სვანეთის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სვანეთი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში. საკურორტო თვალსაზრისით რეგიონი უნიკალურია, განსაკუთრებით პოპულარულია სამთო-სათხილამურო კურორტებით, უმაღლესი მწვერვალებითა და მყინვარებით. ამას გარდა, რეგიონი გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობითიც.

უშგული არის სასაზღვრო ტერიტორია ზემო სვანეთისა, სადაც რამოდენიმე პატარა სასოფლო დასახლებაა. ზღვის დონიდან 1,600-2,00 მეტრზე მდებარეობს და თავისი მაჩვენებლით ევროპაში უმაღლეს დასახლებას წარმოადგენს. უშგული მღვიმოვან, კარგად დაცულ ხეობაზეა განლაგებული. ჩრდილოეთით ნაძვნარით ხასიათდება, ხოლო სამხრეთით- ალპური მდელოებით.

ზემო სვანეთში ბევრი მწვერვალია, რომელიც მარადიული თოვლითაა დაფარული. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამი მათგანი: შხარა, თეთნულდი და უშბა. აქვეა XII საუკუნის ციხესიმაგრეების ფრაგმენტები, რამოდენიმე ეკლესია, 30-ზე მეტი უძველესი კოშკი, რომელიც ამავე დროს საცხოვრებელიცაა. ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის უშგულს. არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ უშგული იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის ქვეშაა და იწოდება, როგორც “მუზეუმი ღია ცის ქვეშ”.

უშგულის სამხრეთით მდებარეობს XI-XII საუკუნეებით დათარიღებული ციხესიმაგრე, რომელიც გადმოყურებს უშგულის ოთხივე სოფელს. უფრო მაღლა კი, ჩრდილოეთით წმ. მარიამის ეკლესიაა, რომელსაც ადგილობრივები “ლამარიას” სახელით მოიხსენიებენ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყოველთაოდ ცნობილია სვანეთის კოშკი, რომელიც 4-6 სართულიანია. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია ხის საფეხურებისგან. ბოლო სართულზე განთავსებულია ტყვია სასროლი მოწყობილობები. აქვეა აგრეთვე ე.წ. სიყვარულის კოშკი. 

ლეგენდის თანახმად, სვანი დიდებულის ქალიშვილი დანიშნული იყო ვაჟზე, რომელიც ომში წავიდა. ქალწულმა ფიცი დადო, რომ მხოლოდ მასთან შეუღლდებოდა და მარადიულად დაელოდებოდა. ვაჟი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. თუმცა, ქალიშვილმა მისი სიკვდილის ამბავი არ დაიჯერა. მაშინ მამამ ააგო სვანეთის შესასვლელში კოშკი, საიდანაც შეძლებდა მას გზისთვის ეყურებინა. და ისიც, სიცოცხლის ბოლომდე, ამ კოშკიდან გაჰყურებდა გზას, და ელოდა მარადიულად. ამ ლეგენდის დამსახურებით, ეს კოშკი განსაკუთრებით პოპულარულია შეყვარებულ წყვილებში.

რაც შეეხება მესტიას, ის ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტია. მდებარეობს ზღვის დონიდან 1,500 მეტრზე, გამოირჩევა თვალწარმტაცი ფერდობებითა და თვალუწვდენელი ხედებით. ცივი და თოვლიანი ზამთარი დამახასიათებელია აქაურობისთვის. ზემო სვანეთში ასვლა მეტად რთულია. სწორედ ამიტომ, საუკუნეების განმავლობაში ის წარმოადგენდა ეროვნული საგანძურის ერთგვარ საცავს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ აქ შეგიძლიათ იხილოთ უნიკალური ხატები, უძველესი ხელნაწერები. დღეს აქ არის მესტიის ეთნოლოგიური და ისტორიული მუზეუმი. თუ მესტიას ესტუმრებით თებერვლის დასაწყისში, დაინახავთ, თუ როგორაა გაბრწყინებული სოფელი პატარ-პატარა კოცონებით. ამ ტრადიციას ლამპრობა ჰქვია, და ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას წარმოადგენს. ამ დღეს ადგილობრივები ხის ნაფოტებისგან კოცონს ანთებენ, იმდენს, რამდენი კაციცაა თითო ოჯახში და ლოცულობენ, ევედრებიან წმ. გიორგის, რომ კარგი წელი ჰქონდეთ.   

მანძილი დედაქალაქიდან
340 კმ
მესტია, სვანეთი - Mestia, Svaneti
მესტია

მესტია ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრია. იგი მდებარეობს მწვერვალებითა და მთებით გა...

Ushba waterfall
უშბის ჩანჩქერი (შდუგრა)

უშბის ჩანჩქერი(შდუგრა) საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან....

მუნიციპალიტეტები

იხილეთ ასევე

ეგრისის ქედი (სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედი) არის კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, რომელიც მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვან...

ბილიკი მდიდარია პანორამებით და თვალწარმტაცი ხედებით. მარშრუტზე შეძლებთ იხილოთ: მწვერვალები გულბა, მწვერვალები  უშბა, ლაილა, თეთნულდი, შხარა, გესტ...

უშბის ჩანჩქერი(შდუგრა) საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან. ჩანჩქერთან შესაძლებელია მისვლა როგორც ძირში ასევე...

მარშრუტი არის ერთ-ერთი გამორჩეული სვანეთის ტერიტორიაზე. იგი იწყება მესტიიდან და მთავრდება უშგულში. გზად გაივლის მულახის თემს, წანერის ხეობას, სოფელ ად...

მესტია ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრია. იგი მდებარეობს მწვერვალებითა და მთებით გარშემორტყმულ ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და ...

ქორულდის ტბები მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მესტიის ჩრდილოეთით ზღვის დონიდან 2750 მეტრზე.  ტბებიდან განსაკთრებული ხედი იშლება სვანეთზე, მწვე...

უშბის ჩანჩქერი(შდუგრა) საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან. ჩანჩქერთან შესაძლებელია მისვლა როგორც ძირში ასევე...

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მესტიიდან 8 კილომეტრის დაშორებით. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრია, ხოლო მინიმალური...

სად მდებარეობს კურორტი თეთნულდი?სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ წყ...

მარშრუტი იწყება სოფელი ურავიდან. ბილიკი მიუყვება აღმართს და მიდის საბანაკე ადგილთან. საბანაკედან ბილიკი მიემართება დასავლეთისკენ, შედის ხეობაში და გად...

მარშრუტი იწყება კურორტი ლაშიჭალადან და ჩრდილო -აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება მდინარე ლაჯანურის მარცხენა ფერდს. გზად ბილიკი კვეთს მდინარის შენაკად...

ლეხზირი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. გ...

ჭალაათის მყინვარი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონი...

მემულის ტბა მდებარეობის ჭუბერის თემში ზღვის დონიდან 2750 მეტრზე. ტბა განლაგებულია მდინაარეების ნენსკრასა და საკენის გამყოფი ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ...

შკედი — სოფელი რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში,  ლენტეხის მუნიციპალიტეტში (ჩიხარეშის თემი), მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის...

ლენტეხი — დაბა, ლენტეხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ცხენისწყლის შენაკადის მდინარე ლასკადურაზე, ზღვის ...

მეზირის მთავარანგელოზების ეკლესია - XI საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია - ,,მეზრათარგლეზერ“ მეზურის მთავარანგელოზი. მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში...

მეზირის ტბა - მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოსა და ეცერის თემების საზღვარზე, ტვებიშის თავზე, მეზირის მთაზე, შემაღლებულ ფერდობზე, ზღვის დ...

მაზერი — სოფელი სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში (ბეჩოს თემი), მდინარე დოლრაჭალის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის...

ქორულდის ტბები - მდებარეობს ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში, ზღვის დონიდან 2850 მ-ზე. ტბებს გარს აკრევს კავკასიონის მყინვარები და მწვერვალები. პანორამულ ...

ზედა ვედი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში....

უშგული — თემი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში. შედგება 4 სოფლისგან: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში (თემის ცენტრი).მდებარეობაუშგული მდებარე...

სვანეთის სილამაზისა და საინტერესო ადგილების გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესო მარშრუტია ხალდედან უშგულში გადამავალი ბილიკი. სვანეთი უმაღლესი მწვერვალები...

ჩათინი, ჩათინთაუ — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამ...

დალაყორის ქედი, დალახორა, სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთი შტოქედი, ლეხზირ-ჭალაათის მყინვარებს შორის. უმაღლესი მწვერვალი დალაყო...

ზეგანი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარის თემში....

მემულის საზაფხულო ფერმები - მდებარეობს სამეგრელო - ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში ზღვის დონიდან 1270 მეტრზე. ფერ...

მემულის ტბა მდებარეობის სამეგრელო - ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში, ზღვის დონიდან 2750 მეტრზე. ტბა განლაგებულია მდინაარეების ნე...

ტიტა — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში....

ლაკუმურაშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე. ტობავარჩხილის ტბიდან დაახლო...

სამეგრელო - ზემო სვანეთში მდებარეობს პატარა სოფელი ჰეშკილი, მესტიიდან 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სამთო- სათხილამურო კურორტ ჰაწვალისკენ მ...

სოფელი ხალდე მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, კალას თემში, ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, ხალდეჭალის ხეობაში, ზღვის დონი...

ბანგურიანი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების მესტიაჭალ...

კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, მესტიის მუნიციპალიტეტში. მისი სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდა...

ბჟედუხი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 43...

ლახირი — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში (მულახის თემი), სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის ხეობაში. ზღვის...

მაჯვდიერი — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში (მულახის თემი), მდინარე მულხრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1680 მ, მესტიიდა...

მხერის მთა მდებარეობს ზემო სვანეთში, ლატალის თემში, ზღვის დონიდან 2460 მეტრზე. მხერის მთის უმაღლეს წერტილში მდებარეობს მხერის ეკლესია, მწვერვალ ლაჰილი...

ნაკიფარი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარის თემში. მდებარეობს მდინარე ენგურის ნაპირზე. ზღვის დონი...

ჟაბეში — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში. მდებარეობს მდინარე მულხრის (მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 1680 მეტ...

ჟამუში — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში...

უშბა — ორთავიანი მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მწვერვალ იალბუზის ...

ჭალაათის მყინვარი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონი...

მარშრუტი იწყება სოფელი ლიხეთის შესასვლელთან, გაივლის სოფელს და მიემართება ჩრდილოეთით საბანაკე ადგილისკენ. საბანაკე ადგილი მდებარეობს მდინარე ხეორის წყ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სვანეთი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!