დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Khobi Monastery Khobi Monastery Khobi Monastery Khobi Monastery Khobi Monastery Khobi Monastery Khobi Monastery Khobi Monastery Khobi Monastery

ხობის მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ხობის მონასტერი სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ნოჯიხევში. ის XIII-XIV საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. სამონასტრო ანსამბლი მოიცავს ტაძარს, სასახლეს, სამრეკლოს, გალავანსა და დამხმარე ნაგებობათა ნაშთებს. უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ხობის მონასტერია მოხსენიებული, ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილი აღაპია. ტაძრის აგება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს უკავშირდება. ეკლესია შერგილ დადიანის ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. ტაძარში დაცულია შერგილის, მისი მეუღლე ნათელისა და ყმაწვილ ცოტნეს ფრესკები. ხობის მონასტერი ცნობილი იყო აქ დაცული კულტურული და რელიგიური სიმდიდრითაც. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე სწორედ ხობის ეკლესიაში იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. ამის შესახებ მოიპოვება ცნობები იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერებშიც. ის არწერს, რომ ხობის მონასტერში აჩვენებდნენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივს სცემდნენ.


არქიტექტურა

ხობის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ტაძარს, სასახლეს, სამრეკლოს, გალავანსა და დამხმარე ნაგებობათა ნაშთებს მოიცავს. ხობის ტაძარი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელსაც გვიანდელი მინაშენები აქვს: XIV საუკუნის დამლევის ეგვტერი, აგრეთვე სამხრეთიდან და დასავლეთით შემორტყმული დერეფნები. შენობა ქართულ არქიტექტურაში დამკვიდრებულ რომელიმე ტიპს არ მიეკუთვნება: ეს არის უგუმბათო შენობა, რომლის კამარები ინტერიერში ჯვაროვან სივრცეს ქმნიან. ტაძარი რამდენჯერმე გადაკეთებულა, მისი მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეები თავდაპირველად ცალკე ეკვდერებად იყო გამოყოფილი, მოგვიანებით კი კედლები მოშალეს და ეკვდერები მთავარ სივრცეს დაუკავშირეს. დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებს მთელ სიგრძეზე ღია გალერეა მიუყვება, რომელიც სამხრეთ ფასადის დახურული ეკვდერით მთავრდება. ხობის ეკლესია უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. ეკვდერის შესასვლელის ზემოთ, საგანგებოდ გათლილ დიდ ქვაზე ამოკვეთილია ცხრასტრიქონიანი წარწერა, რომელიც სამხრეთის გალერეისა და ეკვდერის აგების ამბავს მოგვითხრობს. ტაძრის ინტერიერი მოხატულია. აფსიდის კონქზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და ანგელოზები. დასავლეთის კედლის ზედა რეგისტრში კი მაცხოვრის, მარიამისა და იოანეს ფრესკებია წარმოდგენილი. ეკვდერის კედლებზე გამოსახულია ჯვარცმა, ჯოჯოხეთად შთასვლა, მენელსაცხებლე ქალები მაცხოვრის კუბოსთან, გარდამოხსნა და დატირება, ჩრდილოეთის კედელზე - მაცხოვარი კუბოში. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მხარეს გამოსახული არიან ქტიტორები: ვამეყ დადიანი და მისი თანამეცხედრე მარეხი. ტაძარს გალავანი აქვს შემოვლებული, რომელიც XX საუკუნის 70-ია წლებშია აღდგენილი. ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქვით ნაგები, გუმბათიანი სამრეკლო დგას. სამრეკლო ადრე მოხატული ყოფილა. მას შვიდი სარკმელი აქვს. ხობის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში.

ხობის სასახლე გეგმაში სწორკუთხა ნაგებობაა. ნაშენია სხვადასხვა ზომის, უხეშად დამუშავებული თეთრი ქვით. პალატის ქვედა სართულში მარანია მოწყობილი. ზედა სართულის იატაკი პილასტრებს ეყრდნობა. მეორე სართულის დასავლეთი კედელი ოთხი დიდი თაღოვანი სარკმლითაა გახსნილი, რომლებიც პირდაპირ იატაკიდან იწყებოდნენ. სარკმელთა წირთხლები, ისევე როგორც თაღები, თლილი, ერთმანეთზე კარგად მორგებული ქვებითაა ამოყვანილი. სასახლეში მრავლი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნიშაა. შემორჩენილია ბუხრები. ნაგებობა შიგნიდან და გარედან შელესილი ყოფილა. ხობის მონასტერს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები სამეგრელოში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხობის მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!