![კობიძეების ღვინის მარანი](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/105704988-2775036542820752-97444-2.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორცხელში მდებარეობს. ის X საუკუნის ძეგლია, რომელიც სამეგრელოს მთავარს - ლევან II დადიანს აღუდგენია XVII– საუკუნის პირველ ნახევარში. ლევან II დადიანის მიერ ტაძრის აღდგენას წალენჯიხის ეკლესიის ფრესკა ადასტურებს, სადაც ლევან II დადიანი და დედოფალი ნესტან–დარეჯანი არიან გამოსახული კორცხელის ეკლესიის მაკეტით ხელში. 1815 წელს კი ტაძარი მსაჯულთუხუცესს - დიდ ნიკო დადიანს განუახლებია, რომელიც კორცხელის ეკლესიაშია დაკრძალული. ეკლესიის ისტორიის შესახებ საინტერესო ცნობებს იძლევა სხვადასხვა დროის ჭედური ხატები, რომელთა ნაწილი დადიანების მუზეუმში ინახება, სამი ხატი კი თბილისის ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ეკლესიის მიდამოებიდან შესანიშნავი ხედები იშლება, შორს მოჩანს სვანეთ-აფხაზეთისა და სამეგრელოს მთიან-ბორცვიანი და ვაკე ადგილები, კოლხეთის დაბლობის ვრცელი ტერიტორია და შავი ზღვა.
ტაძარი ქვის გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც სამი შვერილი აფსიდი აქვს. ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს სტოა. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კედლებსა და ორ ბოძს. ფასადები ქვის მცირე კვადრებითაა მოპირკეთებული. შესასვლელი სამია: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე შესასვლელი თაღოვანია. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლებში სამ-სამი ვიწრო სარკმელია დატანებული, სამხრეთისაში კი - ერთი. ფასადები სადაა, ერთადერთი დეკორატიული ელემენტი მარტივი პროფილის მქონე ლავგარდანია. ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა, თუმცა დღესდღეობით ფრესკები მხოლოდ საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზეა შემორჩენილი. ეკლესიის დასავლეთით ორსართულიანი კოშკი დგას, რომელიც კარგად გათლილი კვადროვანი ქვითაა ნაგები კირხსნარზე. ტაძარს ყორე ქვით ნაშენი გალავანი შემოუყვება.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა