დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
18 ნოემბერი, 2018

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ნახო შიომღვიმე

საქართველო მდიდარია ისტორიული და კულტურული მონასტრებით, რომლებიც ქვეყნის ყოველ კუთხეში მდებარეობს. შიომღვიმის მონასტერი ერთ-ერთი მათგანია. შიომღვიმე მცხეთა-მთიანეთში შემავალი ერთი პატარა და სუნთქვისშემკვრელად ლამაზი ადგილია.


1. თბილისთან ახლოს

შიომღვიმე მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მონასტერში ასვლა ქალაქ მცხეთიდან არის შესაძლებელი. შიომღვიმე საქართველოს დედაქალაქ თბილისთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. თქვენ ამ ისტორიული მონასტრის ნახვა ერთ დღიან ტურზე შეგიძლიათ. თუ თბილისიდან აპირებთ მგზავრობას, დაახლოებით 1 საათი დაგჭირდებათ შიომღვიმეში ასასვლელად. ხოლო თუ მცხეთიდან აპირებთ მგზავრობას, დაახლოებით 20 წუთს წაგართმევთ მოგზაურობა.


2. ისტორიული მნიშვნელობა

შიომღვიმე ერთ-ერთ ასურელი მამის, შიოს, დაარსებული მონასტერია. მონასტრის სახელი სწორედ შიოს უკავშირდება. მონასტერი ჯერ კიდევ ადრე, ფეოდალურ პერიოდში, აშენდა VI მსაუკუნის მეორე ნახევრისთვის. როგორც ცნობილია ისტორიიდან, შიომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაატარა. მისი გარდაცვალების შემდგომ ის ამავე ადგილას დაასაფლავეს. ამის შემდეგ, ეს ადგილი წმინდა ადგილად მიაჩნიათ.


3. დიდებული არქიტექტურა

შიომღვიმის მონასტერი გუმბათოვანი ხუროთმოძღვრებისაა. ამ ადგილას აშენებულია იოანე ნათლისცემლის ტაძარი და ზემო ეკლესია. ზემო ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ტაძრების ბოლო მოხატულობა XX-ით თარიღდება. მონასტერთან ახლოს მთის წვერზე მდებარეობს სამლოცველო, რომელიც XII საუკუნეში ააშენეს.


4. „ცრემლის წყარო“

შიომღვიმის შესასვლელთან, კარიბჭის მარჯვნივ „ცრემლის წყაროა“ აშენებული. ისტორიის თანახმად, ეს წყარო სასწაულ მოქმედი და დაავადების მკურნალია.

რადგანაც შიომღვიმეში წყალი არ მოიპოვებოდა, ბერებს უწევდათ მდინარე მტკვრიდან წყლის ამოტანა. სწორედ იმ დროს, როცა ერთ-ერთ ბერს წყალი ამოჰქონდა, კოკა დავარდა და გატყდა. ისტორიის თანახმად, ბერმა იტირა და სწორედ მას შემდეგ, კლდის პირას მოედინება „ცრემლის წყარო“. წყარო ყოველ ერთ საათში ერთ ბოთლს ავსებს. ქრისტიანებისთვის ეს ადგილი ერთ-ერთ სასწაულ მოქმედ ადგილად მიაჩნიათ.


5. ხელშეუხებელი ბუნება

როგორც კი ქალაქ მცხეთას გაცდებით, მთისა და ბუნების მოყვარულთათვის ულამაზესი ხედი იშლება. შიომღვიმის ერთ-ერთი უპირატესი მახასიათებელი მის ირგვლივ არსებული დიდებული ბუნებაა. კლდოვანი ქვაბულებისა და ბუნების წიაღში, საოცარ სიმშვიდეს იგრძნობთ. შიომღვიმის ადგილმდებარეობა საოცრად დიადს ხდის იქაურობას.

მონასტერი საღამოს 19:00-მდე მუშაობს.

შიომღვიმეში ასვლა, მხოლოდ ტაქსით ან საკუთარი მანქანითაა შესაძლებელი.

თეგები: #ბუნება #მონასტერი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი