სათაფლიას აღკვეთილის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სათაფლიის აღკვეთილი მდებარეობს იმერეთშიწყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მეტრზე. დარსდა 1935 წელს. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს.

სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის დაცული ტერიტორიის ნაწილია და მისი  ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და მარკირებულ ბილიკებს.

ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, სათაფლიის კარსტული მღვიმერომლის სიგრძე 900 მეტრია, სიმაღლე 10 მეტრი, ხოლო სიგანე 12 მეტრი, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები.

სათაფლია ნიშნავს „თაფლის ადგილს“. სახელწოდება წარმოიშვა სათაფლიის მთისაგან, რომელმაც სახელი მიიღო მთაში მცხოვრები ფუტკრებისაგან თაფლის შეგროვების ძველი ტრადიციისაგან.


სამუშაო დღები: ყოველდღე ორშაბათის გარდა.

სამუშაო საათები: 10:00-დან 17:00 საათამდე.


შესვლის ღირებულება:

საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი პირები - 7 ლარი;

სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 5 ლარი;

სხვა ქვეყნის მოქალაქე - 15 ლარი;

6 წლამდე ასაკის ბავშვები - უფასო.


მდებარეობა
42.309311, 42.671672
მანძილი დედაქალაქიდან
243 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე

იხილეთ ასევე

ცივი ტბა - გასართობი და დასასვენებელი კომპლექსი, მდებაორეობს იმერეთში, ქალაქ წყალტუბოში....

წყალტუბოს მინერალური წყაროების ანალოგი, მსოფლიოში არსებულ სამკურნალო წყლებს შორის, არ არსებობს. სამკურნალო წყლებს "უკვდავების წყაროს" უწოდებენ, რადგან...

გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - მუზეუმში დაცულია წყალტუბოს რაიონში გათხრების შედეგად აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური...

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წ...

გაბზარული ტბა -  ბუნების ძეგლი, მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავში, ზღვის დონიდან 166 მეტრზე.გაბზარული ტბის ბუნების ძეგლ...

გეგუთის სასახლე — ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი, მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში, ქუთაისის სამხრეთით, 7 კმ-...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სათაფლიას აღკვეთილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!