დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
შურუბუმუს მღვიმე

შურუბუმუს მღვიმის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

შურუბუმუს მღვიმე სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში მდებარეობს, მიგარიას მასივის დასავლეთ ნაწილში. შურუბუმუ ერთ-ერთი ულამაზესი და ჯადოსნური ადგილია საქართველოში და მრავალ ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. სახელი შურუბუმუ მიახლოებითი თარგმანით სულგანაბულს ნიშნავს. კარსტული მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცული ასაკის თხელშრეებრივ კირქვებში. აქ გვხვდება თითქმის ყველა სახის ნაღვენთი ფორმები. სტალაქტიდები, სტალაგმიტები, გაქვავებული ჩანჩქერები, ფორმათა მრავალფეროვნება ზღაპრულ, მისტიურ გარემოს ქმნის. შურუბუმუს ქვაბული ვიზუალურად, დედამიწის ზედაპირზე თითქმის არ შეიმჩნევა. მისი არსებობის გარკვეული ნიშნები მდ. ხობისწყლის ხეობის მარცხენა ნაპირზე აღინიშნება, სადაც კირქვული მასივის ვერტიკალური და დამრეცი კედლები დანაპრალებულია. გამოქვაბულის მრავალრიცხოვან სიცარიელეებში უხვად გაედინება მიწისქვეშა წყლები, თუმცა დედამიწის ზედაპირზე მხოლოდ რამდენიმე ნაკადულის გამოსასვლელი გვხვდება. მღვიმის შესასვლელი ქვის ნაზვავით არის ჩაკეტილი. შურუბუმუს მღვიმისთვის დამახასიათებლია ვიწრო ხვრელები. სიღრუეები სიფონური წყლით იკეტება, მაგრამ გავლა ბოლომდე შესაძლებელია. გარდა თავად მღვიმის სილამაზისა და უნუკალურობისა, შურუბუმუს მღვიმე მოქცეულია საოცარ შემოგარენში. დაბურული ტყე, დახავსებული ლოდები, უძველესი ბზის კორომები და პატარ-პატარა ჩანჩქერები მომნუსხველ პეიზაჟებს ქმნის. აქ შეიძლება თავი ზღაპრის გმირად წარმოიდგინოთ. მღვიმე ჯერაც არ არის ბოლომდე შესწავლილი. აქ ხელუხლებელი, სრულიად ბუნებრივი გარემო დაგხვდებათ, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს ამ ადგილს თავგადასავლების მოყვარულთათვის. თუკი ველური ბუნება, ხეტიალი და მრავალფეროვნება გიყვართ შურუბუმუს მღვიმე ნამდვილად დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

თეგები: #ბუნება #მღვიმე #გამოქვაბული #მიწისქვეშეთი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები სამეგრელოში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე შურუბუმუს მღვიმე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!