დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
27 იანვარი, 2022

10 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში

მართალია ზაფხულამდე ჯერ კიდევ 5 თვე დარჩა და ჩანჩქერების ვიზიტიც სწორედ სეზონის ამ დროსთან ასოცირდება, მაინც საჭიროა ვიცოდეთ ბევრი ულამაზესი ჩანჩქერის შსახებ. Საქართველოს კი ასეთი ადგილები ნამდვილად არ აკლია, არც მსოფლიო ქვეყნებს ჩამოუვარდება მდიდარი ბუნებითა და ისტორიულ/კულტურული ძეგლებით.

ჩანჩქერი ზაფხულთან ასოცირდება. ქალაქის ხმაურისა და სიცხისგან გასაქცევად ნამდვილად რელევანტური საშუალებაა. Თუმცა ჩანჩქერი თავიმხრივ ხმაური და ქაოტურია. Იმ განსხვავებით რომ სიმშვიდეს მის გარშემო შეფენილი კლდეები და მთები გვგვრის, საიდანაც ჩანჩქერი მონოტონური გადმოდის და მონოტონური ხმაურით მდინარის ნაკადში ითქვიფება.

თკი საქართველოში მოგზაურობასა და ახალი ადგილების აღმოჩენას აგრძელებთ ეს ლისტი ნამდვილად გამოგადგებათ. Გთავაზობთ 10 ულამაზეს ჩანჩქერს საქართველოში.


ონიორეს ჩანჩქერი, ბალდა, მარტვილი, სამეგრელო - Oniore Waterfall, Balda, Martvili, Samegrelo


1. ონიორეს ჩანჩქერი

ტობას მღვიმე და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერი სტუმარს საოცარ სანახაობას პირდება. მღვიმიდან გამომავალი მიწისქვეშა მდინარე 67 მეტრის სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქმნის. ონიორეს ჩანჩქერი - 67 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერია და მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოში, ტობას ხეობაში, ზღვის დონიდან 680 მეტრზე მდებარეობს. ონიორეს ბუნების ძეგლის კომპლექსი წარმოადგენს მღვიმისა და მისგან გადმომავალი ჩანჩქერის ერთობლიობას.


სამცვერას ჩანჩქერი, waterfall


2. სამცვერა ჩანჩქერი

სამცვერა ჩანჩქერი, იმერეთში, სოფელ საზანოში,ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდ. ძუსაზე მდებარეობს და მის შესახებ არც ისე ბევრმა იცის. თუმცა სანახაობრივად ნამდვილად განსაკუთრებულია. იგი ზღვის დონიდან 170 მეტრზე მდებარეობს.

მიუხედავად იმისა რომ, კინჩხის თუ სიყვარულის ჩანჩქერზე ვიზიროტთა რაოდენობა გაცილებით მეტია, სამცვერა ჩანჩქერს ზაფხულობით მაინც უამრავი ადამიანი სტუმრობს. აქ შეგიძლიათ იცურაოთ მდინარე ძუსაში და ასევე სასიამოვნოდ გაატაროთ დრო ბუნებაში.


ოკაცეს ჩანჩქერი, კინჩხა, ოკაცეს კანიონი, სამეგრელო - waterfall, canyon


3. კინჩხას ჩანჩქერი, იგივე ოკაცეს ჩანჩქერი

ოკაცეს კანიონი რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს დამთვალიერებელთა შორის ორი აზრი არ არსებობს. აქ მდებარე ჩანჩქერი კინჩხა კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მდებარეობს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადია. ზედა ორი საფეხური მდინარე საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური..
Ჩანჩქერი მდებარეობს ხონის რაიონში, სოფელ კინჩხას მიდამოებში.

ოკაცეს ( კინჩხას ) ჩანჩქერი - ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი საქართველოში. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბუნების ძეგლზე ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო - ბილიკები, პლატფორმები, რომლებიც მის მონახულებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.


ჩანჩქერი  (7)


4. Გურგენიანის ჩანჩქერი

გურგენიანის იგივე ნინოსხევის ჩანჩქერი, ლაგოდეხში, კახეთის რეგიონში, მდ. ნინოსხევზე, სოფელი გურგენიანიდან 8კმ-ს დაშორებით მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 850 მეტრზეა. მისი სიმაღლე 40 მეტრი სიმაღლისაა. Გურგენიანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ვიზიტორთა რაოდენობით. საუკეთესო პერიოდი მის მოსანახულებლად გაზაფხული და ზაფხულია. მსურველებს შეუძლიათ ჩანჩქერის თავზეც კი მოექცნენ და იქედან ადევნონ თვალი როგორ მოსჩქეფს მდინარე ნინოსხევი 40 მეტრიანი კლდიდან. თუმცა ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი არც ისე მარტივია. გზად შეიძლება რამდენჯერმე მოგიწიოთ მდინარის გადაკვეთა, რადგან გაზაფხულზე მდინარე ადიდებულია. ასევე ხშირად მოგიწევთ სველ ლოდებსა და ქვებზე სიარული, ამიტომ სასურველია გამოიყენოთ სპორტული ფეხსაცმელი.


5. სიყვარულის ჩანჩქერი

გულის ფორმის ჩანჩქერი, რომელიც რაჭაში, კერძოდ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. თუკი ამბროლაურში მოხვდით, აუცილებლად ეწვიეთ ამ უნიკალური შესახედაობის ჩანჩქერსაც.

სიყვარულის ჩანჩქერი ზღვის დონიდან დაახლოებით 560 მეტრზეა. ჩანჩქერი დახავსებულ კლდოვან მასივზე გადმოედინება და საოცრად ლამაზ სანახაობას ქმნის. იგი განსაკუთრებით ცნობილია გულის ფორმის შესასვლელის მქონე ქვაბულით. ეს სახელიც სწორედ ქვაბულის ფორმის გამო დაერქვა. სიყვარულის ჩანჩქერი რაჭის ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა და უამრავ ვიზიტორს იზიდავს.


ანდრია პირველწოდებულის ქანდაკება და ჩანჩქერი, სარფი - Andrew the First Called Stone and Waterfall, Sarpi


6. ანდრია პირველწოდებულის ქანდაკება და ჩანჩქერი

ანდრია პირველწოდებულის ქანდაკება და ჩანჩქერი - მდებარეობს აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სარფში.

მონუმენტი ეძღვნება წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის ისტორიულ ფაქტს. ლეგენდის თანახმად სწორედ ამ გზით შემოვიდა ის საქართველოში.

ქრისტიანობა ყველაზე ადრე აჭარაში გავრცელდა, აქ იესო ქრისტეს ერთ-ერთმა მოწაფემ, ანდრია პირველწოდებულმა.


მახუნცეთის ჩანჩქერი, ქედა, აჭარა - Makhuntseti waterfall, Qeda, Adjara


7. მახუნცეთის ჩანჩქერი

ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს აჭარაში, სოფელ მახუნცეთში, ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს.

ჩანჩქერზე მისვლა შესაძლებელია მანქანით, ან სამარშრუტო ტაქსით, რადგან მდებარეობს მთავარ გზასთან ახლოს. ჩანჩქერის მონახულება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.


უშბის ჩანჩქერი


8. Უშბის ჩანჩქერი

თუკი წყალუხვობით რეკორდული მაჩვენებელი მდინარეებზე გვაქვს (მდ.რიონი), ასეთი რედკორდი ჩანჩქრებზეცაა დაშვებული. უშბის ჩანჩქერი (შდუგრა) კი სწორედ საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერი გახლავთ. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან. აქ მისვლა შესაძლებელია როგორც ძირში, ასევე მის თავზე- აქ ასვლის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ ულამაზესი ხედი სვანეთზე. ჩანჩქერის ძირში მისასვლელად ფეხით სავალი მანძილი არის დაახლოებით 3კმ (ერთი მიმართულებით), ხოლო თუ ჩანჩქერის თავზე გინდათ მოექცეთ დამატებით 3კმ გავლა მოგიწევთ. ბოლო მონაკვეთი საშუალო სირთულის ბილიკის მიუყვება და ასევე მდინარის გადაკვეთა მოგიწევთ, მაგრამ ნანახით კმაყოფილები დარჩებით.


ჯუთას ჩანჩქერი - Juta waterfall


9. ჯუთას ჩანჩქერი

ჯუთას ჩანჩქერი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სტეფანწმინდა (ყაზბეგის) მუნიციპალიტეტში, სნოს თემში, სოფელ ჯუთაში ჩამოედინება.

ჩანჩქერი რამოდენიმე საფეხურიან ნაკადად გადმოედინება 10 მეტრის სიმაღლიდან, ჭაუხების მთისა და ტბა თინას სიახლოვეს. მანძილი თინას (ჯუთას) ტბიდან - ჯუთას ჩანჩქერამდე ძალიან მცირეა.


ტყუპი ჩანჩქერი, მაჭახელას ეროვნული პარკი, აჭარა - Twin Waterfall, Machakhela National Park, Adjara


10. Ტყუპი ჩანჩქერი

ტყუპი ჩანჩქერი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში, მაჭახელას ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 735 მეტრზე მდებარეობს.

47 მეტრის სიმაღლიდან ეშვება ორი ჩანჩქერი, რომელიც განსხვავებულ და ლამაზ გარემოს ქმნის. ირგვლივ შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია.

ჩანჩქერთან მიდის ბილიკი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაადგილება. ბილიკის ბოლოს კი მოწყობილია საპიკნიკე სივრცე.

ეს ადგილი დაახლოებით 20 წლის წინ ადგილობრივებმა აღმოაჩინეს და სახელიც სწორედ მათ შეურჩიეს, რადგან ორივე ჩანჩქერი გვედიგვერდ მდებარეობს.

ჩანჩქერებთან მისასვლელად საფეხმავლო ბილიკის გავლა დაგჭირდებათ, რისთვისაც სოფელი ქოქოლეთის ცენტრალური გზიდან დაახლოებით 10 წუთის დაფარვაა საჭირო.

თეგები: #ბუნება #ჩანჩქერი #საქართველო #წყალი #დასვენება #ჩანჩქერები საქართველოში
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი