მარტვილი

მარტვილი

1
ტურისტული ადგილი
907 Area
ფართობი, კმ2
32,566 Population
მოსახლეობა

მარტვილის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მარტვილი (ყოფილი გეგეჭკორი; ყოფილი მარტვილი — გადაერქვა 1936 წლის 19 მარტს; ძველი სახელწოდება - ჭყონდიდი) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აბაშისწყლის ნაპირას. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს და ეწოდებოდა „გეგეჭკორი“. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარტვილში არის ჭყონდიდის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქს რეზიდენციასთან აკავშირებს საბაგირო გზა.


ღირსშესანიშნაობანი

  • თამაკონის ციხე
  • აბედათის ციხესიმაგრე
  • ნოღის ციხე
  • მარტვილის მონასტერი-ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი VII ს, ჩიქოვანების ეკლესია XIIს.
  • ნახარებაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია XIIს. წმ. ანტონ ჭყონდიდელის საფლავი.
  • ოფუცხოლე - დადიანების საბანაო ადგილი.
  • სოფელი გაჭედილი - მოთენას მღვიმე - ისტორიული მღვიმე, ტბა, საბანაო ადგილები.
  • სოფელი ბალდა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIIIს. ბილიკი მთაში.
  • ჩანჩქერი „ჟუჟღი“ - ჩანჩქერი ხავსიან კლდეზე. მდინარე აბაშის ხეობა, ბზის ტყე.
  • „ონიორე“ - ჩანჩქერი მდინარე აბაშაზე, მდინარე აბაშის სათავე, კარვების გასაშლელი ადგილი.
  • „ტობის“ მღვიმე (სოფ. ბალდა) – 234 მ სიმაღლის „ტობის“ ჩანჩქერი, ტბები, დარბაზები.
  • სოფელი სალხინო - ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XVIII ს. დადიანების სასახლე, ისტორიული მარანი.
  • მდ. წაჩხურუს ხეობა, „ხიზნების მღვიმე“ (ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარი).
  • წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია XVIII ს. გადმოსახედი ადგილები, მდ. წაჩხურუს ხეობა
  • გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ქ. მარტვილი
მდებარეობა
42.414209, 42.378794
მანძილი დედაქალაქიდან
276 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე
საინტერესო მარშრუტები მარტვილში

იხილეთ ასევე

მარტვილის კანიონი -  ბუნების ძეგლი სოფელ ინჩხურში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში. მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი ს...

ლებარდეს დიდ და პატარა ტბა მდებარეობის სამეგრელო-ზემო სვანეთში კერძოდ მარტვილის მუნიციპალიტეტში, გვირას ქედის დასავლეთ ფერდობზე. ტბებამდე მისლვა შესაძ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მარტვილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!