კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი
კოლხეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მოდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი.

ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის - სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

პარკის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ველური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები.

მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს.

კოლხეთის ეროვნული პარკი მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების  IUSN მეორე კატეგორიას. 1997 წლიდან მას იცავს რამსარის კონვენცია, რომელიც წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მიგრირებად, მიმომფრენ და წყალმცურავ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალების დაცვას.

კოლხეთის ეროვნულ პარკის მონახულება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. მდინერეების, ჭურიისა და ფიჩორის ხეობაში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბაზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატერით, პანტონით და კაიაკით გასეირნება, შემდგომ კი  კოლხური ტყისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში  100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი.

პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს  პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

კოლხეთის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში შესაძლებელია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება. კერძოდ: ნოქალაქევი, ხობის მონასტერი, დადიანების სასახლე, რუხის ციხე.


მდებარეობა
42.152849, 41.839256
მანძილი დედაქალაქიდან
300 კმ
რეკომენდებული დრო
2 დღე

იხილეთ ასევე

ლანჩხუთი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი გურიის მხარეში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის და...

კაცობურის ეროვნული პარკი - მდებაორებს აბაშის მუნიციპალიტეტის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. ეროვნული პა...

ხობი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. კოლხე...

სენაკი — (მეგრ. სანაკი) ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრ...

საქართველოს რეგიონებში გურია ყველაზე პატარაა. მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება იმერეთი, დასავლეთიდან - შავი ზღვა, ს...

ჯიხეთი, სამება-ჯიხეთის ეკლესია — XIX საუკუნის ეკლესია გურიის მხარეში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭყონაგორასა და სამებას შორის, ამჟამად მოქმედებს...

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი — მუზეუმი ქალაქ ოზურგეთში, გურიის მხარე. ის ყველაზე ძველი მუზეუმია გურიის შვიდ მუზეუმს შორის.ისტორია1936 წელს მახარაძის რა...

ოზურგეთი - ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების ნატანებისა და სუფსის ხეობებში,...

აბაშა — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდი...

ქობულეთის ეროვნული პარკი - მდებაორებს აჭარის მხარეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა...

ჩოხატაური — დაბა გურიის მხარეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბაში არის ადმინისტრაციული, და ჯანდაცვის დაწესებულებები, ერთი საჯ...

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ...

ქობულეთი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, აჭარის მხარეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის ს...

ზუგდიდი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია ოდიშის დაბლობზე, მდინარე...

დადიანების სასახლე - სამეგრელოს მთავრების, დადიანების რეზიდენცია იყო. ის ოდიშის მთავარმა – ლევან II დადიანმა ააშენა, მე-17 საუკუნეში. იგი ქალაქ ზ...

სამტრედია — ქალაქი, იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირ...

გომისმთა წარმოადგენს საზაფხულო მაღალმთიან კურორტს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და აქვს ბუნებრივი ს...

ჩხოროწყუ — დაბა და მუნიციპალიტეტი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ხობზე, რკი...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კოლხეთის ეროვნული პარკი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!