დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Town-Fortress Nokalakevi, Senaki Town-Fortress Nokalakevi, ნოქალაქევის ორმოცმოწამეთა ეკლესია, church Town-Fortress Nokalakevi, Senaki Town-Fortress Nokalakevi, Senaki Town-Fortress Nokalakevi, Senaki Town-Fortress Nokalakevi, Senaki Town-Fortress Nokalakevi, Senaki Town-Fortress Nokalakevi, Senaki Town-Fortress Nokalakevi, Senaki Town-Fortress Nokalakevi, Senaki Town-Fortress Nokalakevi, Senaki Town-Fortress Nokalakevi, Senaki Town-Fortress Nokalakevi, Senaki Town-Fortress Nokalakevi, Senaki

ნოქალაქევის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზამთარი, გაზაფხული, შემოდგომა, თებერვალი

ნოქალაქევი (ციხეგოჯი, არქეოპოლისი) სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხასთან ახლოს მდებარეობს. იგი მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა ამ ტერიტორიაზე ცხოვრების კვალი ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან იწყება. ნოქალაქევი უმნიშვნელოვანეს ქართულ ქალაქს წარმოადგენდა. რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები ქალაქს არქეოპოლისის სახელით იხსენიებენ, თუმცა უფრო ადრინდელ ქართულ ქრონიკებში მას ციხეგოჯს (ქუჯის ციხეს) უწოდებენ. XI ს-ის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის მეფე ფარნავაზს ვინმე ქუჯისთვის მიუცია ეგრისის და სვანეთის ერისთავობა, ქუჯის კი აქ აუშენებია ციხე-გოჯი. ციხეგოჯი IV-VIII საუკუნეებში ეგრისის სამეფოს დედაქალაქი იყო. აქ მოხდა არქეოპოლისის ბრძოლა. სპარსელებმა ციხეგოჯზე სამჯერ მიიტანეს იერიში და მხოლოდ მესამედ მოახერხეს მისი აღება, თუმცა ქალაქი მალევე ისევ ბიზანტიურ-ლაზურ ძალებს ჩაუვარდა. 737-738 წლებში ქალაქი მურვან ყრუმ გაანადგურა. ამის შმდეგ ციხეგოჯი დაკნინდა და მცირე სოფლად გადაიქცა. სოფელმა XVI საუკუნეში გაძლიერდა, როდესაც აქ სამეგრელოს მთავარმა სასახლე ააშენა. XVI-XVIII საუკუნეებში აქ ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია იყო. ქალაქის ტერიტორია 19 ჰა ფართობს მოიცავდა და 3 კმ-ის სიგრძის გალავანი ერტყა გარს. იგი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა ქალაქი, შუა ციხე და ციტადელი. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია სასახლეები, ქრისტიანული ტაძრები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. ქვედა ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა ეგრისის მეფეთა IV საუკუნის სასახლისა და V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, ასევე VI საუკუნის მცირე ზომის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მოგვიანებით გუმბათოვან ეკლესიად გადაკეთდა, იმავე პერიოდის მეფეთა სასახლის, კოშკიანი ჭიშკრის, 2 აბანოსა და სხვა ნაგებობათა ნაშთები. ქალაქს მდინარის მხარეს, სამხრეთით და დასავლეთით, სადაც ციცაბო კლდეებია მხოლოდ ერთი კედელი გასდევს, მტრისთვის ადვილად მისადგომ აღმოსავლეთ მხარეს კი პარალელურად სამი კედელია განლაგებული. ნოქალაქევში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალაა გამოვლენილი.

თეგები: #ისტორია #კულტურა #არქეოლოგია #ისტორიული ძეგლი #არქეოლოგიური ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

+995 577 253****
42.357379 , 42.193899
ხანგრძლივობა: 3 საათი

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+63
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

ფასები

ბილეთის სახეობა საქართველოს მოქალაქე უცხოეთის მოქალაქე

უფროსიმოსწავლე / სტუდენტი / პენსიონერიუფროსიმოსწავლე / სტუდენტი / პენსიონერი
მუზეუმში შესვლა10 ₾1 ₾
10 ₾10 ₾
გიდის მომსახურება15 ₾15 ₾30 ₾30 ₾

ტურები სამეგრელოში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Mari Daraselia
Mari Daraselia

Mogesalmebit mainteresebs ra girs bavshvebis shesvla nokalakevshi?

Anano Kajaia
Anano Kajaia

გამარჯობათ მაინტერესებს რა ღირს ბავშვების შესვლა ნოქალაქევში ??? როგორც უფროსებზეა 10 ლარი ისეა ბავშვებზეც??

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

როგორც ვიცით ბავშვების შესვლა ღირს 1 ლარი. თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვით. შესაძლოა რაიმე შეიცვალა.

Anano Kajaia
Anano Kajaia

კარგით მადლობა

anna perceildze
anna perceildze

გამარჯობა მაინტერესებს რა ღირს ნოქალაქევში შესვლა

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, როგორც ვიცით შესვლა ღირს 10 ლარი.

anna perceildze
anna perceildze

და ბავშვების

Кирилл Кабаков
Кирилл Кабаков

გამარჯობათ! ამ ძეგლებთან შესვლა უფასოა?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, შესვლა ფასიანია. ბილეთის ღირებულებაა 10 ლარი უფროსი, მოსწავლეები სტუდენტები - 1ლარი, გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 15 ლარი, უცხო ენაზე 30 ლარი.
სამუშაო საათები 10:00-18:00, დასვენების დღეა ორშაბათი.

2 შეფასება
5
Nikolozi50 Nikolozi50

❤️❤️❤️🙏

I FLY IN THE SKY

Nokalakevi Castle Video. Part I - https://www.youtube.com/watch?v=si6DwlyUlsI
Nokalakevi Castle Video. Part II - https://www.youtube.com/watch?v=SPD6Q2otqxU

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ნოქალაქევი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 577 253****