თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
ქუთაისი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, იმერეთში და ოდითგანვე წარმოადგენს კულტურულ, საგანმანათლებლო ცენტრს. მისი ადგილმდებარეობა და მრავალსაუკუნოვანი წარსული იზიდავს ვიზიტორებს ცნობილი თუ უცნობილი ადგილების აღმოსაჩენად. დღესდღეობით ქუთაისი არის სიდიდით მესამე ქალაქი საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი.
15 საუკეთესო სანახავი ადგილი ქუთაისში და მის გარშემო იმერეთის რეგიონში.
ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. ისტორიულად იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.
კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, რომელიც ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა. აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს.
„პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი დაარსდა მე-19 საუკუნის შუა წლებში და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის შემდეგ მეორეა ქვეყნის ადრეულ ბოტანიკურ ბაღებს შორის. ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა წარმოდგენილია დაახლოებით 700 სახეობის მცენარით, ხეებითა და ბუჩქებით, მსოფლიოს ყველა ფლორისრული რეგიონიდან. აქ წარმოდგენილია მცენარეთა 210 გვარის სახეობა, რომელიც მიეკუთვნება 80 ბოტანიკურ ოჯახს.
ეს ის ადგილია სადაც შეგიძლიათ დრო მშვიდად გაატაროთ, ისუნთქოთ სუფთა ჰაერი და გადაიღოთ ლამაზი ფოტოები. ზაფხულის განმავლობაში შეგიძლიათ დაესწროთ კინო ჩვენებას, რომელიც მოწყობილია ღია სივრცეში და მოუსმინოთ ხალხულ მუსიკას.
შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. იგი წარმოადგენს ქართველ მეფეთა საძვალეს. გელათის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც დაცულია მე-12 მე-17 საუკუნეების დიდი რაოდენობით ფრესკები და ხელნაწერები. გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
სათაფლია, დაწყებული პრეისტორიული ხანის (120 მილიონი წლის წინანდელი) დინოზავრების ნაკვალევიდან, დამთავრებული კარსტული მღვიმეებით, თითოეულ სტუმარს, არაჩვეულებრივ სანახაობას ჰპირდება. მისი სიდიადე მუდმივად დიდ აღტაცებას იწვევს მნახველებში და თავისი მნიშვნელობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებიც უკავია.
აქ შეგიძლიათ ნახოთ მღვიმე, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობა, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება. სათაფლია დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი ადგილია.
მოწამეთას ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს ქუთაისის აღმოსავლეთით, 6 კილომეტრის დაშორებით, მდინარე წყალწითელას ხეობაში, სოფელ მოწამეთაში.
ტაძარში საკურთხევლის მარცხენა მხარეს, დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. მათი ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა (ორწიფობა). ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით მდიდარი და გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. მღვიმეს გასასვლელი არ აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.
ნავენახევის მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა და დროის სასიამოვნოდ გატარება.
ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულიმუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია, რარიტეტული სიგელ-გუჯრები, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის უაღრესად საყურადღებო ნიმუშები.
ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლისმარშრუტი, მეტად საინტერესოა ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის. ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი. საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.
ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი საქართველოს დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მახლობლად მდებარეობს. ოკაცეს ჩანჩქერამდე მისვლა მარკირებული ბილიკითაა შესაძლებელი.
გეგუთის სასახლე - საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი, მეფეთა ციხე-დარბაზი. ყველაზე ძველი ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ VIII საუკუნისაა, ნაწილი კი XII საუკუნისა.
აქ ნახავთ მეფეთა სასახლის ნაშთებს, სადაც შემორჩენილია მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც აღწერს იმდროინდელ ყოფა-ცხოვრებას. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საპიკნიკე ადგილები, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და მშვენიერი ხედებით დატკბეთ.
წყალტუბო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კურორტია. ცნობილია მიწისქვეშა ცხელი სამკურნალო წყლებით, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებას. სამკურნალო წყლებს იყენებენ პრევენციისა და ზოგადი გაუმჯობესებისათვისაც და მას უწოდებენ "სიცოცხლის წყალს".
წყაროების პარკი - სამკურნალო წყლების პარკი, სადაც მოწყობილია აბანოები, არის ბავშვთა გასართობი ცენტრი, წიწვოვანი ტყე და სასიამოვნო გარემო, სადაც შეძლებთ მკურნალობას, დასვენებას და გაჯანსაღებას.
გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - მუზეუმში დაცულია წყალტუბოს რაიონში გათხრების შედეგად აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური მასალა პალეოლითის ხანიდან გვიაფეოდალური ხანის ჩათვლით. მუზეუმი მდებარეობს წყაროების პარკტან ახლოს.
ბუნების ძეგლი, რომელიც ნადვილ საოცრებას წარმოადგენს. ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება ღრმა ნაპრალი, რომლის ფსკერზე მდებარეობს ტბა. აქ არის ასევე მღვიმის შესასვლელიც.
გაბზარულ ტბასთან ჩასასვლელად და ამ სილამაზის სანახავად საჭიროა საცოცი აღჭურვილობა, რადგან ნაპრალში მდებარე ბილიკი საკმაოდ ციცაბოა და სველი. თუმცა ნანახით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.
მუხურას სამსაფეხურიანი ჩანჩქერი, 60-70 მეტრი სიმაღლისაა, იგი გადმოედინება ფერდობზე მდებარე მღვიმიდან. მღვიმეში ერთი პატარა და ერთი დიდი ტბაა. ჩანჩქერის ნაპირები დაფარულია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით.
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე დასასვენებელი და გასართობი პარკია. შეგიძლიათ გაისერნოთ ქალაქის ძველ უბნებში, იმგზავროთ საბაგირო გზით და გადმოხედოთ ქალაქს ზემოდან.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი