დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
Shekvetili resort, beach Shekvetili resort, beach

შეკვეთილის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

კურორტი შეკვეთილი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის ნაპირას, ზღვის დონიდან 2 მეტრზე. უკიდეგანო, ლურჯი ზღვა, მზიანი სანაპირო, მწვანე ფიჭვნარი და კომფორტული სასტუმროები ყოველწლიურად უამრავ დამსვენებელს იზიდავს. შეკვეთილში ფუნქციონირებს რამდენიმე სასტუმრო, გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი "Black Sea Arena", „მუსიკოსთა პარკი“, „მინიატურების პარკი“ და დენდროლოგიური პარკი. კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა. ურეკში ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, რბილი, უთოვლო ზამთრითა და თბილი, ნოტიო ზაფხულით. თუკი ზღვა, მზიანი სანაპიროები, შოკოლადისფერი რუჯი, მრავალფეროვნება, ფერადოვნება და გართობა გიყვართ, შეკვეთილი ამისთვის შესანიშნავი ადგილია. აქ შეძლებთ დაისვენოთ კეთილმოწყობილ, კომფორტულ გარემოში, ეწვიოთ “ციცინათელას”, სადაც ადრენალინის მოყვარულებს ექსტრემალური ატრაქციონებიც დაგხვდებათ, დაათვალიეროთ საქართველოს ღირსშესანიშნაობების მინიატურული მოდელები, დაესწროთ კონცერტებს და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, დენდროლოგიურ პარკში გაეცნოთ სხვადასხვა ჯიშის, მცენარეებს, ცხოველებსა და ფრინველებს და აივსოთ ზღვა ემოციებით. შეკვეთილი ერთ-ერთი პოპულარული კურორტია, რომელსაც მრავალი უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრობს.


ისტორია

შეკვეთილი XVIII საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო. 1723 წლიდან შევკეთილის ციხეში ოსმალეთის იმპერიის გარნიზონი იდგა. 1812 წლიდან, ბუქარესტის ზავის მიხედვით, შეკვეთილი იგი რუსეთის იმპერიის გამგებლობაში მოექცა, შეკვეთილის შემდეგ იწყებოდა ოსმალეთის იმპერიის საზღვარი. 1813 წელს საქართველოს მთავარმმართებელ ნიკოლაი რტიშჩევის რჩევით მამია V გურიელმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ციხე ააგო, რომელიც მდინარეების, ნატანებისა და ჩოლოქის ზღვაში შესართავთან მდებარეობდა. 1820 წელს რუსეთის ჯარმა შეკვეთილისა და ანაკლიის ციხეები დატოვა. 1828 წლის 15 ოქტომბერს შეკვეთილთან გაიმართა ბრძოლა, რომელიც რუსეთ-ოსმალეთის ომის ნაწილი იყო. იგი 1841 წელს გურიის აჯანყების დროს მნიშვნელოვანი ბრძოლების ადგილს წარმოადგენდა. ყირიმის ომის დროს, 1853 წლის 15 ოქტომბერს, წმინდა ნიკოლოზის საგუშაგოს თურქთა რეგულარული ჯარი და სახალხო ლაშქარი დაესხა თავს. ამ ბრძოლის შემდეგ შეკვეთილის ციხეში რუსეთის ჯარი ჩადგა. შეკვეთილის ციხე 1920-იან წლებში დაანგრიეს და მისი ქვებით ფაბრიკა ააშენეს ქვემო ნატანებში. დღესდღეობით შეკვეთილი ერთ-ერთი კეთილმოწყობილი და პოპულარული კურორტია.

თეგები: #კურორტი #ინფრასტრუქტურული ობიექტი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები გურიაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
ლუკა გოდერძიშვილი
ლუკა გოდერძიშვილი

რომელი ბიზნესი შეიძლება იყოს შეკვეთილში მომგებიანი?

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე შეკვეთილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!