
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1912 წელს. კოლექცია თავდაპირველად ცნობილი მოღვაწის, მუზეუმის გამგის, გრიგოლ გველესიანის სახლში მოათავსეს. 1922 წელს კოლექციის ბაზაზე (მაშინ უკვე რეალური სასწავლებლის, ამჟ. უნივერსიტეტის, შენობაში იმყოფებოდა) საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი დაარსდა. 1948 წელს მუზეუმმა დღევანდელ ნაგებობაში დაიდო ბინა (თბილისის ქ. N1). ორსართულიანი სახლი, რომელიც 1860-იან წლებშია აგებული, თავადი ნიკოლოზ ერისთავის საკუთრება იყო. ახლანდელი სახე შენობამ 1940-იანი წლების რეკონსტრუქციის შედეგად მიიღო.
ამჟამად ქუთაისის მუზეუმში 150,000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. არქეოლოგიურ განყოფილებაში, რომელიც ქუთაისსა და მის შემოგარენში მიკვლეული მასალებით ივსება, ბრინჯაოს და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია დაცული, მათ შორის: კოლხური ცულები, ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს ბალთები, ძვ. წ. VII-VI საუკუნის მამაკაცის ბრინჯაოს ითიფალური ქანდაკება სოფ. ფერსათიდან, ქალის ბრინჯაოს ქანდაკება სოფ. გეგუთიდან და სხვ.
მუზეუმის საგანძურში ინახება შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები: X ს-ის ვერცხლის სტავროთეკა და სამწერლობელი, ამაღლებისა და შობის გამოსახულებიანი XI ს-ის ლორფინები შორაპნიდან და მოწამეთადან, XII-XIII სს-ის მაცხოვრის ხატი მოწამეთადან და სხვ. მრავლადაა წარმოდგენილი XVI-XVIII სს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშებიც.
მუზუმში დაცულია საზოგადო მოღვაწეთა (კირილე ლორთქიფანიძის, გიორგი ზდანოვიჩი, ალექსანდრე გარსევანიშვილის, დიმიტრი ნაზარიშვილის, დავით მესხის, ტრიფონ ჯაფარიძის და სხვ.) პირადი არქივები; გელათისა და მოწამეთას სამონასტრო, ქუთაისის საეპარქიო კანცელარიის, ქართული გიმნაზიის, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების, ჭიათურის შავი ქვის მრეწვეთა საბჭოს და სხვა უწყევბრივი არქივები; XIX-XX სს-ის ფოტოები.
ეთნოგრაფიულ განყოფილებაში ხის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინისა და ქსოვილის მდიდარი კოლექციებია - აღსანიშნავია, ლაშეს ეკლესიის XI ს-ის ხის კარი, ბიბლიური სიუჟეტებით; XVII-XVIII სს-ის საეკლესიო ნაქარგობები; ვერცხლის ხანჯლებისა და კაჟის თოფების იშვიათი კოლექციები და სხვ. მრავლადაა წარმოდგენილი საქალაქო ყოფასთან დაკავშირებული ნივთები.
მუზეუმის ბიბლიოთეკაში, 40 000 წიგნთან ერთად, XIX-XX სს-ის პერიოდულ გამოცემათა კომპლექტებია დაცული.






გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობათ, ხვალ 28 მაისს მსურს მოსწავლეების წაყვანა ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. რომელი საათიდან იქნება ეს შესაძლებელი?
მოგესალმებით მაინტერესებს კითხვა მაქვს თუ მოქალაქემ იპოვა ძველი მონეტა თქვენთან უნდა მოიტანოს?
მოგესალმებით, დიახ მუზეუმს უნდა დაუკავშირდეთ. თუმცა საქართველოში არსებული ყველა მუზეუმი ამ ეტაპზე დაკეტილია ვირუსის გამო.
მარიამ ვერშევზლებ ეხლა მისვლას?
სალამი, როგორც ვიცით, ამ ეტაპზე კვლავ ყველა მუზეუმი დაკეტილია.