
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კურორტი ურეკი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მეტრზე. იგი ერთ-ერთი პოპულარული ზღვისპირა კურორტია, რომელიც მრავალ დამსვენებელს იზიდავს. მოლივლივე ლურჯი ზღვა, ქვიშიანი სანაპიროები, კეთილოწყობილი სასტუმროები და მწვანე ფიჭვნარი შესანიშნავ გარემოს ქმნის ზღვისპირა დასვენების მოყვარულთათვის. ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. აქ ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, თბილი, უთოვლო ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5°C, იანვრისა - 5,8°C, ივლისისა კი - 22,6°C. კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშით. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია თუკი ბავშვებთან ერთად ისვენებთ. მათთვის, ვისაც შოკოლადისფერი რუჯი, თბილი ზღვა და მზიანი სანაპიროები იზიდავს, ურეკი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. თუკი მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად კომფორტულ გარემოში განტვირთვა და მრავალფეროვანი დასვენება გსურთ აქ ნამდვილად შეძლებთ დადებითი ემოციებით ავსებასა და დროის მხიარულად და ფერადოვნად გატარებას.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა