დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
likhauri, guria

ლიხაურის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ლიხაური (ძველი სახელწოდება - რეხუელი) - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 120 მეტრზე, ოზურგეთიდან 5 კმ. თემის ცენტრი (სოფლები: ლიხაური, აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური). სოფლის ცენტრში მდებარეობს ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი.


ისტორია

ლიხაურის თემის ტერიტორიაზე ადამიანს ახალი ქვის ხანაში უცხოვრია. დიმიტრი ბაქრაძის სიტყვებით სოფლის ძველი სახელწოდებაა „რეხუელი“, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი თავის შრომაში იხსენებს სოფელს, როგორც — „ლეხაური“. მოგვიანებით იწოდებოდა ლეხოურად. ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა გურიის სამთავროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს. აქ იყო მთავრის საზაფხულო სასახლე და კარის ეკლესია, აგრეთვე ლიხაურის ციხე, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს თავის თხზულებაში. ციხე აკონტროლებდა ქვემო გურიიდან მომავალ გზებს და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

მეცხრამეტე საუკუნეში ლიხაური წარმოადგენდა სასოფლო საზოგადოების ცენტრს, რომლებშიც შეიდიოდნენ ქაქუთი, აჭი, ნაცხავატევი, კვაჭალათი და ნიაბაური, ხოლო ჭანიეთი წარმოადგენდა ლიხაურის ერთ-ერთ უბანს. ლიხაურის მოსახლეობა ჭანიეთითურთ იყო 140 კომლი. სოფელში მოქმედებდა 1873 წელს გახსნილი სკოლა. სოფელში ცხოვრობდნენ აზნაურები თაყაიშვილები, ბებურიშვილები და გოგოლიშვილები. 1908 წელს ლიხაურის საზოგადოებაში შედიოდა ხუთი სოფელი და მოსახლეობა შეადგენდა 2542 ადმიანს.

1912 წელს ლიხაურში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალი, რომლის ხელმძღვანელი იყო ლიხაურის ტაძრის წინამძღვარი ნესტორ კონტრიძე. საზოგადოებამ გახსნა სამკითხველო, რომელსაც 404 ქართული და 302 რუსული წიგნი ჰქონდა, გამოწერილი ჰქონდა თითქმის ყველა ქართული და რუსული გაზეთი.

1918 წელს ოსმალების შემოსევის დროს ლიხაურის საზოგადოების ყველა სოფელი ოსმალეთს ჰქონდა დაკავებული, რა დროსაც განადგურდა ლიხაურის სამკითხველო. არ გადარჩა არცერთი წიგნი და ავეჯი. ამის გამო, 1920 წელს ლიხაურში გაუქმდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალი, სამკითხველოს ხარჯების გაღება მთლიანად თემმა იკისრა.

1933-35 წლებში ლიხაურს გამოეყო ჭანიეთი, ქაქუთი და ვაშტიალი, რომლებიც ცალკე სასოფლო საბჭოდ ჩამოყალიბდა. საბჭოთა პერიოდში ლიხაურის კოლმეურნეობამ პირველად გამოსცადეს ჩაის საკრეფი მანქანა, რაც იმდროინდელმა პროპაგანდამ საბჭოთა მეურნეობის უდიდეს წარმატებად გამოაცხადა. 1960 წელს სოფლის ცენტრში დაიდგა ლენინის ძეგლი, 1964 წელს აშენდა ჩაის ფაბრიკა. მოქმედებდა პროფტექნიკური სასწავლებელი. 1969 წელს ამოქმედდა მეყვავილეობის მეურნეობა. 1982 წლის 30 მაისს გაიმართა ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ექვთიმეობა“, რომელიც ტრადიციად იქცა. სოფლის ცენტრში გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი. 2010 წელს კი გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი.


ღირსშესანიშნაობები

ლიხაურის თემის ტერიტორიაზე ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია, რომელიც შეგიძლიათ მოინახულოთ. მათ შორის არის ციხე, ეკლესიები, მათში შენახული სიძველებიით, აკაციების ხეივანი და თირის ტბა (კვაჭალათი), აჭის წყალი და ხეობა - ნიაბაური, აჭის მონასტერი, დევის ქვა, ჭყიმარტე, ასევე:

ლიხაურის ეკლესია, რომელიც მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე, ეკლესიას ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხიანი სამრეკლო. ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. იგი კვადრატის ფორმისაა, ეკლესიას ეტყობა გადაკეთებათა კვალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიის ხატები.

ლიხაურის ციხე, იგივე თამარის ციხე, რომელიც მდებარეობს ლიხაურის ცენტრიდან 2 კმ მოშორებით. ციხე გვიანდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ციხე გეგმით ოვალურია. ორსართულიანი კარიბჭე ჩრდილოეთიდან აქვს. გალავნის ოთხივე მხარეში კოშკებია ჩართული. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია წყლის რეზერვუარი და ჭა.

ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი, რომელიც სოფლის ცენტრში მდებარეობს.

თეგები: #სოფელი #ინფრასტრუქტურული ობიექტი #დასახლებული პუნქტი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები გურიაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ლიხაური

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!