
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი მდებარეობს სამეგრელოს მხარეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ ცაისში. იგი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა.
ცაიშის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი.
VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. 602-610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნისაა. ეს გალავთ საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, სადაც „ბაგრატ აფხაზთა მეფე და კურაპალატი”-ის გვერდით მოიხსენიება ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი. ცაიშის საეპისკოპოსოს სამწყსო მოიცავდა ხობისყწალსა და ენგურს შორის მიწა-წყალს, ზღვიდან უნაგირის ქედამდე. ცაიშვილის სამწყსო იყო ზემო სვანეთიც. მას შემდეგ, რაც აფხაზთა გააფსარების და გაწარმართების მიზეზით დრანდის, მოქვის და ზედა ბედიის საეპისკოპოსოები გაუქმდა, სამურზაყანოც ცაიშის სამწყსოდ იქცა.
ცაიშში დღეს მდგარი გუმბათოვანი ტაძარი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზეა აშენებული. მანამდე კი აქ X-XI საუკუნეთა მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია მდგარა. თუ როგორი იყო ადრინდელი ტაძარი არ ვიცით. წყაროებში შემონახულია ცნობები XI საუკუნიდან 1823 წლამდე ოცამდე ცაიშელი ეპისკოპოსის შესახებ. მათ შორის ყველაზე ღვაწლმოსილნი ჩანან მალაქია გურიელი (1612-1639) და გრიგოლ ჩიქვანი (1777-1823).
1614 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის შედეგად საშინლად დანგრეული ცაიშის ტაძარი მალე აღადგინა და შეამკო მეუფე მალაქიამ. მეუფე გრიგოლმა კი კაცია II დადიანის მხარდაჭერით შეძლო ეკლესიისათვის დაებრუნებინა თავადაზნაურთა მიერ მიტაცებული ყმა-მამული, ააშენა სამრეკლო და ტაძარს შემოავლო გალავანი. 1823 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად გააუქმა ცაიშის საეპისკოპოსოც. ამის შემდეგ 1879 წლამდე აქ იყო მონასტერი, შემდეგ კი სადეკანოზო, რომელშიც შედიოდა ზუგდიდის მაზრის 20 ეკლესია. ცაიშის ტაძარი განათლების მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ ეკლესიასთან იყო სკოლა.
ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ერთერთი ძველი ნაგებობა გალავანის გარეთ მის დასავლეთ მხარეშია მოთავსებული და იქვე ფერდობზეა მიშენებული. მას „პალატს” უწოდებენ და ინტერიერის მიხედვით XI საუკუნის გვიან არ ათარიღებენ.
ადგილობრივი მოხუცების ზეპირი გადმოცემით ტაძარი XIX საუკუნის შუა წლებში ისლით ყოფილა გადახურული, ხოლო იმავე საუკუნის 80-იან წლებში – ყავრით. უკანასკნელ წლებში იგი თუნუქით გადახურეს.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა