კუს ტბა შეიძლება
ითქვას ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ადგილობრივებისათვის თბილისში. კუს ტბა მთაწმინდის
პარკის ჩრდილოეთ კიდეზე მდებარეობს.
რატომ უნდა მოინახულო კუს ტბა
თუ კი რომელიმე
ქართველს შეეკითხებით სად შეიძლება დატკბეთ სუფთა ჰაერითა და სეირნობით, მოემზადეთ
თქვენი მომდევნო მოგზაურობისათვის კუს ტბაზე. კუს ტბა ქალაქის ცენტრიდან არც ისე შორ
მანძილზე მდებარეობს და აქ მოხვედრა რამდენიმე წუთში შეიძლება.
გაქვთ ზედმეტი
თავისუფალი დრო? სულ რაღაც ორი საათიც კი იქნება საკმარისი ადგილის მოსანახულებლად.
კუს ტბა მშვიდი და მყუდრო
რეკრეაციული ადგილია, რომელიც მეგობრულ აურას ქმნის, სადაც სხვადასხვა სახის აქტივოვებით
შეიძლება დაკავდე. შთამბეჭდავი მთის ხედი და ატმოსფერო, რომელიც ჰარმონიით აგავსებთ
მალევე შეგიყვარდებათ. თუ დაიღალე და გსურს დროებით მშვიდ გარემოში განმარტოება, კუს
ტბა მშვენიერი ადგილია ამისათვის.
არ აქვს არსებითი
მნიშვნელობა მარტო ხარ თუ არა, შენი ხასიათის შესაფერისს ადგილს უდავოდ აღმოაჩენ. ნებისმიერ
კაფეში შეიძლება გქონდეს განტვირთვის საათი ან
კუს ტბის მიმდებარე მინდორზე ისამოვნო ხედით. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან
ერთად დროის გასატარებლად იდეალური ადგილია. ტბის ირგვლივ სასეირნო ბილიკია, რომელიც
დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძისაა.
ბოლო დროს კუს
ტბა პოპულარული ადგილი გახდა ტურისტებს შორის. და რა თქმა უნდა, ეს არის პირველი და
უმნიშვნელოვანესი მიზეზი თუ რატომაც უნდა მოინახულო კუს ტბა.
- კაფეები კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე
ქალაქური ცხოვრებისგან
განტვირთვის მისაღებად კუს ტბა პატარა და ამავდროულად, კარგი ადგილია. ტბის ირგვლივ
რამდენიმე მყუდრო კაფეა. მართალია, ფასები ცოტა ძვირია თუმცა დროს სასიამოვნოდ გაატერებთ,
მეგობრებთან ან მეგობრების გარეშეც. ყავის
მოყვარულებს უეჭველად უყვართ ირგვლივ კაფეში დროის გატარება, რადგანაც აქვეა რამდენიმე
ყავის მაღაზია და ბარიც. თუ კი დისტანციურად მუშაობ და მოგზაურობ ერთდროულად, მაშინ
შეარჩიე სასურველი კაფე, მოკალათდი, და მყუდრო სამუშაო გარემო ბუნების შემოგარენში
გარანტირებულად გექნება. მოითხოვე Wi-Fi-ს
პაროლი,რომელიც მუშაობის პერიოდში გამოგადგება.
- აქტივობები
კუს ტბის ირგვლივ
ალბათ გაინტერესებს
რა სახის აქტივობებით შეიძლება დაკავდე კუს ტბაზე, რომ შენმა დრომ სასიამოვნოდ ჩაიაროს.
გაინტერესებს
სად შეიძლება ირბინო თბილისში? პირველი, თუ სეირნობისა და სირბილის მოყვარული ხარ საღამოობით,
ტბის გარშემო არსებულ დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის გზაზე შეიძლება დაკავდე. მეორე,
კუს ტბა ხშირად მასპინძლობს განსხვავებულ ფესტივალებსა და კონცერტებს.
კუს ტბის მიმდებარე
ტერიტორიაზე რამდენიმე სათამაშო მოედანია, და შეგეძლება სპორტულ აქტივობებშიც მიიღო
მონაწილეობა. კუს ტბაზე ტურისტები ხშირად ქირაობენ წყლის ველოსიპედებს და ტკბებიან
ატმოსფეროთი.
რა გზა არსებობს კუს ტბაზე წასასვლელად
ალბათ, ეს შენი პირველი მცდელობაა კუს ტბაზე წასასვლელად და მე შევეცდები
საუკეთესო ვარიანტი შემოგთავაზო თუ როგორ ახვიდე კუს ტბაზე.
საბაგირო საუკეთესო
ვარიანტია თუ გსურს ნაკლებ ბიუჯეტიანი, მოკლე და საინტერესო მგზავრობა. საბაგირო ვაკის
პარკში მდებარეობს და კუს ტბაზე მოხვედრა სულ რაღაც 5 წუთშია შესაძლებელი. ღირებულება
დაახლოებით ერთი ან ორი ლარია.
ადგილობრივებს,
რომელთაც მანქანის ქონის შესაძლებლობა აქვთ ხშირად სტუმრობენ კუს ტბას. თუმცა ზოგიერთი
მათგანი ტაქსით სარგებლობს, კუს ტბაზე ასასვლელად.
ტაქსით მგზავრობა კარგი არჩევანია, თუმცა შედარებით ძრივი საშუალებაა.
ეს გზაც შესაძლებელია კუს ტბაზე ასასვლელად გამოიყენო თუ სათაგადასავლო
გამოცდილების მოყვარული ხარ და ფიზიკური საშუალებაც ხელს გიწყობს. თუ ფეხით გადაწყვეტ
ასვლას შესაძლოა დაიღალო, მაგრამ ქალაქის დაუვიწყარი ხედებით დატკბები.
როდის არის კარგი დრო კუს ტბაზე წასასვლელად?
თბილისში ყოველ
ზაფხულს სიცხეა და რა თქმა უნდა, ეს სეზონი
კუს ტბის სანახავად რეკომენდირებულია. უამრავი აქტივობა იმართება ზაფხულობით კუს ტბაზე
და დარწმუნებული ვარ, თითოეული დილა თუ საღამო სასიამოვნო იქნება დროის გასატარებლად.
ქალაქის სიცხისგან თავის დასაღწევ მუდმივ ადგილს აღმოაჩენ.
ზაფხული ის სეზონია,
როცა ყველაფერი ყვავის და მწვანეა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას წლის დანარჩენ დროებზე?
თუ კუს ტბას შემოდგომით ეწვევი, დარწმუნებული
იყავი, რომ შემოდგომის ლანდშაფტი და ხედი გაოცებულს დაგტოვებს. ყველაფერი ოქროსფრად
შემოსილი და გზა ფოთლებით დაფარული. ალბათ როგორი ლამაზი იქნება სანახავად, არა?
ზამთარი და გაზაფხული
არც ისე პოპულარული დროა კუს ტბაზე ასასვლელად. კუს ტბა ზამთარში გაყინულია და რამდენიმე
კაფე შეიძლება დაკეტილი დაგხვდეს. თუმცა, სეირნობა და ცხელი ჩაით დროის გაყვანა მაინც
იქნება შესაძლებელი. გაზაფხულზე, კუს ტბას მაინც ჰყავს სტუმრები. ეს თვე, ძირითადად
ქარიანია და ძნელია სიცივეში თავი კომფორტულად იგრძნო. თუმცა გაზაფხულის ბოლო თვეებში, როცა ყველაფერი თბება
და ბუნება ყვავილობას იწყებს, რატომაც არა? გაზაფხული შესანიშნავი დროა საპიკნიკოდ
კუს ტბაზე.
კიდევ რამეა? - ერთი პატარა დეტალი, რომელიც უნდა იცოდე
კუს ტბისკენ მიმავალ
გზაზე შეგიძლია თბილისის ეთნოგრაფიის მუზეუმს ეწვიო ღია ცის ქვეშ. მუზეუმი კლდეზეა განთავსებული,
რომელიც ვაკის პარკს გადმოჰყურებს. მუზეუმში თავს იყრის ხალხური ხუროთმოძღვრებისთვის
დამახასიათებელი არქიტექტურის ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
როგორ ფიქრობ
რომელია წლის საუკეთესო დრო კუს ტბაზე ასასვლელად და რა სახის აქტივობებში იღებ მონაწილეობას?
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი