
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ლეჯიქეს არქიტექტურული კომპლექსი სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჯიქეში მდებარეობს. იგი IV-VI საუკუნეებით თარიღდება. ლეჯიქეს ციხე როგორც ჩანს, ეგრისის სამეფოს ცენტრალური მონაკვეთის თავდაცვით ქვესისტემაში შედიოდა. მის შესახებ ისტორიულ წყაროებში არანაირი ინფორმაცია არ გვხვდება. კომპლექსი მოიცავს გალავანს, კოშკებსა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. ციხეს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ხელოვნური თავდაცვითი თხრილი აქვს შემოვლებული. ნაგებობა ძალიან არის დაზიანებული, თუმცა მისი ფორმების დადგენა მაინც ხერხდება. შეიმჩნევა ორი კოშკი. ერთი მათგანი ციხის ჩრდილოეთ კუთხეში, გალავანშია ჩაშენებული. ის ჩრდილოეთ მისადგომებს აკონტროლებდა. კოშკი ძლიერ არის დანგრეული, შემორჩენილია ორი მეტრის სიმაღლის კედლები. ნაგებობას შესასვლელი მეორე სართულზე უნდა ჰქონოდა. მეორე კოშკი ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დგას. ის მხოლოდ 1.5 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. კოშკები ნაგებია კარგად გათლილი საშუალო ზომის კირქვის კვადრებით, რიგების დაცვით, კირის დუღაბზე, საპირე წყობებს შორის ჩაყრილია სვადასხვა ტიპის ქვა. გალავნის უდიდესი ნაწილი თითქმის სრულიად განადგურებულია და ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. გალავნის კედლები 1.40 მეტრის სისქისაა. გალავანიც კოშკების ანალოგიურადაა ნაშენი.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა