დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Mukhuri

ჩხოროწყუს შესახებ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება და განვითარების თითქმის ყველა საფეხურს მოიცავს. თავად სიტყვა ჩხოროწყუ მეგრულად ცხრა წყაროს ნიშნავს (ჩხოროს - ცხრა, წყუ-წყალი), ამ სახელწოდების ეტიმოლოგიის შესახებ 1899 წელს გამოქვეყნდა წერილი გაზეთში - „ცნობის ფურცელი“. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით კი მეფუტკრეობა. ჩხოროწყუ მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, აქ გვხვდება დოლომიტის, კირქვისა და ანდეზიტ-ბაზალტის საბადოები. ასევე უნდა აღინიშნოს მინერალური წყალი ლუგელა, რომელიც სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება. სოფელ მუხურში არის კეთილმოწყობილი კურორტი, სადაც შეძლებთ როგორც კომფორტულ დასვენებას, ასევე მრავალფეროვან გართობას. ჩხოროწყუში მრავალი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლია, რაც მას საინტერესოსა და ტურისტულად მიმზიდველს ხდის. რაიონის ბუნება კი მრავალფეროვნებითა და საოცარი სილამაზით გამოირჩევა. ზღაპრული ხეობები, ჩანჩქერები, ალპური ტბები თუ მღვიმეები უამრავ საინტერესო მარშრუტს სთავაზობს მოლაშქრეებსა და ბუნებისა და მთის სპორტის მოყვარულებს. აქ სრულიად სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებს შეუძლიათ რაღაც მათთვის საინტერესო იპოვნონ.


გეოგრაფია და კლიმატი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ჩხოროწყუ. მას აღმოსავლეთით მარტვილის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით - წალენჯიხის, სამხრეთ-დასავლეთით - ზუგდიდის, ჩრდილოეთით - მესტიისა და ლენტეხის, სამხრეთით კი - სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტები. რაიონი გორაკ-ბორცვიანია და რელიეფის სიმაღლე ზღვის დონიდან 200 მეტრიდან 3000 მეტრამდე მონაცვლეობს. ტერიტორიის სამხრეთი ნახევარი კოლხეთის ბარის ფარგლებშია და სუსტად დანაწევრებულ ვაკესა და მთისწინეთს წარმოადგენს. ჩრდილოეთ ნახევარში მთაგორიანი რელიეფია. ჩრდილოეთით მდებარეობს ეგრისის ქედი, რომელიც მდინარე ხობისწყლისა და მისი შენაკადების ღრმა ეროზიული ხეობებითაა დანაწევრებული. რაიონის უმაღლესი ადგილია მთა ომაჭირხოლე, მისი სიმაღლე 3166 მეტრია. მუნიციპალიტეტში გხვდება ბევრი მღვიმე, ჩანჩქერი და ტბა. ჩხოროწყუში გავრცელებულია ბზის, წაბლისა და წიფლის ტყეები, მდინარე ხობისწყლის ზემო წელში კი ფართოდაა წარმოდგენილი წიწვოვანი მცენარეები და ალპური ზონა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. ბარისთვის დამახასიათებელია რბილი ზამთარი და ხანგრძლივი, ცხელი ზაფხული, მთისიწნეთში ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული იცის, დაბალმთიან ზონაში – ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, საშუალმთიან ზონაში კი - შედარებით ხანგრძლივი ცივი ზამთარი და გრილი მოკლე ზაფხული. ეგრისის ქედის მაღალმთიან ზონაში ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მკაცრი ჰავაა. ბარში იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,5°C, საშუალმთიან ზონაში –4°C, ივლისის საშუალო ტემპერატურა კი - 23-12°C.


რა ვნახოთ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ უძველეს ნამოსახლარებს, შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეებსა და უძველეს ტაძრებს. გარახას ციხე-სიმაგრე, ნაჯიხარის ციხე, ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია, ჩხოროწყუს წმიდა გიორგის ეკლესია და სხვა მრავალი საინტერესო ძეგლი საქართველოს ისტორიულ-კულტურული წარსულის ერთგვარ მატიანეს წარმოადგენენ. რაიონში ფუნქციონირებს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი. მუზეუმში დაცული, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული, მასალა საზოგადოების განვითარების ყველა ძირითად საფეხურს მოიცავს, ქვის ხანიდან გვიანფეოდალურ ხანამდე (ქვის იარაღები, ბრინჯაოს ზოდები, სამკაულები, ნუმიზმატური ნიმუშები, კერამიკული ნაწარმი, ხელნაწერები, ხატები და სხვა). ჩხოროწყუ სამოთხეა ბუნებაში მოგზაურობის მოყვარულთათვისაც. სიმწვანე, მისტიური მღვიმეები და ულამაზესი ჩანჩქერები წაარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტობავარჩხილის ტბები კი ნამდვილად რეალობად ქცეული ზრაპარია, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ქართველი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს. კლდეთა მასივებში მოქცეული ლურჯი, მოსარკული ტბები, არეკლილი მთები და ქათქათა ღრუბლები, ნისლების მოძრაობა და კლდეებს შორის გადმოწოლილი ყინულის ენები ზღვა ემოციებისა და თავგადასავლების სამეფოში მიგაქანებენ. ჩხოროწყუ ასევე შესანიშნავია კომფორტული, გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის. სოფელ მუხურში მდებარეობს დასასვენებელი კომპლექსი ლუგელა, განთქმული, როგორც ბავშვთა კურორტი. კურორტი ლუგელა გთავაზობთ სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ლუგელას წყლის აბაზანებს, ლუგელას ხეობაში ცხენებით სეირნობას, აკვაპარკს, სპორტულ მოედნებს, ბავშვთა სხვადასხვა გასართობებს და ა.შ, რაც მრავალფეროვანი, ხალისიანი დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მოგცემთ.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ


ტურები სამეგრელოში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჩხოროწყუ

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!