დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

company-940-x-788-3-1
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
for-contributors
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
for-guides
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად

გელათის მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

გელათის მონასტერი იმერეთის მხარეში მდებარეობს, ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით. მონასტერი დავით აღმაშენებელმა დააარსა 1106 წელს. მის ანდერძში ვკითხულობთ: “დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ”. სწორედ აქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე. ანსამბლი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, სამრეკლოს, აკადემიასა და გალავანს. გელათის მონასტერი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ: არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე, ექვთიმე საყვარელიძე, გედეონ ლორთქიფანიძე და სხვა. მონასტრის მშენებლობის დასრულება დავითმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო და დაწყებული საქმიანობა მისმა შვილმა - დემეტრემ გააგრძელა. XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა გადაწვა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერი აღადგინეს და ახალი მამულები შესწირეს. ბაგრატ III-ს გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს. XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მონასტერი საეკლესიო სემინარიიდან სახელმწიფო დაწესებულებად იქცა. გელათის მონასტერი მდიდარ ხელნაწერთა ფონდსა და ჭედური ხელოვნების ნიმუშებს ფლობდა, რომლებიც ამჟამად მუზეუმებშია დაცული. გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


არქიტექტურა

გელათის მონასტერი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, რომელთა შორის დომინანტია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი. კომპლექსში ასევე შედის: წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია და გალავანი. ღვთისმშობლის მიძინების მთავარი ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. განსაკუთრებულად შთამბეჭდავია ტაძრის შიდა სივრცე. ცენტრში აღმართული განიერი და მაღალი გუმბათი ოთხ მკლავზე გარდამავალ თაღებს ეყრდნობა. ჯვრის მკლავები, რომლებიც ცენტრალურ სივრცეს ქმნიან, განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. მთავარი, აღმოსავლეთის მკლავი ღრმა ბემისა და ნახევარწრიული აფსიდისაგან შედგება. საკურთხევლის მარჯვნივ სადიაკვნეა, მარცხნივ კი - სამკვეთლო. ჯვრის მკლავები ოდნავ შეისრული კამარებითაა გადახურული. ტაძრის დასავლეთ ნაწილის გვერდითა მხარეები ორსართულიანია, მეორე სართულზე პატრონიკეა მოწყობილი. პატრონიკეს დონეზე საკურთხეველსაც აქვს მეორე სართული, სადაც სამალავები იყო განთავსებული. ნაგებობის ცენტრალურ სივრცეს განიერი, მაღალი, თექვსმეტსარკმლიანი გუმბათი აგვირგვინებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. ტაძრის შიდა სივრცე კარგადაა განათებული. ნაგებობას სამი მხრიდან მოგვიანო მინაშენები აკრავს, რომლებიც მას ერთგვარად ამძიმებს. ფასადები სადადაა მორთული: მხოლოდ კარ-ფანჯრებია გაფორმებული. ტაძრის გარე მასები, ძირითადი კორპუსის ფარგლებში, მწყობრია და ერთიანი. ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით. გელათის ტაძარში დაცულია ქართული მონუმენტური მხატვრობისა და მოზაიკის მნიშვნელოვანი ნიმუშები.

მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით დგას XIV საუკუნის დასაწყისში აგებული წმ. გიორგის ეკლესია. ტაძრის გეგმა და შიდა სივრცის გადაწყვეტა შეესატყვისება ეპოქის ტრადიციებს. ეკლესია ყურადღებას იქცევს ლამაზი რელიეფური ორნამენტებითა და ფრესკებით.

მთავარი ტაძრის დასავლეთით წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა დგას. ეკლესიის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. ეს ნაგებობა წარმოადგენს პოსდამენტს, რომელზედაც აღმართულია ჯვრის ტიპის პატარა ეკლესია. პირველი სართული მეორეს ქვის კიბით უკავშირდება. გელათის აკადემიის შენობა ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს. კარიბჭით უზარმაზარ დარბაზში შევდივართ. ნაგებობა ოთკუთხედი ფორმისაა. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომლებიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული.

სამრეკლო სამსართულიანია. პირველი ორი მონასტრის თანადროულია, მესამე - შედარებით გვიანდელი, XIV საუკუნის. პირველ სართულზე გამოყვანილია წყალი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ადრე წყალი მილებით შედიოდა ყველა პალატსა და სადგომში.


როგორ მივიდეთ

გელათის მონასტერში მოსახვედრად საჭიროა ქუთაისში ჩასვლა. ქუთაისის მიმართულებით მოძრაობს სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი: ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მატარებელი და ასევე სრულდება ავიარეისები თბილისიდან, მესტიიდან და ამბროლაურიდან ქუთაისის მიმართულებით. ტრანსპორტი გადის დიდუბისა და თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალიდან. ქუთაისიდან გელათის მონასტერი დაშორებულია 9 კმ-ით, ამ მანძილის დასაფარად დაგჭირდებათ ტაქსის დაქირავება.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე ტურები

რუკა

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გელათის მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!