დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა
გააქირავე კოტეჯი
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გააქირავე ტრანსპორტი
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
გაყიდე ტურისტული მომსახურება
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაწაშალეთ ეგ სამარცხვინო თარგმანი! ნუ ამახინჯებთ ტოპონიმებს და ჰიდრონიმებს
გამარჯობათ ტურებს ხომ არ აწყობთ ტობაზე ? მადლობთ
მოგესალმებით,მაინტერესებს მუხურიდან ტობავარჩხილის ტბამდე როგორ მოვხვდე,უმოკლესი გზა,თუ არის შესაძლებელი ცხენის დაქირავება და სადამდე მივალთ ცხენით,რამდენი კილომეტრის გავლა შეგვიძლია ცხენით და შემდეგ რამდენი გვიწევს ფეხით.მადლობა
გამარჯობა მარიამ, სოფელი მუხურიდან ნათიფურუმდე (საიდანაც საფეხმავლო ბილიკი იწყება) შესაძლებელია ჯიპით ასვლა. 2021-ში ძალიან კარგი გზა იყო, თუმცა წელს რა მდგომარეობაა ვერ გეტყვით. სავარაუდოდ ტობას სეზონამდე მოაწესრიგებენ. სამანქანო გზიდან პირველ ტბამდე 7-8 (ნორმალურად მოსიარულე მოლაშქრისთვის) საათის სავალია ფეხით. ცხენების ქირაობა შესაძლებელია, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერავის გავუწევთ.
მაინტერესებს ახლომახლო მდებარე მღვმეები,მინერალური წყლები და სხვა. თუ შეგიძლიათ მითხრათ რომელი მხრიდან რა ადგილია განლაგებული? ( მწვერვალები,მყინვარები,ტბები,ჩანჩქერები,საძოვრები )
Hello, when does this become accessible from snow?
Good day, the best period to hike to the lakes is second half of July and all the August.
და რა ადგილები უნდა გავიაროთ იქ მისასვლელათ
გამარჯობა, მაინტერესებს არის თუ არა ტობავარჩხილის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებით დასარჩენია ადგილი და რამდენად მიზანშეწონილია ამ ადგილას კარვებით ღამის გათენება?
მოგესალმებით, დიახ. ტობავარჩხილის ტბასთან თამამად შეგიძლიათ კარვებით დარჩეთ.
სხვა ალტერნატივა მაინც არ არსებობს, ტბაზე ასვლა-ჩამოსვლა 1 დღეში არ ესწრება, არანაირი ცივილიზაცია არ არის ახლოს, შესაბამისად ერთადერთი გამოსავალია კარვით დარჩენა. ტობავარჩხილს ანუ დიდ ტბას მშვენიერი საბანაკე მინდორი აქვს გვერდით, ასევე ოხოჯეს ტბასაც ძალიან ლამაზი და ხასხასა ბალახით მოფენილი მინდორი აქვს ერთი მხრიდან.
რამდენი კილომეტრია სქურიდან ტბამდე? და როგორი გზაა?
სქურიდან ტბამდე არის 30 კილომეტრი. თუმცა მაღალი გამავლობის მანქანით შესაძლებელია 12 კილომეტრის შემოკლება და ყვირას მთამდე მისვლა საიდანაც ტბამდე რჩება 18 კილომეტრი. ამ ადგილიდან კი გზა თავიდან მიუყვება ძველ სატყეო გზას, შემდეგ ბილიკი ეშვება მაგანას ხეობაში და აქედან მიუყვება მდინარეს. რამდენჯერმე საჭიროა მდინარის გადაკვეთაც. მაგანას ხეობაში დიდი აღმართები არ არის, მხოლოდ ხეობის ბოლოს ბილიკი მარცხნივ შედის და ადის პირდაპირ ტბაზე.
ამ ტბაზე მოსახვედრი ყველა ვარიანტის სანახავად იხილეთ ეს მარშრუტი:
https://georgiantravelguide.com/ka/tobavarchkhilis-tbebi-toba
სალამი. ცხენების ქირაობა რამდენად შესაძლებელია ? და ყვირას მთამდე დელიკით თუ შეიძლება მისვლა? მადლობა!
მოგესალმებით, ცხენების ქირაობა შესაძლებელია სოფლებში. თუმცა ყვირას მთაზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი.
და მანქანის დატოვება არ არის საშიში????