![Tkhopra Canyon](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/5d9f3dcdac3e1812030511-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ზუგდიდი სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მისი ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ გვხვდება მრავალი ნამოსახლარი ადრებრინჯაოს ხანიდან (ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეული) ანტიკური პერიოდის (ძვ. წ. VI – ახ. წ. IV ს.ს.) ჩათვლით. ელინისტურ პერიოდში თანამედროვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადიოდა და სავაჭრო საქონლის ტრანსპორტირება ხდებოდა ელინურ სამყაროში. წერილობით წყაროებში ზუგდიდს პირველად ბერი ეგნატაშვილი იხსენიებს 1572 წელს. მეცნიერთა აზრით ზუგდიდი, ზურგდიდი, ზუგიდი – მეგრულად დიდ ბორცვს ნიშნავს. ასე ეწოდებოდა ბორცვს, რომელიც მოგვიანებით მანცხვარკარიშ სუკიად (მაცხოვრის კარის გორაკად) იწოდებოდა, რომლის სახელი შემდეგ მიიღო აქვე გაშენებულმა ქალაქმა. ქალაქი ზუგდიდი, დღევანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, ძველ საქართველოში მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. ლევან II დადიანის ზეობის ხანაში ოდიშის სამთავრო დასავლეთ საქართველოს სამეფო–სამთავროებს შორის უძლიერესი იყო. ზუგდიდი კი, როგორც ამ სამთავროს სატახტო, საკმაოდ მნიშვნელოვან ქალაქად გადაიქცა. უძველესი ისტორიის მქონე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია მშვენიერი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. აქ ნახავთ უძველეს ნამოსახლარებს, ისტორიულ ციხე-სიმაგრეებსა და შუა საუკუნეების ტაძრებს. ზუგდიდის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა დადიანების სასახლეა, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე არქიტექტურითა და ექსპონატებით. სასახლის გარშემო დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღია, სადაც მრავალი სახეობის მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ
ნაწილში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია
ქალაქი ზუგდიდი. მუნიციპალიტეტის დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება,
ჩრდილო–დასავლეთით
მას აფხაზეთის ადმინისტრაციული ზოლი, ჩრდილოეთით
და ჩრდილო–აღმოსავლეთით წალენჯიხის, აღმოსავლეთით
ჩხოროწყუს,
სამხრეთით
კი
ხობის
მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. მუნიციპალიტეტს
უჭირავს ოდიშის
დაბლობი, ოდიშის პლატო და ურთას
მთიანი
ზონა. ზუგდიდის ტერიტორია
ლანდშაფტურად
შემდეგნაირად
იყოფა: დაჭაობებული
ვაკე–დაბლობი,
ჭალები,
დაბალი
ვაკე–დაბლობი,
ბორცვიანი
მთისწინეთი,
კარსტული
სერი. რაიონში მრავლადაა მდინარეები, ჭაობები, მცირე ტბები და წყაროები, რომელბიც
ოდითგანვე დიდ როლს ასრულებდნენ ადგილობრივ სამეურნეო და სამიმოსვლო ურთიერთობებში.
მთავარი მდინარეა ენგური. გარდა ენგურისა ზუგდიდის ტერიტორიას კვეთს
მდინარეები: ჯუმი, ჩხოუში, ჭანისწყალი, რუხი და სხვა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია
მოქცეული,
ვაკე–დაბლობი
და
გორაკ–ბორცვიანი
ზოლი
გამოირჩევა
ნოტიო
თბილი
ჰავით,
უთოვლო
ზამთრით
და
ცხელი
ზაფხულით.
ჰავის
ხასიათზე
დიდ
გავლენას
ახდენს
შავი
ზღვის
სიახლოვე. იანვრის საშუალო ტემპერატურა დაბლობში არის 6 – 7°C,
ივლისისა კი - 22°C.
ზუგდიდი უძველესი კულტურის მქონე რაიონია და მდიდარია ღირსშესანიშნაობებით. აქ ნახავთ წინარექრისტიანული ცივილიზაციების ნაშთებს, ციხე-სიმაგრეებს, საინტერესო ტაძრებს. აღსანიშნავია ქალაქ ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლე, სადაც წარმოდგენილია ამ მხარის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ეროვნული და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. მუზეუმში 50000-მდე ექსპონატია დაცული. ძალიან ლამაზია სასახლის გარშემო გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომელიც მცენარეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შესანიშნავია სასეირნოდ და განტვირთვისთვის. რაიონი მოიცავს კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილს. ზუგდიდში შეგიძლიათ დასვენება ბალნეოლოგიურ კურორტ ცაიშში, ასევე მბრწყინავი სანაპიროებით, პოზიტიური ემოციებით, ფერადოვნებით და მზით ტკბობა ზღვისპირა კურორტ ანაკლიაში.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა