იმერეთის მხარე დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და
ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის, იმერეთის ტერიტორიას მოიცავს. იმერეთი უძველესი კულტურის
მქონე მხარეა. იგი ასევე ულამაზესი და მრავალფეროვანი ბუნებითაც გამოირჩევა. ძველი
კოლხეთის დიდების ნაშთები, ტაძრები, ჩანჩქერები, მისტიური ხვამლის მთა თუ მრავალრიცხოვანი
მღვიმეები ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებენ.
ისტორია
იმერეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ
კიდევ ქვედა პალეოლითის ხანიდან (პალეოლითი - უძველესი
დროიდან ძვ.წ. 12000-მდე) დასტურდება.
ძვ.წ. XIII საუკუნეში აქ კოლხურ ტომთა დიდი გაერთიანება არსებობდა. მოგვიანებით კი
ადრინდლი კლასობრივი ქართული სახელმწიფო, კოლხა შეიქმნა. კოლხას დაცემის შემდეგ დასავლეთ
საქართველოში კოლხეთის სამეფო გაჩნდა, რომლის დედაქალაქადაც, ანტიკური ავტორების მიხედვით,
ქუთაისი მიიჩნევა. კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო დღევანდელი იმერეთის ტერიტორია.
I საუკუნეში კი კოლხეთის სამეფოს ადგილას ახალი ქართული სახელმწიფოებრივი ერთეული,
ეგრისის სამეფო (ლაზიკა) წარმოიქმნა, რომელიც მალევე რომის იმპერიის გავლენის ქვეშ
მოექცა. ეგრისის სამეფო ბერძნებისა და სპარსელების დაპირისპირების ობიექტიც იყო. XIII
საუკუნის დასაწყისში ეგრისში არაბმა სარდალმა, მურვან ყრუმ ილაშქრა და დაარბია. მომდევნო
პერიოდში კი იმერეთი საქართველოს ცხოვრების ცენტრში მოექცა და ქუთაისი ჯერ დასავლეთ
საქართველოს, შემდეგ კი სრულიად საქართველოს დედაქალაქი გახდა. იმერეთის ოქროს ხანად
X-XII საუკუნეები ითვლება. სწორედ ამ პერიოდში აშენდა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი
ნიუშები. XV საუკუნეში, საქართველოს ფეოდალური მონარქიის დაშლის შემდეგ, იმერეთი ცალკე
ფეოდალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. თავდაპირველად იმერეთის სამეფო
დასავლეთ
საქართველოს
მთელ
ტერიტორიას
მოიცავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მას ჩამოშორდა ოდიშის,
გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. იმერეთის სამეფოს დედაქალაქი ქუთაისი
იყო. ქუთასმა მრავალი აღმავლობა განიცადა, თუმცა ის თავისი სიმდიდრის
და სტრატეგიული მდებარეობის გამო დარბეულიც ხშირად ყოფილა. ქუთაისი საუკუნეების განმავლობაში
წარმოადგენდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს. საბჭოთა პერიოდში კი ის იყო ერთ-ერთი
უდიდესი სამრეწველო ცენტრი. დღევანდელი სამხარეო დაყოფის
საფუძველზე
ისტორიულ
იმერეთს
ტერიტორიულ-ადმინისტრაციული
მხარის
სტატუსი
აქვს.
კულტურა
იმერეთის კულტურა, საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად,
განსხვავებული და მრავალფეროვანია. იმერეთში სხვადასხვა სახალხო დღესასწაული აღინიშნება,
მაგალითად: ზეკარობა, ორწიფობა (იგივე მოწამეთობა), ბოსლობა, საჩხერლობა, ჭიათურობა
და ა.შ. ბოსლობა ღვთაება ბოსელის პატივსაცემად იმართება. ამ დღესასწაულზე
ბოსელში
მიმავალ
კაცებს
ბავშვები
ჰყავდათ
ზურგზე
მოკიდებული,
საქონელს
ქონის
ნაჭერს
უსვამდნენ
– ასე
გასუქდიო. ზეკარობაზე ხალხი ქვასაყდარას ბორცვს სტუმრობს, შესაძლებელია ტრადიციული
კერძების დაგემოვნება, იმართება დოღი და სხვა ღონისძიებები. დღესასწაული ამ სახელწოდებით
რამდენიმე
წელია,
რაც
იმართება
და
იგი
„მწყემსის
დღის“
ახლებური
გაგრძელებაა.
იმერეთის განუყოფელი ნაწილია სიმღერა. ცნობილია ამ მხარის ფოლკლორი და
ქალქური სიმღერები. იმერლები გამორჩეული არიან ესთეტიკითა და სიკოხტავით, ეს მათ კარმიდამოსაც
და ტრადიციულ სამოსსაც ეტყობა. იმერულ, ლამაზ ტანსაცმელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშიც
იხილავთ. ძველად იმერეთისთვის დამახასიათებელი იყო მოკლე
ჩოხა.
რაფიელ
ერისთავი
იმერელი მამაკაცის ჩაცმულობას ასე არწერდა
– „იმერლები
ახალუხს
ზემოთ
მოკლე
ჩოხებს
ატარებდნენ,
წვივებზე
შალის
პაიჭებს,
რომლებსაც
ლეკვერთხებით
იკრავდნენ,
თავზე
სარჩულდადებული
ფაფანაკი
ეხურათ“. მგოვიანებით
კი ჩერქეზული გრძელი ჩოხა გავრცელებულა. ეს მხარე მშენებლობის ოსტატობითაც გამოირჩევა.
აქ კარმიდამოს დაგეგმვის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საცხოვრებელი სახლი
ეზოს ცენტრში დგას. ის კრამიტით არის გადახურული და მზისკენ მიქცეული, მოჩუქურთმებული
აივნები ამშვენებთ.
საქართველოში მეთუნეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა შროშა. ხელობის ტრადიცია და საიდუმლო
აქ ყველა ოჯახში დაცულია და მამიდან შვილს გადაეცემა. სოფელ შროშაში მდებარეობს თიხის
ნაწარმის დიდი ბაზრობა.
იმერლები საოცრად სტუმართმოყვარე ხალხია და იმერული სამზარეულოც უგემრიელესია. გავრცელებულია
ნიგვზიანი კერძები, ასევე უხვად იყენებენ მწვანილეულს. ცნობილია და მთელ საქართველოში
პოპულარობით სარგებლობს იმერული ხაჭაპური. ასევე ერთ-ერთი გამორჩეული კერძია მაყვლისა
და მკუხე ყურძნის წვენში, ე.წ. ისრიმაყვალში ჩადებული შემწვარი წიწილა.
იმერეთი მეღვინეობის კუთხითაც უნდა აღინიშნოს. იმერეთი ქართული
ღვინის
ერთ-ერთ ყველაზე
მრავალფეროვანი
მხარეა, რაც მთიანი იმერეთის კლიმატური პირობებისა და ნუადაგური
შემადგენლობის მრავალგვარობითაა განპირობებული. იმერული ვაზის ჯიშებია: ცოლიკაური,
ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე, ადანასური და სხვა.
გეოგრაფია და კლიმატი
იმერეთი დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
იგი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით,
დასავლეთით
მდინარე ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის
ქედით
და
სამხრეთით
ფერსათის,
ანუ
მესხეთის
მთებით. რეგიონს ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა
და
ქვემო
სვანეთის
მხარე
ესაზღვრება,
აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი,
სამხრეთიდან
- სამცხე-ჯავახეთი
და
დასავლეთიდან
გურია
და
სამეგრელო-ზემო სვანეთი.
კარგად გამოკვეთილი ბუნებრივი საზღვრები რეგიონს ფიზიკურ-გეოგრაფიულ განკერძოებულობას
ანიჭებს. იმერეთის ტერიტორიაზე ყველა ლანდშაფტური სარტყელი გვხვდება – ნოტიო სუბტროპიკებიდან დაწყებული, ალპური
მდელოებით
დამთავრებული. რეგიონის შემადგენლობაში შედის შედის ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქუთაისი. იმერეთი
იყოფა
ორ
ნაწილად:
ზემო
და
ქვემო
იმერეთად. იმერეთი
საქართველოს
სხვა
მხარეებს
უკავშირდება
შემდეგი უღელტეხილებით: რაჭას – ნაქერალას (1235მ) და შქმერის;
ქართლს
– რიკოთისა
(999 მ)
და
სურამის
(947 მ);
მესხეთს
– ზეკარის
(2178 მ). ეს მხარე მდიდარია შიდა წყლებით. მთავარ ტრანზიტული მდინარეებია რიონი
და ცხენისწყალი. იმერეთის ტერიტორიაზე გამავალი მდინარეებია: ძირულა, ჩხერიმელა, ყვირილა,
რიკოთულა და სხვა.
იმერეთის დაბლობი კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს და იგი ზღვის ნოტიო, სუბტროპუკული კლიმატის ოლქში მდებარეობს.
აქ იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11-15℃. საშუალო და მაღალმთიანი ზონისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივზამთრიანი და
გრილზაფხულიანი კლიმატი.
რა ვნახოთ
იმერეთი მდიდარია კულტურული ძეგლებითა და ბუნების მრავალფეროვნებით.
აქ ვხვდებით სხვადასხვა პერიოდის უდიდესი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებს.
ვანის ნაქალაქარი, გელათი, ბაგრატი მითებისა და ისტორიის ლაბირინთებს მოგატარებენ.
იმერეთის მწვანეში ჩაფლული ბუნება კი ნამდვილი
სამოთხეა, კანიონებით, ჩანჩქერებით და უნიკალური მღვიმეებით.
ბუნება
კულტურული ძეგლები
კურორტები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაHow to reach vani, imereti from Tbilisi
by public transport, you should get to the Didube Bus station. There you might find a minibus to Vani, however, the most obvious choice is to get to kutaisi (minibuses are leaving from Didube Bus Station every hour) and from kutaisi, you can take minibus as well or rent a taxi.
Thanks so much !!