ქუთაისის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, მდიდარი ისტორიით, არქიტექტურით, ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლებით. აქედან გამომდინარე მას ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს.


სად მდებარეობს?


ქალაქი და მუნიციპალიტეტი - ქუთაისი მდებარეობს იმერეთში, მდინარე რიონის სანაპიროებზე, ზღვის დონიდან 80-120 მეტრზე და იგი წარმოადგენს იმერეთის ცენტრს. იმერეთს გეოგრაფიულადაც ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში და კარგი ბუნებრივი საზღვრებითაა შემოფარგლული.


როგორ მოვხვდეთ ქუთაისში?


ქუთაისში მოხვედრა არ წარმოადგენს პრობლემას, მისი მდებარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია ბევრი სხვადასხვა საშუალებით, ან სხვადასხვა დროს წასვლა. ძირითადი სატრანსპორტო საშუალებებია: ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მატარებელი, ასევე სრულდება ავიარეისები თბილისიდან, მესტიიდან და ამბროლაურიდან, ქუთაისის მიმართულებით. საშუალოდ თბილისიდან ქუთაისამდე ტრანსპორტირებას სჭირდება 3,5 საათი.


იმერეთის დედაქალაქი ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს მასპინძლობს. ქალაქი გამოირჩევა მრავალფეროვანი ისტორიით და ბუნებით, არქიტექტურით, ისტორიული ძეგლებით, მღვიმეებით, კანიონებით და კულტურით.


საინტერესო ადგილები ქუთაისში


ადგილები რომლებიც ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობებია:


ეკლესია მონასტრები:

  1. ბაგრატის ტაძარი

  2. გელათის მონასტერი

  3. მოწამეთას მონასტერი


მღვიმეები და კანიონები

  1. სათაფლიის კრისტალური მღვიმე

  2. პრომეთეს მღვიმე

  3. ნავენახევის მღვიმე

  4. ოკაცეს კანიონი


მუზეუმი

  1. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

  2. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი


ბუნებრივი ძეგლი

  1. კაცხის სვეტი

  2. კინჩხის ჩანჩქერი


ისტორია


ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩენილი.


VI საუკუნეში ქუთაისი ეგრისის სატახტო ქალაქი იყო. VIII საუკუნის ბოლოს იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია. X საუკუნეში ქალაქის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. 978 წელს აქ ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი დაიდგა. მეფედ დაჯდა ბაგრატ III. მან ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ ქუთაისში უმშვენიერესი ,, ბაგრატის ტაძარი’’ აღმართა. ერთიანი საქართველოს დედაქალაქის სტატუსს ქუთაისი 124 წლის მანძილზე ინარჩუნებდა.


1089 წელს საქართველოში დავით აღმაშენებლისს მეფობის ხანა იწყება. მან 1122 წელს თბილისი უცხო დამპყრობლებისგან გაანთავისუფლა და სამეფო ტახტიც იქ გადაიტანა . სწორედ ამ დროიდან სრულდება ქუთაისის, როგორც ერთიანი საქართველოს დედაქალაქის ისტორია. აღმაშენებლის მმართველობის დროს ქალაქთან ახლოს, უნიკალური არქიტექტურული ძეგლი ,,გელათის ტაძარი,, აიგო და უმაღლესი სკოლა-აკადემია დაარსდა. მიუხედავად ქვეყნის პირველი ქალაქის სტატუსის დათმობისა, ქუთაისს არასოდეს დაუკარგავს ადგილი საქართველოს ისტორიაში.

ქუთაისი ევროპის უძველეს ქალაქებს შორის მეხუთეა.


ინფრასტრუქტურა


ქუთაისი საკმაოდ კარგად განვითარებული ქალაქია საქართველოში, იგი თბილისის შემდეგ, ქალაქებს შორის, მეორე ადგილს იკავებს. აქ მრავლადაა რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, არის ასევე თეატრი, კინო, მუზეუმი და სხვა მნიშვნელოვანი ობიქტები, რაც გააჩნია სხვა განვითარებულ ქალაქებს.


ქუთაისი თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოში. ეს არის ქალაქი, რომელსაც უნდა იცნობდე.

მდებარეობა
42.265814, 42.714901
მანძილი დედაქალაქიდან
230 კმ
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

იმერეთი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა კულტურის ცენტრს საქართველოსთვის. ის ამავე დროს უძველესი სატრანზიტო რეგიონი იყო, რადგან აბრეშუმის გზა ევრ...

ბაგრატის ტაძარი - აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ (978-1014 წწ.) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული, რომელსაც თავისი ხუროთმოძღ...

მოწამეთას მონასტერი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქუთაისის აღმოსავლეთით, 6 კილომეტრის დაშორებით, მდინარე წყალწითელას ხეობაში, სოფელ მოწამ...

გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში.როგორ ...

მდებარეობს ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში  კოლხეთის დაბლობზე. აჯამეთის, ვარციხისა და სვირის უბნებისგან შედგება. მანძილი თბილისიდან 220...

შუა საუკუნეებში იყო ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენ...

მდებარეობს ბაღდათის მუნიც-ში, ბაღდათიდან 10 კმ დაშორებით, მდ. ხანისწყლის მარცხენა ნაპირზე. სოფელი როკითი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი...

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მდინარე ხანისწყალზე, ქუთაის-ბაღდათ-ბენარის საავტომობილო გზაზე. ბაღდათში არის თეატრი, ვლადი...

შაორის წყალსაცავი რაჭის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. გზად რაჭისკენ მიმავალი წყალსაცავს ისე ვერ ჩაუვლი, თვალი არ მოგწყვიტოს ულამაზესმა გარემომ. მიუხედა...

ლეჩხუმის რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. მათ შორის ერთ-ერთი ბუნების ძეგლი არის კლდოვანი მასივი - საირმის სვეტები.საირმის ...

მდებარეობს მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში. 800 მეტი ზ.დ. მანძილი თბილისიდან 245 კმ. ბაღდათიდან 23 კმ. ქუთაისიდან 50 კმ. ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირ...

კაცხის სვეტი ზეცისკენ მიმავალი საფეხურია, ეს არის ადგილი, სადაც გამეფებულ მარადიულ სიწყნარეში  ღმერთის არსებობას იგრძნობთ.კაცხის სვეტი მდებარეობს ჭიათ...

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში. რეგიონი 4 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტისგან შედგება: ამბროლა...

რაჭაში, ამბროლაურის რეგიონში, სოფელ კრიხში გამოჩნდა პირველი Glamping კოტეჯი, სახელად - Glamping Georgia კრიხი. სიტყვა “Glamping” ჩვენი ეპოქის პირმშოა,...

საქართველოს რეგიონებში გურია ყველაზე პატარაა. მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება იმერეთი, დასავლეთიდან - შავი ზღვა, ს...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!