ჩხოროწყუ

ჩხოროწყუ

5
ტურისტული ადგილი
615 Area
ფართობი, კმ2
21,931 Population
მოსახლეობა

ჩხოროწყუს შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ჩხოროწყუ — დაბა და მუნიციპალიტეტი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ხობზე, რკინიგზის სადგურ სენაკიდან 39 კმ-ის მანძილზე ჩრდილოეთით. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.


ისტორია

გაზეთ "ცნობის ფურცლის" 1899 წლის 30 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში თავისებულად ახსნილია ჩხოროწყუს სახელწოდება. "იქ სადაც თავადი ნიკო დადიანი ცხოვრობს, ერთ ადგილას ახლო-მახლო გამოდის ცხრა წყარო, ცხრა მეგრულად "ჩხოროს" ნიშნავს, წყარო კი "წყუ"-ს, ანუ "ჩხოროწყუ".

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობინადრე უძველესმა ადამიანმა თანმიმდევრულად განვლო თითქმის ყველა საფეხური, რაც მსოფლიო ისტორიაშია ცნობილი. შორეული წინაპრის საცხოვრისი აღმოჩენილია «ყალიჩონა»-ს და ლეწურწუმეს გამოქვაბულებში. ნაპოვნია პირწამახული ქვები, სოფელ თაიაში ნაპოვნია ტიპური ქვის ორმხრივ დამუშავებული ხელცული. II ჭოღის ტერიტორიაზე ხელნაჯახი. დასახელებული ქვის იარაღები პალეოლითის და ნეოლითის ხანისაა. სოფელ ოჩხომურში მდ. ოჩხომური ქვედა მარჯვენა ტერასების ზოლში შემთხვევით აღმოჩნდა გვიან-ბრინჯაო და ადრე-რკინის ხანის კოლხური ბრინჯაოს ნაკეთობათა განძი 140-მდე ბრინჯაოს ნივთით. განძი თარიღდება ძვ. წთ. აღ. I ათასწლეული დასაწყისით, რომელიც გამოიკვლია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელები ელგუჯა გოგაძე და ჯონი აფაქიძე).

სოფელ ჭოღაში 1972 წელს პროფესორ დავით ხახუტაიშვილის მეთაურობით დადასტურდა ქურა-სახელოსნოს ნაშთების, რკინის იარაღების, საშენი მასალების, რკინის მადანის, ნაღვენთების და წიდების არსებობა, რომლებიც ქრონოლოგიურად ძვ. წთ. აღ. VIII-IV საუკუნეებით თარიღდება.

ანტიკური ხანის კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ძირითადი წყარო სამარხთა ინვენტარია. აღსანიშნავია, დერგისებრი ფორმის დასაკრძალავი ურნები ს. ნაკიანიდან, რომელშიც მიცვალებულის ნეშტს კრემაციის შემდეგ ინახავდნენ. ლეახალეს უბანში ადამიანის ჩონჩხთან ერთად აღმოჩნდა მდიდარი მასალა: ბრინჯაოს სამაჯურები, სეგმენტური იარაღები, ოქროსა და ვერცხლის ყელსაბამები და ბეჭდები. არქეოლოგიური გამოკვლევებით დასტურდება ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარი, მათ შორის აღმოჩენილია უცხოურიმასალებიც, ნაჯაგუს (გარახის) ციხის ქვემოთ, მდ. ოჩხომურის მარჯვენა ნაპირზე. განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში მობინადრე მოსახლეობასთან უცხოელი ვაჭრები აღწევდნენ პატარა ნავების მეშვეობით, მდინარეების ოჩხომურისა და ხობისწყლის გავლით. არქანჯელო ლამბერტი «სამეგრელოს აღწერაში» წერს - «ტეხურას მოსდევს ხოფი (ხობისწყალი), ეს მდინარე მეტად მდიდარია ნაირნაირი თევზებით და ნავებით სავალია». მუხურისა და თაიას ტერიტორიაზე გადმოცემით, გადიოდა ე.წ. «პომპიაში შარა» ანუ «პომპეუსის გზა», რომელიც დაკავშირებულია პომპეუსის ლაშქრობასთან ძვ. წთ. აღ. 65 წელს. ადვილი შესაძლებელია პომპეუსი ტეხურის ან ხობისწყლის ხეობით დასახლებულ ტერიტორიაზე გავლით მიდიოდა, მეორე ვერსიის მიხედვით პომპეუსი ეგრისის გაქცეულ მეფეს ხსენებული ბილიკით მისდევდა, ეს კი მეტყველებს, რომ ძვ. წთ. აღ-თვის «პომპეის ბილიკი» ადგილობრივი მოსახლეობის დამაკავშირებელი გზა ყოფილა მეზობელ დასახლებულ პუნქტებთან.

თანდათანობით, როცა ჩხოროწყუში მოსახლეობა მომრავლდა იგი ადმინისტრაციულ ერთეულად იქცა და ეკლესიაც აიგო. 1909 წლის 8 სექტემბერს (ძველი სტილით) ეკლესია, მძვდელ-დიაკვნების გალობით ხატ-სანთლებითა და თორმეტი დადიანური ზარბაზნის გრიალში ადგილი «ჩხოროწყუ»-დ მონათლა და აქვე დაინიშნა ყოველწლიური ბაზრობა «იარმარკობა», რომელიც დიდძალ ხალხს იზიდავდა. ეს ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში შედიოდა. 1929 წლიდან კი ჩხოროწყუ ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფია.

მდებარეობა
42.519632, 42.127241
მანძილი დედაქალაქიდან
332 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე
ოხოჯეს ტობას ტბა - Okhoje Toba lake
პატარა ტობა (ოხოჯეს ტბა)

პატარა ტობა, იგივე ოხოჯეს ტბა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგ...

დიდღალიშ ტობას ტბა - Didghalish Toba lake
დიდღალიშ ტობა

დიდღალიშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვ...

კალალიშ ტობა - Kalalish Toba lake
კალალიშ ტობა

კალალის ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონ...

წაქარწყარიშ ტობას ტბა - Tsakartsqalish Toba lake
წაქაწყარიშ ტობა

წაქაწყარიშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2580 მეტრზე. წაქაწყა...

საინტერესო მარშრუტები ჩხოროწყუში

იხილეთ ასევე

ეგრისის ქედი (სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედი) არის კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, რომელიც მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვან...

პატარა ტობა, იგივე ოხოჯეს ტბა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე.  ის ყ...

დიდღალიშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე. დიდღალიშ ტობა ძალიან ...

კალალის ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2490 მეტრზე. კალალიშ ტობა მცირე ზომის ტბაა თუ...

წაქაწყარიშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2580 მეტრზე. წაქაწყარიშ ტობა ულამაზესია თავისი ფერისა და მდებარეობის გ...

ნათიფურუ - საბანაკე ადგილი ნათიფურუს მთასთან, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე. პირველი ქოხი ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე. ამ ადგილას მთავრდება სამა...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჩხოროწყუ

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!