, არქიტრავებზე კი მოჩუქურთმებული ჯვრებია გამოსახული. დასავლეთით ჯვრის თავზე ასევე გვხვდება ვარდულიც. სამხრეთ კარის თავზე, ჯვრის მარჯვნივ და მარცხნივ ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: „წმინდაო გიორგი, მეოხ ექმენ პატრონთ საღირს, რატის და უშანიანს და მეოხ ექმენ ნიკოლოზ აჭიელსა და გალატოზთა მიქელს და მხეციძესა“. ამ წარწერიდან ეკლესიის აგების თარიღი არ ირკვევა, თუმცა ქტიტორთა სვანური სახელებით მოხსენიება სვანთა ერისთავების გურიაში დამკვიდრების პერიოდზე მიანიშნებს. ტაძრის სარკმლები და აღმოსავლეთ მხარეს არსებული სვეტებიანი ჯვარი ჩუქურთმებითაა შემკული. ეკლესიას სამხრეთით კარიბჭე ჰქონდა. ტაძარში შემორჩენილი იყო ქვის ჩუქურთმებიანი კანკელის ნაშთი, რომელიც ამჟამად საკურთხევლის აღმოსავლეთ კარიბჭის შესასვლელშია გამოყენებული. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. აქ გვხვდება წმინდა გიორგის ცხოვრების სცენები, ასევე ჯვარცმა, ხარება, ღვთისმშობლის მიძინება, ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, და სხვა. ფრესკებზე განირჩევა ოთხი მხატვრის ხელი. ფრესკებს შორის არის წარწერები, რომელთა უმრავლესობა ბერძნულია. ერთ-ერთ წარწერაზე მოხსენიებულია ონისიმე ტრაპიზონელი, რომელიც სავარაუდოდ მხატვარი უნდა იყოს. აჭის ეკლესიაში ექვთიმე თაყაიშვილმა თამარ მეფის დროს შექმნილი, ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი აღმოაჩინა. ტაძარი ნაგებია კარგად თლილი ქვის კვადრებით და მაღალი, მყარად ნაგები ქვის გალავანი აქვს შემოვლებული.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები გურიაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე აჭის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!