![ქართული ჩაის არომატი](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/087a7823-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარეობს. იგი XIII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ტაძარი XVIII საუკუნეში გიორგი IV გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს აღუდგენიათ. აქ ინახებოდა XI საუკუნის ლიხაურის სახარება, რომელიც დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. 1989 წელს ტაძარსა და სამრეკლოს კიდევ ერთხელ ჩაუტარდა რესტავრაცია. ლიხაურის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული, შვერილი აფსიდითა და დასავლეთის კარიბჭით. კარიბჭე დასავლეთის მხრიდან თაღედითაა გახსნილი. აფსიდი ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას, დარბაზი კი – ერთ საფეხურზე. აფსიდის სამ წახნაგზე თითო ფართო და თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, ასეთივე სარკმელია დასავლეთის კედელშიც. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში სწორკუთხა სარკმლებია. ყველა სარკმელს ორნამენტული, ლილვებით მოჩარჩოებული საპირეები აქვს. ფასადებს თაროსებრი ლავგარდანი შემოუყვება. შესასვლელი ორია, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ინტერიერი მთლიანად მოხატული იყო. XV-XVI საუკუნეებით თარიღებული ფრესკები 1990-იანი წლების პირველ ნახევარში ჩამოფხიკეს მოხატულობის განახლების საბაბით და ინტერიერი ხელახლა მოხატეს. ფრესკების ძალიან დაზიანებული ნარჩენები თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინახება, ეკლესიაში კი ძველი მხატვრობიდან ამჟამად მხოლოდ ორი სცენაა შემორჩენილი: გარდამოხსნისა და საფლავის გახსნის. ტაძარი ნაგებია თლილი ქვით. ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთით XV საუკუნით დათარიღებული ორსართულიანი სამრეკლო დგას. პირველი სართული თაღით გახსნილი კარიბჭეა, მეორე სართული კი ექვსთაღიანი სამრეკლო-ფანჩატურია. სამრეკლოს ფასადებში ვერძის თავის ჰორელიეფი და 1422 წლით დათარიღებული საამშენებლო წარწერა ჩართული: „ქორონიკონსა 110 ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო რეხოელისაო შეიწყალე გრიგოლ გურიელი და დედოფალი ელენე ამინ და კირილეისონ“.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა