თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
აჭარის მთავარი ქალაქი – ბათუმი ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილია საქართველოში. თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მუზეუმებით, უძველესი პორტით, ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, ბოტანიკური ბაღით, დელფინარიუმით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კაფეებით, ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა.
25 ყველაზე პოპულარული ადგილი ბათუმში და მის შემოგარენში
10 კმ სიგრძის ზღვის სანაპირო ზოლი და პარკი, სადაც მრავლადაა ბუნგალოები, კაფე-ლაუნჯები, რესტორნები, საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა სახის ფერადი თუ მოცეკვავე შადრევნები. უნიკალური მცენარეებით გაშენებულ ბათუმის ბულვარში შეგხვდებათ საინტერესო სკულპტურები, არქიტექტურული მონუმენტები.
130 მეტრი სიმაღლის, ქართული ანბანის 33 ასოიანი კოშკი, დნმ-ის უჯრედის სტრუქტურული მოდელის ანალოგიური. კოშკის წვერში მოწყობილია საინფორმაციო-ტურისტული ზონა, მბრუნავი პანორამული რესტორანი, ღია ტერასა და ობსერვატორია.
55 მეტრი სიმაღლის ბათუმის სიმბოლო, ერთერთი ყველაზე კარგი საშუალება ბათუმის ულამაზესი ხედებისა და შენობების დასათვალიერებლად და აღსაქმელად. ბორბალის ერთი წრის გაკეთების ხანგრძლივობა 10 წუთია.
გასეირნება ბათუმის ფუნიკულიორზე. გასართობი კომპლექსი გვთავაზობს ქალაქის, შავი ზღვისა და გარშემო მთების უნიკალურ ხედებს. კომპლექსი მოიცავს რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ერთეულებს, ღია დარბაზებს, პოდიუმისა და სახურავის ტერასებს.
ბათუმის ცენტრიდან 8 კმ დაშორებით, ახალაგებული ტაძრის ეზოდან ბათუმისა და ზღვის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ტაძრის უკან სამების სახელობის დედათა მონასტერია.
ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ტბა, რომელშიც დამონტაჟებულია ფრანგული მუსიკალური მოცეკვავე შადრევანი. ყოველ საღამოს შადრევანი თეატრალურ ფარდას ემსგავსება და მასში საუცხოო ლაზერ შოუ აისახება.
მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ნავსადგური. ბათუმის ნავსადგურთან მდებაორებს აგრეთვე ბათუმის იახტკლუბი, საიდანაც შესაძლებელია გემით გასეირნება და ბათუმის ხედებით ტკბობა ზღვიდან.
მდებარეობს ბათუმიდან 9 კმ დაშორებით. აქ წარმოდგენილია მცენარეთა ათასობით სახეობა. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები.
გონიო-აფსაროსის (I საუკუნის) ისტორიული ციხესიმაგრე. გონიოს ციხეში 2010 წლიდან მოქმედებს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.
ქობულეთიდან ბათუმისკენ მიმავლებმა ციხისძირში შეგიძლიათ მოინახულოთ. ის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ააშენა ბერძენმა იოანე სტრატიგოსმა 535 წელს. „პეტრა“ ბერძნულად კლდეს ნიშნავს. ქართულ საისტორიო წყაროებში ის ქაჯეთის ციხედაც იწოდება.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარიბულვარში სეირნობის დროს არ დაგავიწყდეთ ულამაზესი იაპონური ბაღის მონახულება.