
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მუჯირეთის მღვიმე - მდებარეობს სოფელ მუჯირეთის მიდამოებში, ე.წ. მოლევის უბანში, მდინარე ძუსას ხეობის მაჯვენა ფერდობზე, საზანოს თემში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, იმერეთი.
მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში, აღმავალფსკერიანი გვირაბის ტიპის სიღრუე. წარმოდგენილია ერთ-ერთი ძირითადი დერეფნით და მოკლე განშტოებით. სიღრმეში თანდათანობით ვიწროვდება და გაუვალი ხდება.
მღვიმის შესასვლელის სიმაღლე ზღვის დონიდან არის 275 მეტრი, ხოლო მდინარე ძუსას დონიდან 15 მეტრი, მაქსიმალური სიღრმე 92 მეტრი, საპროექტო სიგრძე 72 მეტრი, მინიმალური სიგანე 1 მეტრი, მაქსიმალური სიგანე კი 4 მეტრი, მაქსიმალური სიმაღლე 3,5 მეტრი, მინიმალური სიმაღლე 1 მ, ფსკერის ფართობი 98 მ2, საერთო მოცულობა 117 მ3.
მღვიმე ქიმიური ნალექებით ღარიბია, დინამიური, მშრალია, ბინადრობენ ობობები, ღამურები, ისტორიული დროის ნაგებობაა, შესასვლელთან ამოშენებულია ქვითკირის კედელი, აგრეთვე მღვიმის შუა ნაწილში მკვეთრად გამოკვეთილი კარია ამოშენებული, ხოლო სიღრმეში მთლიანი ზღუდეა ამოშენებული, რომლის ნაწილი ამჟამად დაგრეულია, მღვიმე ადვილი გასავლელია, შედგენილია გეგმა და გასწვრივი ჭრილი, მუჯირეთის კარსტული მღვიმე გამოკვლეულია ზაზა ლეჟავას მიერ 1990 წელს.
მღვიმესთან მიდის სამანქანო გზა, ბოლო რამდენიმე კმ გრუნტიანი გზაა, თუმცა ნებისმიერი ტიპის მანქანითაა გადაადგილება შესაძლებელი. მღვიმე გზიდან დაშოლებული 200 მეტრით, სადაც მიუყვება საფეხმავლო ბილიკი. ბილიკიც და მღვიმეც მარტივი გასავლელია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი გავლა.
მანძილი თერჯოლიდან 20 კმ. ქუთაისიდან 50 კმ.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა