დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

company-940-x-788-3-1
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
for-contributors
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
for-guides
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
თერჯოლის მუნიციპალიტეტი Terjola municipality

თერჯოლის შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, ამას თერჯოლაში არსებული გამოქვაბულებიც ადასტურებს, სადაც ქვის იარაღები და სხვა არტეფაქტებია გამოვლენილი. კარგადაა ცნობილი ცნობილი საკაჟიასა (სოფელი გოდოგანი) და საგვარჯილეს გამოქვაბულები. რაიონში ასევე აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები, რაც ცხადყოფს რომ ამ ტერიტორიებზე ადამიანის განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე არსებობდა დასახლებები. ანტიკურ პერიოდში აქ განვითარებული იყო ვაჭრობა და ხელოსნობა. თერჯოლის ისტორიულ წარსულში და ასევე ისტორიული კოლხეთის, შემდეგ კი ეგრის-ლაზიკის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალაქები, ჩიხორი და ჩხარი, აქტიურ როლს ასრულებდა. თერჯოლა მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა შუასაუკუნეებშიც. ცნობილია V საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი სკანდას ციხე, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა დიდი სავაჭრო საქარავნო გზა - „აბრეშუმის გზა”. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა, ლევან მეორე დადიანმა, არაერთხელ ილაშქრა ამ მხარეში, რის შედეგადაც ჩხორიცა და ჩიხორიც განადგურდა და ნელ-ნელა მოსახლეობისგან დაიცალა. XVIII საუკუნის 30-იან წლებში ქალაქები კვლავ აღდგა. თერჯოლის ტერიტორიაზე არსებულმა დასახლებებმა, ისევე, როგორც სრულიად იმერეთმა მრავალი დაღმასვლა და აღმასვლა განიცადა. იგი ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა და ჩხარის რაიონი ეწოდებოდა, 1950 წელს თერჯოლის რაიონი გახდა, 2008 წლიდან კი მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. დღესდღეობით იგი განვითარებული რაიონია, აქ ფუნქციონირებს 3 თეატრი, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურული დაწესებულებები. თერჯოლაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში ასევე არის ჩაისა და ღვინის ქარხნები. რაიონში არის ჰიდროელექტროსადგური "ძევრულაჰესი". მუნიციპალიტეტში მოიპოვება წიაღისეულიც, როგორიცაა: ქალცედონი, კირქვა, სპონგოლითი, მარმარილო, საკრამიტე და სააგურე თიხა, ეკლარი და სხვა. თავად სახელწოდება თერჯოლა მკვლევართა აზრით თეთრ ბჟოლას (ანუ თუთას) უნდა ნიშნავდეს. მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ჯადოსნური კარსტული მღვიმეები, ჩანჩქერები, ციხე-სიმაგრეები თუ უძველესი ტაძრები უამრავ მნახველს იზიდავს და გულგრილს არავის ტოვებს.


გეოგრაფია და კლიმატი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თერჯოლა. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ქალაქი ქუთაისი ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით - ტყიბული, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ჭიათურა, სამხრეთით კი - ბაღდათი. თერჯოლა მდინარეთა ხშირი ქსელით ხასიათდება. მთავარი მდინარეა ყვირილა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე მიედინება მდინარეები: ჩოლაბური, ძევრულა, წყალწითელა და სხვა. რაიონი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეული საფარი. ტყეებში გავრცელებულია: მუხა, წიფელი, ცაცხვი, კავკასიური ძელქვა, ბზა, ტირიფი, მურყვანი, უთხოვარი და ა.შ. თერჯოლის ჯერ კიდევ ხელუხლებელ ტყის მასივებში ბინადრობენ: მგელი, კავკასიური კვერნა, მაჩვი, ტურა, მგელი, კურდღელი, წავი და მრავალი სხვა. არგვეთის ქედის კალთების უტყეო და დაუმუშავებული ადგილები მდელოებს უჭირავს, რომლებსაც სათიბებად და საძოვრებად იყენებენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის დაბალმთიან და საშუალომთიან ადგილებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, კლიმატი მაინც ნოტიოა. რაიონისთვის დამახასიათებელია ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9˚ C -დან 14,1˚ C -მდე მერყეობს.


რა ვნახოთ

თერჯოლის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნეითა და საინტერესო კულტურული ძეგლების სიმრავლით. ტყეები, ულამაზესი ჩანჩქერები და საოცარი, ჯადოსნური კარსტული მღვიმეები უამრავ ბუნების მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებით პოპულარულია: ქადაგიძის რაფის ჩანჩქერი, ნავენახევის მღვიმე, მუჯირეთის მღვიმე, გოგნის ტბა და ა.შ. 4 მეტრის სიმაღლის ქადაგიძის რაფის ჩანჩქერი საოცარი სანახაობაა, იგი იმითაც გამოირჩევა, რომ ჩანჩქერთან ახლოს დინოზავრის ნაკვალევია შემონახული. ხეებში ჩაფლული გოგნის ტბა კი შესანიშნავია პიკნიკისთვის და ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად. თერჯოლაში მდებარე მღვიმეები კი ულამაზესი დარბაზებით, სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების ზღაპრული წყებებით პრეისტორიულ სამყაროში გამოგზაურებენ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მრავლად გვხვდება კულტურული ძეგლები. აქ ნახავთ როგორც ქვის ხანის ადამიანის ნამოსახლარ გამოქვაბულებს, ასევე შუასაუკუნეების ტაძრებსა და ციხესიმაგრეებს. აღსანიშნავია საგვარჯილეს გამოქვაბული, სოფელ ძევრში მდებარე კლდეში ნაკვეთი სახიზარი, მაჩიტაურის ციხე, გოდოგანის თაღოვანი ხიდი, ჩხარის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია, სკანდეს ციხე, თუზის სამების ეკლესია და სხვა. თერჯოლაში ასევე შეგიძლიათ დავით კლდიაშვილისა და შალვა ამირანაშვილის სახლ-მუზეუმების მონახულება. რაიონში მდებარე კურორტ ქვედა სიმონეთში კი სასიამოვნო დასვენებას შეძლებთ. იგი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია.


ბუნება


კულტურული ძეგლები

  • სკანდის ციხე
  • ძევრის სახიზარი
  • სიმონეთის დედათა მონასტერი
  • გოდოგანის თაღოვანი ხიდი
  • ჩხარის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია
  • მაჩიტაურის ციხე


კურორტები

  • ქვედა სიმონეთი


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

აუცილებლად სანახავი ადგილები თერჯოლაში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თერჯოლა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!