დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, Zugdidi Botanical Garden ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, Zugdidi Botanical Garden ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, Zugdidi Botanical Garden ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, Zugdidi Botanical Garden

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი - ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ, XIX საუკუნეში გაშენებული, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი, დადიანების სასახლესთან, ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელო.

ბაღში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები. ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მის განაშენიანების საქმეს ხელი მოჰკიდა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა.

როგორც მდებარეობით, ასევე კლიმატური პირობეით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთ საუკეთესო ბაზას წარმოადგენს ძვირფასი სუბტროპიკული მცენარეების ინტროდუქციის, კვლევისა და აკლიმატიზაციისათვის.


ისტორია

იონა მეუნარგიას, რაფიელ ერისთავის, ვ. მირზაშვილის, ბოროზდინის, ი. გოგიასა და სხვათა ცნობით, როდესაც დავით დადიანმა მამის, სამეგრელოს მთავრის ლევან V-გან ხელისუფლება მიიღო 1840 წელს, სამთავროს მართვასთან ერთად ხელი მოჰკიდა დეკორატიული ბაღის მშენებლობას. იმავე წელს მან შემოღობა სასახლის გარშემო მდებარე ტყის ნაწილი, რომელიც მიჩნეულ იქნა სასახლის ბაღად და დააწესა სპეციალისტ-მებაღეთა მუდმივი შტატები. მალე ბაღისადმი ზრუნვა და მისი მართვა-გამგეობა დავითმა ჩააბარა თავის მეუღლეს ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს. ეკატერინემ დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით მოკიდა ხელი ამ კეთილშობილურ საქმეს და მცირე ხანში ეგზოტიკური სახეობებით მდიდარი ბაღი შექმნა.

ეკატერინე ჭავჭავაძემ ბაღის მთავარ მშენებლად იტალიის ქ. ტრიესტიდან მოიწვია მებაღე ჟოზეფ ბაბინი, რომელმაც ბაღს მთლიანად შეუცვალა იერი — გაწმინდა იგი უვარგისი მცენარეებისაგან, დააზუსტა წმინდა დეკორატიული ფართობი, დაგეგმა ფრანგულ, სიმეტრიულ სტილზე, გამოჰყო და გააფორმა ნაკვეთები, შექმნა ხელოვნური პეიზაჟები (დღეისათვის შემორჩენილია ხელოვნური ტბა კუნძულით), რომელიც ოსტატურად იქნა შეხამებული აქა–იქ დატოვებულ ბუნებრივ პეიზაჟებთან, მოაწყო სანერგე და სხვა.

დავით დადიანი 1853 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ როგორც სამთავროს მართვა, ასევე ბაღისადმი მზრუნველობა და პატრონობა მთლიანად ეკატერინე ჭავჭავაძის ხელში გადავიდა. ეკატერინე მეტი ენერგიით შეუდგა ბაღის მოწყობას, თუმცა შექმნილმა პოლიტიკურმა გარემოებებმა ხელი შეუშალა. ბაღმა დიდი სტიქიური უბედურება განიცადა 1853–1856 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1855 წელს სამეგრელოც გახდა ომის ასპარეზი. ოსმალთა 30 ათასიანი არმიამ ომარ-ფაშას მეთაურობით სამეგრელოში ნახევარ წელიწადზე მეტი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე მთლიანად გააჩანაგა ეს მხარე. 1856 წელს მეგრელთა მიერ შევიწროებული ერთ-ერთი გარნიზონის უფროსი ისქანდერ-ფაშას ბრძანებით ძირიანად ამოთხარეს და გაანადგურეს ბაღი.

ოსმალეთთან ზავის დადების შემდეგ, ეკატერინეს ენერგიული მოქმედების შედეგად, ბაღში გაჩაღდა აღდგენითი სამუშაოები, ხოლო მისი სრული აღდგენა შესაძლებელი გახდა 1869 წლიდან, ე.ი. ეკატერინე ჭავაჭავაძის საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ. მუშაობა სწრაფი ტემპით წარიმართა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქ. ვარეზედან (იტალია) 1896 წელს მოწვეულ იქნენ სამუშაოდ სპეციალისტი მებაღე-დეკორატორები, ძმები გაეტანი და ჯიოვანო ზამბერლეტები.

როგორც ი. გოგია (1947 წელს) აღნიშნავს, ზამბერლეტებმა სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოიტანეს ეგზოტიკურ მცენარეთა ფრიად იშვიათი და ძვირფასი თესლები და ნერგები, რომლითაც შეავსეს არსებულ მცენარეთა კოლექცია, გააფართოეს ბაღის ტერიტორია ძირითადი გეგმის მიხედვით, გააგრძელეს ბზის ბორდიურები და საინტერესო ხეთა ხეივნები. სწორედ ამ პერიოდს მიაკუთვნებს ი. გოგია იმ გოლიათი ჭადრების მშვენიერი ხეივნების დაშენებას, რომელნიც დღეს სიგრძე–სიგანეზე სერავენ ბაღს (1182 გრძ. მეტრი), ხოლო რაც შეეხება 187 მ სიგრძეზე ჩამწკრივებულ რცხილის ხეივანს, რომელიც არანაკლები სილამაზით აღიქვება, იგი თვლის ოსმალთა მიერ გაჩეხილ ეგზემპლართა ძირკვის ამონაყრად, რაც სრულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს.

ბაღი თანდათან გაიზარდა, მცენარეთა კოლექცია გამდიდრდა ახალი სახეობებით, მაგრამ 1882 წლიდან, ე. ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო, ეგზოტების შემოტანა და გამრავლება-გავრცელება შეწყდა, თუმცა მოვლა–პატრონობა კვლავინდებურად გრძელდებოდა.

1903 წელს გარდაიცვალა ნიკო დავითის ძე დადიანი და მხცოვანი მებაღე გაეტანო ზამბერლეტიც, რასაც მოჰყვა ბაღის მოვლა–პატრონობის საქმის დაკნინება და დაქვეითება. მას შემდეგ 1917 წლამდე ბაღს, დადიანების სხვა ქონებასთან ერთად, იცავდა და განაგებდა მათი რწმუნებული, ხოლო მენშევიკების ბატონობის დროს (1917–1921 წწ.) — ერობა. განსაკუთრებით ამ პერიოდში ბაღი მოუვლელი და უპატრონო იყო.

მიუხედავად ამისა, ზუგდიდის პარკმა გაშენების დღიდან დიდი საშვილიშვილო საქმე შეასრულა. იგი სამეგრელოში ძვირფას მცენარეთა ინტროდუქციის კერად იქცა, საიდანაც ასობით უცხო მცენარე ფართოდ დაინერგა მოსახლეობაში, გაშენდა მრავალი ბაღი, სკვერი და პარკი სამეგრელოს სოფლებსა, დაბებსა და ქალაქებში, ხოლო მოსახლეობას მერქნოვან-ბუჩქოვან მცენარეთა სიყვარული დაუნერგა.


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია, მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ, 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა შიდა ბილიკები - საერთო ჯამში, ბილიკების სიგრძე რვა კილომეტრი იქნება. პარალელურად ხელოვნური ტბა და წყლის არხები მოპირკეთდება და ადმინისტრაციული შენობა აშენდება. მოეწყობა განათების სისტემა, დამონტაჯდება სკამები და ნაგვის ურნები.


თეგები: #ბუნება #ბაღი #პარკი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ფასები

შესვლის ღირებულება

საქართველოს მოქალაქე2 ლარი
სტუდენტი1 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქე5 ლარი


ტურები სამეგრელოში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!