
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ წალენჯიხის მიმდებარედ. ის X-XIII საუკუნეების ძეგლია. ეკლესიამდე აქ ციხე-სიმაგრე ყოფილა აგებული, რაზეც გალავნის საძირკველი მეტყველებს. საეპისკოპოსო აქ 1639 და 1650 წლების შუალედში დაარსდა ლევან II-ის თაოსნობით. პირველ წალენჯიხელ ეპისკოპოსად ალავერდელი მიტროპოლიტი მიტროფანე მიიჩნევა. ქეთევან დედოფალს, რომელიც 1624 წელს ირანში წამებით მოკლეს, თან წაღებული ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი. მიტროფანემ ისპაჰანიდან დაიხსნა ეს ხატი, გამოიქცა სპარსეთიდან და ლევან დადიანთან შეიხიზნა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1678 წელს, აფხაზებმა ზუგდიდი, ცაიში და ხობის მონასტრები დაარბიეს და წალენჯიხის მონასტერი გაძარცვეს. ეკლესია ვინმე გიორგის თავის მეუღლესთან, თათუასთან ერთად განუახლებია და მამული და ყმები შეუწირავს. მას აქ მოუწყვია თავისი ოჯახის საძვალეც. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. წალენჯიხის მონასტერში მაღალ დონეზე იდგა წიგნების გადაწერის ხელოვნება, თავის დროზე მოღვაწეობდნენ კალიგრაფ-გადამწერები: აფაქიძე, მანუჩრ ქვაბულია, კანდელ-მოძღვარი ეფემიძე მელქისედბეგი, მღვდელი-კალიგრაფი გაბრიელ ბოკუჩავა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში, შვიდი ათწლეულის განმავლობაში, ეკლესია დაკეტილი იყო. 1988 წელს კი ტაძარში კვლავ აღდგა ღმრთისმსახურება.
წალენჯიხის კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, სამრეკლოსა და გვირაბს. მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. ის სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. აფსიდის ორივე მხარეს პასტოფორიუმებია მოწყობილი, რომლებიც მთავარ სივრცეს ღია ნახევარწრიული თაღებით უკავშირდება. ტაძარი ნაგებია კარგად თლილი ქვით, რომელიც შემდეგ შელესილია. ეკლესიის გუმბათი წახნაგოვანია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების საშუალებით. ეკლესიას სამი მხრიდან გარშემოსავლელები აქვს, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც დადიანთა საგვარეულო ეგვტერადაა გადაკეთებული. აფსიდის ცენტრში სამი თაღოვანი სარკმელია, გვერდითა სათავსოებში კი თითო სარკმელია გაჭრილი. გუმბათის თითოეულ წახნაგში თითო ვიწრო სარკმელია დატანებული. ტაძრის ფასადები სადაა, მორთულობა არა აქვს არც კარებსა და სარკმლებს. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ეკლესიის მოხატვის ისტორია აღწერილია ორ დიდ სვეტზე განთავსებულ წარწერაში. თავდაპირველად ტაძარი კირ მანუელ ევიენიკოს მოუხატავს XIV საუკუნეში, შემდგომ, ევდემონ ჯაიანს გაუნახლებია, ეგვტრები კი XVI-XIX საუკუნეებშია მოხატული. საკურთხეველში ღვთისმშობლის ფრესკაა, მარჯვნივ და მარცხნივ წმინდა პეტრეს, მიქელ მთავარანგელოზის, წმინდა პავლესა და გაბრიელ მთავარანგელოზის გამოსახულებებია. მათ ზემოთ ამაღლების სცენაა განთავსებული. ქვემოთ ეკლესიის მამათა პორტრეტებია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ გამოსახულია ყრმა ქრისტე. სარკმლებს შუა იოანე ნათლისმცემლისა და სხვა წმინდანების გამოსახულებებია. დასავლეთის კედელზე წარმოდგენილია ღვთისმშობლის მიძინება და მთავარანგელოზები გრაგნილებით. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ისტორიულ პირთა ფრესკებია (მანდატურთუხუცესი ვამეყ დადიანი, მისი მეუღლე მარეხ და შვილი გიორგი). ეკლესიას გარს უვლიდა თლილი ქვით ნაშენი მაღალი გალავანი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე განადგურებულა. XIX საუკუნეში მის ნანგრევებზე უბრალო ქვის გალავანი აუშენებიათ. გალავანში ჩრდილო-დასავლეთით ორსართულიანი სამრეკლოა ჩაშენებული. სამრეკლოს პირველ სართულში ალაყაფის კარია. გალავნის გარეთ შემორჩენილია დადიანის სასახლისა და და სხვა ნაგებობათა ნაშთები. ტაძრის დასავლეთით დაცულია 40-45 მეტრის სიგრძისა და 3-4 მეტრის სიმაღლის გვირაბი.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა