დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ფოთი, სამეგრელო - Poti, Samegrelo ფოთი, სამეგრელო - Poti, Samegrelo ფოთი, სამეგრელო - Poti, Samegrelo ფოთი, სამეგრელო - Poti, Samegrelo ფოთი, სამეგრელო - Poti, Samegrelo ფოთი, სამეგრელო - Poti, Samegrelo ფოთი, სამეგრელო - Poti, Samegrelo ფოთი, სამეგრელო - Poti, Samegrelo ფოთი, სამეგრელო - Poti, Samegrelo

ფოთის შესახებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მეცნიერთა აზრით დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე მდებარეობდა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ფაზისი და ფოთი ამ ანტიკური ქალაქის მემკვიდრედ ითვლება. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე აღმოჩენილია გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის ნამოსახლარები. დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალათაგან ყველაზე ადრეული არტეფაქტები (პალიასტომის ტბის დასავლეთ ნაწილში, ადგილ ნატეხებთან აღმოჩენილი ჭურჭელი) ძვ.წ. IV საუკუნით თარიღდება. ისტორიულ წყაროებში ფოთი პირველად VIII საუკუნეში იხსენიება. 1578 წელს ფოთი ოსმალებმა დაიპყრეს. მომდევნო საუკუნეებში ქალაქი პერიოდულად ხან რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ იყო, ხან ოსმალეთის. ფოთის გამოცოცხლება, რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის - ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. სწორედ ნიკო ნიკოლაძის პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარების შემუშავება. დღესდღეობით ფოთი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ფუნდამენტალური რეგიონია. ქალაქის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის აუზის ერთ-ერთ უდიდეს ნავსადგურს წარმოადგენს. ქალაქში ფუნქციონირებს სპორტულ-ტურისტული ბაზები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიბლიოთეკები, კოლხური კულტურის მუზეუმი, ფოლკლორის ცენტრი და ა.შ. ფოთი ძალიან ლამაზი ზღვისპირა ქალაქია XIX-XX საუკუნეების არქიტექტურით, საინტერესო ისტორიებითა და მითებით.


გეოგრაფია

ქალაქი ფოთი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში, შავ ზღვაზე, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს, მდინარე რიონისა და შავი ზღვის შესართავთან. ქალაქს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა. ფოთისთვის დამახასიათებელია ვაკე რელიეფი. ქალაქი ზღვის დონიდან საშუალოდ 0.8-2 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. დაბალი ჰიფსომეტრიული დონე და ნიადაგ-გრუნტის წყლის სიახლოვე ზედაპირთან დაჭაობების პროცესს განაპირობებს, ამიტომაც გარკვეული ტერიტორიების ხელოვნურად ამაღლება ხდება. ხელოვნურადაა ამაღლებული 9 აპრილის ხეივანი და რიონის ხიდთან კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი. ქალაქის მწვანე საფარს ძირითადად ქალაქის ცენტრალური პარკი, მალთაყვის ტყე-პარკი, გამწვანების ზოლები, სკვერებისა და ქუჩების გამწვანებები წარმოადგენს. პალიასტომის ტბა შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია მობუდარი, მოზამთრე და გადამფრენი ფრინველებისათვის. ფოთის ფაუნა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ გვხვდება დელფინი აფალინა, თეთრგვერდა დელფინი, ტურა, გარეული ღორი, კავკასიური თხუნელა და ა.შ.


რა ვნახოთ

თუკი ფოთში მოგზაურობას გადაწყვეტთ აუცილებლად უნდა მოინახულოთ პალიასტომის ტბა. პალიასტომის ტბა სიდიდით მესამე ტბაა საქართველოში და შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს მობუდარ თუ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი სანაოსნო მარშრუტებს სთავაზობს ტურისტებს ტბის უკეთ გასაცნობად. ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზში თქვენ ასევე შეძლებთ გაეცნოთ ადგილობრივ ფლორისა და ფაუნის ნიმუშებს. ფოთის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ოქროს ტბა გახლავთ, რომელიც სანაოსნო არხს წარმოადგენს და მრავალ წყლის სპორტის მოყვარულს იზიდავს. ქალაქი ფოთი მომხიბვლელი არქიტექტურითაც გამოირჩევა, ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლი კი ფოთის საკათედრო ტაძარია. ფოთის საკათედრო ტაძარი კონსტანტინოპოლის წმ. სოფიას ტაძრის არქიტექტურის მიხედვით არის აგებული. ფოთის კულტურულ ძეგლთაგან გამორჩეულია ასევე ნიკო ნიკოლაძის კოშკი, რომელიც XVIII საუკუნის 30-იან წლების ციხე გალავნის კედელზე დაშენებულ ანსამლურ ხუროთმოძღვრულ ძეგლს წარმოადგენს. ფოთში ფუნქციონირებს კოლხური კულტურის მუზეუმი. მუზეუმში წარმოდგენილია ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვეული მასალა, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულიდან ჩვ. წ. აღ-ის VII-VIII სს-მდე პერიოდებს მოიცავს.


ბუნება


კულტურული ძეგლები

ტურები სამეგრელოში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Kondrate Janashia
Kondrate Janashia

ფოთი ძალიან ლამაზია. ფოთის საიტითაც ხშირად ვსარგებლობ და ყველას გირჩვევთ. https://poti.ge/turquli-serialebi/

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ფოთი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!